ჭერის დიზაინის შერჩევის დროს, განსაკუთრებით სამზარეულოში, მისაღებსა და საძინებელში, არ არის საკმარისი მხოლოდ მოსაპირკეთებლი მასალის არჩევა. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს ფერი და ფორმა, ჭერის კონსტრუქცია. სწორად შერჩეული ამ ორი კრიტერიუმით თქვენ მიიღებთ ოთახის დახვეწილ და გააზრებულ დიზაინს.
ჭერის ფორმა პირველ რიგში თავად ოთახის ფორმაზეა დამოკიდებული. თუ ოთახის ზომა და ფორმა იძლევა ამის საშუალებას, შეიძლება ექსპერიმენტებსაც კი მიმართოთ, შეარჩიოთ ორიგინალური, არასტანდარტული კომპოზიცია. როდესაც საუბარია ჭერის კონსტრუქციაზე, როგორც წესი, სპეციალისტები მასალად თაბაშირმუყაოს მოიაზრებენ. სწორედ ეს მასალა იძლევა საშუალებას გაკეთდეს სხვადასხვა
რაც შეეხება ფერს, 2021 წლის ტრენდი გახლავთ:
თეთრი ჭერი
ეს ფერი გაფორმების კლასიკად არის ქცეული. ის იძლევა საშუალებას საგრძნობლად გაადიდოს სივრცე და ჰარმონიულად შეერწყას ნებისმიერ ფერს. ასევე თეთრი ფერი უხდება ნებისმიერი სტილის ინტერიერს.
კრემისფერიჭერი
ეს გახლავთ შედარებით თბილი ფერი, რომელიც ოთახს დამატებით სითბოსა და სიმყუდროვეს სძენს. ეს ფერი ყველაზე მეტად საძინებელში გამოიყენება ხოლმე.
ნაცრისფერი ჭერი
ეს საკმაოდ ცივი ფერი გახლავთ, რომელმაც შესაძლოა საგრძნობლად დაამძიმოს ინტერიერი შეზღუდულ სივრცეში. ამის მიუხედავად, ნაცრისფერი ჭერი 2021 წელს პოპულარობის პიკზეა. ეს ორიგინალური გადაწყვეტილება ინტერიერს სიმკაცრეს სძენს. გარდა ამისა, ის ძალიან კარგად ერწყმის მკვეთრ, კონტრასტულ ფერებს.
ჭერის დიზაინი
ჩვენ უკვე ვისაუვრეთ ჭერის მოსაპირკეტებლ მასალაზე, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ თითოეულ ამ მასალას განსაკუთრებული თავისებურებები ახასიათებს, ამიტომაც, მაგალითად ქაღალდის შპალერის აბაზანში გაკვრა მიზანმიმართული არ არის. ამის გაკეთებას არც სამზარეულოში გირჩევთ. მოდით, განვიხილოთ სწორედ ეს თემა, რა ტიპის მასალა არის მიზანშეწონილი აბაზანში, სამზარეულოსა თუ მისაღებში.
საძინებელი
საძინებლის დიზაინს, როგორც წესი, ახასიათებს პასტელის ფერები. აქ, ისე, როგორც არსად, არის აქტუალური ეკოლოგიურად სუფთა მასალის გამოყენება, რომელიც არ იწვევს ალერგიას და არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს. საძინებლისთვის ძალიან კარგი იქნება თაბაშირმუყაოს ან გასაჭიმი ჭერი. აქ არ არის საჭირო ორიგინალური და ამოტვიფრული კომპოზიციები. არ დაგავიწდეთ, რომ საძინებელი დასასვენებლი სივრცეა, ამიტომაც აქ უნდა იყოს ყველაფერი მაქსიმალურად სადა და მარტივი.
სამზარეულო
სამზრეულო მაღალი ტენიანობის მქონე სივრცეა, ამიტომ ბევრი მასალა, მაგალითად შპალერი, აქ მიზნაშეწონილი არ არის. საკვების მომზადების დროს ცხიმი, ორთქლი ეწებება კედლებსა და ჭერს და ამის შემდეგ მისი გასუფთავება მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ამიტომ, თუ გინდათ, რომ თქვენი სამზრეულოს ჭერმა მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნის პირვანდელი სახე, უმჯობესია უპირატესობა შეკიდულ ჭერს მიანიჭოთ, პენოპოლისტირებულ ფირფიტებს ან თუნდაც სპეციალურ წყალგამძლე საღებავს.
მისაღები
მისაღები ნებისმიერი სახლის მთავარი, გული ოთახია. ამიტომაც მის გაფორმებას დიდი ყუარდღება უნდა მიაქციოთ.
მისაღები ოთახის დიზაინს არანაირი შეზღუდვა არ გააჩნია, თუმცა არსებობს ერთი რეკომენდაცია, ჭერი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ოთახის საერთო სახეს. მაგალითად, არ გირჩევთ კლასიკური სტილის ოთახის ჭერის მინიმალისტურ სტილში გაფორმებას.
აქ თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მრავალიარუსიანი ჭერი, შედარებით რთული კომპოზიციები.
კორიდორი
კორიდორი, როგორც წესი, ძირითადად შეზღუდული სივრცის მქონეა. ამიტომ მისის ჭერის გაფორმების დროს ნამდვილად კარგად დაფიქრებაა საჭირო, როგორ აქციოთ ის ორიგინალურად ისე, რომ არ დაკარგოთ ძვირფასი სანტიმეტრებიც კი.
კორიდორის ჭერის დიზაინის დროს ჩვენ გირჩევთ უარი თქვათ მრავალიარუსიან კომპოზიციებზე და ასევე მუქ ფერებზე. უპირატესობა მიანიჭეთ მაქსიმალურად მარტივ და ლაკონურ დიზაინს, მაგალითად სადა თეთრ ჭერს, შეღებვას ან შეთეთრებას.
აბაზანა
აბაზანა ის ადგილია, სადაც ჭერის ყველანაირი მასალა ნამდვილად არ გამოგადგებათ. აქ მრავალი შეზღუდვის პირისპირ დადგებით, ბევრი მასალა არ გამოიყენება, უფრო სწორად კი, მხოლოდ რამდენიმე სახლის მასალა იქნება აქტუალური, მაგალითად გასაჭიმი ჭერი.
ასევე შესაძლებელია დაფიქრება სარკის ჭერზე, ის მოსავლელადაც მარტივია და სივრცესაც უფრო დიდს აჩენს.