"დიზაინი მთლიანად მე და ჩემს მეუღლეს გვეკუთვნის, ბინის დაგეგმარებიდან დაწყებული დეკორაციებით დამთავრებული" - კიდევ ერთი გემოვნებიანი თბილისური ბინა

ნატალია დაჩანიძე პროფესიით ბიოქიმიკოსია, თუმცა ნამდვილად აქვს დიზაინერული ნიჭი და გემოვნება. გრაფიკული დიზაინერია მისი მეუღლე გურამ რუხაძე, რომელთან ერთადაც საკუთარი ბინის რემონტი ახლახან დაასრულა. ინტერიერის დიზაინი წყვილს ეკითვნის და ყველა დეტალი საკუთარი გემოვნებით მოაწყვეს. ბინა იმდენად დახვეწილი და გემოვნებიანი გამოვიდა, სოციალურ ქსელში, ჯგუფ "რემონტში" ბევრი ადამიანი აღაფრთოვანა.

- სახლის დიზაინი მთლიანად მე და ჩემს მეუღლეს გვეკუთვნის, ბინის დაგეგმარებიდან დაწყებული დეკორაციებით დამთავრებული. ამ პროცესში მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ერთმანეთის აზრი და საბოლოოდ მივიღეთ ეს შედეგი, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა და ცხადია, ძალიან გვიხარია.
ბინა თავდაპირველად სკანდინავიურ სტილში მოიაზრებოდა, თუმცა ფიქრის და მასალების შერჩევის პორცესში რაკურსი შევცვალეთ და ამერიკული სტილის ინტერიერზე გავამახვილეთ ყურადღება. ჩვენთვის დიდი რისკი იყო იმ ფერების დიზაინში შემოტანა და ერთმანეთთან ჰარმონიულად შერწყმა, როგორიცაა მწვანე, ყვითელი და ცისფერი ფერის გრადაციები, მაგრამ თავიდანვე დარწმუნებულები ვიყავით, რომ ის შედეგი გვექნებოდა, რასაც ვფიქრობდით, ამიტომ მოლოდინი ნამდვილად გამართლდა.

- რამდენი ხანია რემონტი დაასრულეთ და არის თუ არა ეს თქვენი ოცნების სახლი?
- რემონტი დავასრულეთ მიმდინარე წლის აპრილში, თუმცა დეკორაციები ეტაპობრივად შევმატეთ სახლს და ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია დეტალებზე მუშაობა. დასაწყისისთვის ცხადია კმაყოფილები ვართ ამ შედეგით, ბინა ძალიან კომფორტული და მყუდრო გამოვიდა, თუმცა მცირე ფართს თუ გავითვალისწინებთ, ოცნების სახლი ცოტა სხვანაირად წარმოგვიდგენია. ამიტომ ვაპირებთ, რომ ჩვენი ხედვა კიდევ უფრო განვავითაროთ და მომდევნო წლებში უფრო დიდი ფართი კიდევ უფრო ლამაზად დავგეგმოთ.

- რთული და დამღლელი იყო რემონტის პროცესი თქვენთვის თუ პირიქით, აზარტული და სასიამოვნო?
- ზოგადად არსებობს მოსაზრება, რომ რემონტი ძალიან დამღლელი პროცესია, რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვს და საბოლოოდ შედეგით შეიძლება კმაყოფილი არც დარჩე. ჩვენს შემთხვევაში რემონტი საინტერესო პროცესი აღმოჩნდა. სიმართლე გითხრათ გამოცდილება არც ერთს გვქონდა, არანაირი ინფორმაცია რა და როგორ ჯობდა, ცხადია, დიდი შრომა ჩავდეთ იმაში, რომ ყველაფერში მეტ-ნაკლებად გავრკვეულიყავით და პროცესი საბოლოოს სასიამოვნოდ წარიმართა.

- რა პრობლემებს აწყდებოდით რემონტის დროს? ყველაზე მძაფრად რა დაგამახსოვრდათ?
- პრობლემები ალბათ ყველა სარემონტო სამუშაოს დროსაა, ეს შეიძლება იყოს დროში პროცესის გახანგრძლივება ან თუნდაც ხარვეზით შესრულებული სამუშაო. ჩვენს შემთხვევაში სერიოზული პრობლემა არ შეგვქმნია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული დისკომფორტი გამოიწვია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი სარემონტო მასალების მრავალფეროვნების არარსებობამ. ბევრი კომპანია მოვიარეთ, რომ შეგვერჩია განსხვავებული და ნაკლებად დატვირთული ვიზუალის მქონე დეკორატიული მასალები, რაც მყუდროებას შემატებდა სივრცეს და დასვენების საშუალებას მოგვცემდა.

- რემონტის ჯგუფში ბევრი აღაფრთოვანა თქვენმა ნაძვის ხემ, საახალწლო გარემომ. როდის დაიწყეთ საახალწლო სამზადისი, რამდენად სასიამოვნო პროცესია ეს თქვენთვის?
- საახალწლო სამზადისის ადრეულად დაწყების ინიციატორი ჩემი მეუღლე გახლდათ. ალბათ თავადაც ნახავდით, რომ დიდი რაოდენობით საახალწლო დეკორაციები არ გვაქვს გამოყენებული, ნაძვის ხეც ძალიან სადაა. მთავარი აქცენტი მაინც განათებებზეა, გამოვიყენეთ მხოლოდ თბილი ნათება როგორც ნაძვის ხეზე, ასევე თაროზე და თვითონ ოთახშიც, რამაც საშუალება მოგვცა სასიამოვნო გარემო შეგვექმნა.
სახლის საახალწლო გაფორმება ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. გარკვეული მონახაზი არ გვქონია რა, სად და როგორ უნდა ყოფილიყო განლაგებული. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ყველაფერი დისტანციურად შევარჩიეთ და ამ მხრივაც გაგვიმართლა, ყველაფერი იდეალურად შეერწყა ერთმანეთს.

- წელს არაორდინალური და უჩვეულო ახალი წელი გვექნება. როგორ და სად გეგმავთ აღნიშნოთ და შეხვდეთ 2021 წელს?
- ზოგადად ახალი წლის ღამეს ტრადიციულად ვმართავთ ვახშამს მეგობრების წრეში, მივდივართ ჩვენი მშობლების მოსანახულებლად და ამისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით ხოლმე, თუმცა წელს არსებული რეალობიდან გამომდინარე ცოტათი შევცვლით გეგმებს. ჩვენი სახლისთვის ეს პირველი ახალი წელია. ღამით აივნიდან შესანიშნავი ხედი იშლება განათებულ თბილისზე და ვფიქრობ, წინ ლამაზი სანახაობა გველის.




მერი ბლიაძე

კომენტარები

ideodub 2024-10-16 00:25
BAF3 cells were obtained from a laboratory in the Department of Genetics at Yale University New Haven, CT, and JEG 3, SKOV3, and EGFR transfected Chinese hamster ovary CHO cells were obtained from the Maihle laboratory at Yale University priligy usa Miss, you know, just based on your few words just how to lower nighttime blood pressure now, In a word, it has already constituted a major crime of blasphemy, and can be burned at the stake

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები