თანამედროვე იდეები ინტერიერში, რომლებიც არ არის პრაქტიკული და არ გვირჩევენ

თანამედროვე იდეები ინტერიერში ყოველთვის მოთხოვნადია, ყველას უნდა, რომ ამ იდეებს ხორცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში შეასხას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, იდეალურ ვიზუალზე ფიქრის დროს ხშირად ამა თუ იმ ნივთის პრაქტიკულობა გვავიწყდება.
ამჯერად პროფესიონალების რჩევების გათვალისწინებით გვინდა ვისაუბროთ მოდის იმ ტენდენციებზე, რომელთა გამოყენებასაც დიზაინერები არ გვირჩევენ.

კარები სახელურის გარეშე

ვიღას უნდა სახელურები კარადებზე და კომოდებზე, როდესაც შეიძლება კარს მიაჭირო ხელი და ის თავისით გაიღება, ან უბრალოდ გამოაღო - ეს ლამაზია, მოდური და საკმაოდ ძვირიც. თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი - ჯერ ერთი, რომ უნდა გადავეჩვიოთ
ბავშვობიდან მოყოლებულ რეფლექსს, როდესაც ადამიანი ამა თუ იმ კარის გასაღებად ეძებს სახელურს. ეს ერთი შეხედვით თანამედროვე სისტემა არც ისე მოსახერხებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კარადაში ან უჯრაში ბასრი საგნებია მოთვსებული და სახლში პატარა ბავშვია. კიდევ ერთი საკმოდ დიდი მინუსი გახლავთ ის, რომ კარადების ფასადი ყოველდღიურად გასაწმენდი იქნება. ნათითურები მას ყოველთვის დაეტყობა.

სამზარეულოს ე.წ. წინსაფარი

თანამედროვე დიზაინერები ძალია დიდ პატივს სცემენ ლოფტის სტილს. ინტერიერის საფუძვლად არის ქცეული კედლები აგურის იმიტაციით. ეს მართლაც ლამაზია. ახალგაზრდა წყვილებს ეს სტილი ძალიან მოსწონთ. თუმცა ლოფტის სტილს ახასიათებს ხაოიანი ზედაპირი, რომლის გასუფთავებაც არც ისე ადვილია. ამ ფაქტურას ცხიმი და მტვერი ძალიან ძნელად შორდება. ეს კი დიასახლისებისთვის უმნიშვნელო პრობლემა ნამდვილად არ არის.

ჭაღი

მიუხედავად იმია, რომ თანამედროვე ინტერიერი ყოველდღიურად მარტივდება, მაინც აქტუალურია მოსაზრება, რომ რაც უფრო რთული მექნიზმის არის ჭაღი, მით მდიდრულია, ის გარკვეუწილად ფუფუნებას უსვამს ხაზს, თუმცა, რაც გინდა ლამაზი იყოს ჭაღი, თუ ის ძალიან მარტივი არ არის, მისი გაწმენდა რთულია, განსაკუთრებით სამზარეულოში.

მკვეთრი ფერები

მკვეთრი ფერები ინტერიერში არ მიიჩნევა გამართლებულად, განსაკუთრებით ეს სამზარეულოსა და საძინებელს ეხება. წითელ სამზარეულოში ყოველთვის მოგინდება ჭამა და მუქ საძინებელში ვერ მოდუნდები. თუ მაინცდამაინც გინდათ ინტერიერში მუქი ფერი, გირჩევთ ეს ფერები ნელ-ნელა ჩანერგოთ. შეგიძლიათ დაიწყოთ მუქი ფერის ბალიშებით, ტექსტილით და ა.შ. არ გირჩევთ მუქ ფერად კედლების შეღებვას.

ზედა კარადები

ზედა კარადები სამზარეულოში მოსახერხებელია იმ მხრივ, რომ ბევრი ნივთის მოთავსებას შეძლებთ, თუმცა მოსხერხებელი ნამდვილად არ არის, რამის გამოსაღებად აუცილებლად დაგჭირდებათ რამეზე ასვლა.

მინის სანტექნიკა

მინის პირსაბანი და საშხაპე ძალიან ლამაზად და მდიდრულად გამოიყურება, თუმცა მხოლოდ ერთი დღით. ის ძალიან რთული მოსავლელია, იკეთებს ნადებს და რაც მთავარია, არც უსაფრთხოა, განსაკუთრებით ბავშვებიან ოჯახში.

როგორც ხედავთ, საკამოდ ბევრი ისეთი ნიუანსი არსებობს, რომელიც რემონტის დროს უნდა გაითვალისწინოთ, რათა თქვენი ყოველდღიური ცხოვრება იყოს მოხერხებული და კომფორტული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები