მოგბეზრდათ არეული კარადები, დაულაგებელი სახლი, აქეთ-იქით მიყრილი კოსმეტიკა? არ გინდათ საყვარელი ცალი საყურის ერთი საათი ძებნა და წინდების შეგროვება? ჰოდა, დროა ბოლო მოუღოთ ამ ქაოსს და ყოველი თქვენი დღე ორგანიზებული და დალაგებული იყოს.
ლამაზად დალაგებული ტანსაცმელი, დახარისხებული უჯრები, ქილებში ჩაყრილი ბურღულეული, ანუ როდესაც ყოველ ნივთს აქვს თავისი ადგილი, სახლი უკვე დალაგებულია. შემოგთავაზებთ იმ 10 ძირითადი ნივთის ჩამონათვალს, რომელიც
სახლის ორგანიზებაში დაგეხმარებათ.
1. თაროების გამყოფი
თაროების გამყოფი კარადის დალაგების ყველაზე სწრაფი და მარტივი ხერხია. წესრიგის გარდა ეს ვიზუალსაც ეხება. გამყოფი საკუთარი
ხელით შეგიძლიათ დაამზადოთ პლასტიკატის ან მუყაოსგან.
2. გასაღების დასადები
გასაღები ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთია. იმისათვის, რომ მის ძებნაში უამრავი დრო არ დაკარგოთ, კარგი იქნება გამოყოთ სპეციალური ყუთი ან ფიალა და მივუჩინოთ თავისი ადგილი.
ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.
3. პერფორირებული დაფა
პერფორირებული დაფა არა მხოლოდ მოდური, ძალიან მოსახერხებელიც არის. ამ დაფის მთავარი ღირსება ადგილის ეკონომიაა ნივთების ვერტიკალურ მდგომარეობაში მოთავსებით.
4. უჯრების ორგანაიზერი
კოსმეტიკა, წამლები, კანცელარია, ბიჟუტერია - უჯრის ორგანაიზერი ამ ნივთების დახარისხებაში ძალიან დაგეხმარებათ.
5. ლანგარი
გაგიკვირდებათ და სულ პატარა ლანგარსაც კი შეუძლია საკმაოდ დიდი არეულობის დალაგება. ეს ძალიან კარგი საშუალება სამზარეულოში ან აბაზანაში ყოველდღიურად გამოყენებადი ნივთების დასაბინავებლად.
6. კვერცხების ჩასადები
კვერცხების ჩასადები ფიალა ძალიან კარგად გამოგადგებათ საიუველირო ნივთების შესანახად. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ორგანაიზერი.
7. დანების დამჭერი
ეს მაგნიტური დაფაც ორ პრობლემას ერთდროულად მოგიგვარებთ. ერთი, რომ ყველა დანა თვალსაჩინოა და ძებნა არ დაგჭირდებათ და მეორე, ეს ძალიან ეკონომიურია.
8. ჭიქები ფუნჯებისთვის
კოსმეტიკის ორგანაიზერში შენახვა ბუნებრივია და ფუნჯების მოძებნა კოსმეტიკაში არავის უკვირს, მაგრამ შეგიძლიათ საქმე კიდევ უფრო გაიმარტივოთ და ფუნჯებისთვის ჭიქებით სპეციალური ორგანაიზერი გააკეთოთ.
9. ფეხსაცმლის დასადები
ჩვეულებრივი პადონისგან ან ხის ყუთისგან ძალიან მოსახერხებელი ფეხსაცმელების დასადები შეგიძლიათ დაამზადოთ, რაც თავიდან აგაცილებთ შესასვლელის ყოველდღიურად წმენდას.
10 . შეკიდული უჯრები
თუ კარადაში არ გყოფნით ადგილი ტანსაცმლისთვის, დასახმარებლად შეგიძლიათ მიმართოთ შესაკიდ უჯრებს, სადაც მოათავსებთ როგორც ტანსაცმელს, ისე თეთრეულს.