თეონა კვიკვინია პროფესიით იურისტია, მაგრამ დღესდღეობით სამშენებლო სფეროში მოღვაწეობს. დიზიანის კუთხით პროფესიული გამოცდილება არ აქვს, თუმცა საკუთარი სახლი თავისი დიზაინით და ძალისხმევით მოაწყო. ჩვენი ყურადღება რემონტის ჯგუფში გამოქვეყნებულმა ვიდეომ მიიპყრო, სადაც თეონას მიერ მოწყობილი საახალწლო, ჯადოსნური გარემოა ასახული.
- პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ ამჟამად ვარ მშენებელი, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორი. მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ დღეს - არქიტექტურა და დიზაინი. ჩემი ოცნება იყო კერძო ლამაზი სახლი, ოცნებაც ავიხდინე, ვაშენებ მცხეთაში ულამაზეს ადგილზე ტყესთან ახლოს უზარმაზარ სახლს, რომელსაც უახლოეს დროში დავასრულებ, აუცილებლად გაცნობებთ სიახლეს და მოხარული ვიქნები, თუ გვესტუმრებით.
- ამჯერად იმ სახლზე ვისაუბროთ, რომლის დიზაინმა ინტერნეტსივრცეში დიდი მოწონება გამოიწვია...
- ეს სახლი შევიძინეთ დაახლოებით ოთხი წლის წინ. იყო ახალაშენებული, ე.წ. მწვანე კარკასი, ნახევრად გარემონტებული. თუმცა ყველაფერი შევცვალე და ჩემი დიზაინით გავაკეთე.
- მანამდე თუ გქონდათ რემონტის სფეროში გამოცდილება?
- რემონტში ნაკლებად, ჩემი კომპანია აშენებს თეთრ კარკასამდე, რემონტში არ ვერევი. ამ ბინის შემდეგ ჩემი სხვა ბინებიც ადვილად გავარემონტეთ, მაგრამ სხვა ბინების გარემონტებაში ჩემი მეუღლის დიდი წვლილია. რამდენიმე თვის წინ გავარემონტეთ ჩვენი კაფე-რესტორანი, რომელიც ულამაზესი გამოვიდა და ხალხის აღფრთოვანებაც გამოიწვია.
- რა სტილს, ფერებს, როგორ განათებას მიანიჭეთ უპირატესობა?
- თეთრი, კრემისფერი და ოქროსფერი, მდიდრული ფერებია. სტილი ზოგადად ძველებური (დაძველების ეფექტები) მომწონს. რასაც ვაკეთებ მცხეთაში, ზუსტად ისეთი გამოვა, როგორიც მომწონს.
- რას ურჩევთ ადამიანებს, ვინც რემონტის დაწყებას გეგმავს, რას მიანიჭონ უპირატესობა და რა აუცილებელი კრტერიუმები გაითვალისწინონ?
- რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ფერები. შეიძლება არ იყოს ძვირი მასალები, მაგრამ იმდენად გემოვნებით გააკეთო, რომ საუცხოო შედეგი მიიღო, უპირველესი ფერთა შეხამებაა.
- რემონტის ჯგუფში ბევრი აღაფრთოვანა თქვენმა საახალწლო გარემომ. როდის დაიწყეთ საახალწლო სამზადისი და რამდენად სასიამოვნო პროცესია ეს თქვენთვის?
- გადატვირთული გრაფიკის გამო წელს რატომღაც უფრო გვიან დავიწყე სამზადისი. ძალიან მიყვარს შობა-ახალი წელი. ყოველთვის ვხვდები კარგი განწყობით. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვებზე მეტად მე მიხარია. მარტო ვიწყებ ნაძვის ხის მორთვას და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამე მაქვს მოსართავი და ოჯახის წევრები მეხმარებიან. გამითენებია კიდეც, იმდენად აზარტში ვარ ხოლმე. ძალიან დიდი სიხარულით და სიყვარულით ვხვდები ახალ წელს.
- წელს არაორდინალური და უჩვეულო ახალი წელი გვექნება. როგორ და სად გეგმავთ აღნიშნოთ და შეხვდეთ 2021 წელს?
- მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ჩემი კაფე-რესტორანი, მირჩევნია სახლში შევხვდე ახალ წელს და ნაკლებად გავიდე ხალხმრავალ ადგილებში. ოჯახთან ტრადიციულად შევხვდებით. ყველას გისურვებთ ბედნიერ ბარაქიან და წარმატებულ შობა ახალ წელს.
მერი ბლიაძე