პატარა ბინის მოწყობის 9 საინტერესო მოდელი - მსოფლიო გამოცდილებიდან


9 საინტერესო იდეა
მცირეგაბარიტიანი სახლი ვის არ აქცევს პესიმისტად. შეზღუდულ სივრცეში ყველა საჭირო სივრცისა და ნივთის განთავსება ადვილი საქმე როდია. თუმცა, ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალიო, ნათქვამია და თუ შევიარაღდებით კრეატიულობითა და დეკორატიული და პრაქტიკული ხრიკებით, იქნებ გამოსავალიც მოიძებნოს. მოდით გავეცნოთ, როგორ აგვარებენ აღნიშნულ პრობლემას სხვადასხვა ქვეყნებში.

1. საფრანგეთი: ტრანსფორმერი ავეჯი და ფერებით თამაში


ძალიან ბევრ სახლში არ არსებობს იმის ფუფუნება რომ ქონდეს ცალკე მისაღები, ამიტომ ადამიანებს მისი საერთო სივრცეში განთავსება უწევთ. საამისოდ დიზაინერებს აქვთ მშვენიერი ხრი
კი, რომელსაც "მატრიოშკის" პრინციპს უწოდებენ. საიდუმლო კი იმაში მდგომარეობს, რომ ავეჯი ისეა გაკეთებული, რომ საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთში მოთავსდეს. მაგალითად, ფრანგულ სახლებში დივნის ქვეშ ხშირად ჟურნალის მაგიდა იმალება.
ფრანგებს ფერებით თამაშიც ეხერხებათ. ისინი უარყოფენ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მცირეგაბარიტიან სახლს მხოლოდ ღია ფერები უხდება. აქ ხშირად შეხვდებით პატარა ბინაში მუქ ფერებს, რაც ქმნის კამერულ განწყობას და არა სიმჭიდროვის შეგრძნებას. თუ გეშინიათ თამამი გადაწყვეტილების მიღება, შეგიძლიათ მუქ ფერად მხოლოდ ერთი კედელი შეღებოთ. ასე ოთახში გაჩნდება არა მარტო აქცენტი არამედ დამატებითი ვიზუალური მოცულობა.

2. შვედეთი: ზონირება ფარდითა და მინის ტიხრებით


მიუხედავად იმისა, რომ მცირეგაბარიტიანი სახლების მეპატრონეები საწოლის მაგვრად ძირითადად გასაშლელი დივნებით სარგებლობენ, გულის სიღრმეში ეს არავის მოსწონს. ყველაზე მოხერხებული დივანიც კი ვერ შეედრება ჩვეულებრივ მატრასიან საწოლს. თუ არ გსურთ კომფორტის მსხვერპლად გაღება, გააკეთეთ პოდიუმი, მოათავსეთ მასზე საწოლი, შიდა სივრცე კი შესანახ სისტემად გამოიყენეთ. პირადი სივრცის აღსაქმელად კი ეს ზონა მინის ტიხრით გამოყავით.
მსგავსი ზონირებისთვის შვედები ხშირად ფარდებსაც იყენებენ. ეს ძალიან კარგი ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ გსურთ გამოეყოთ ერთიან სივრცეს არა ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად.

3. იაპონია: შიდა ფანჯარა


თუ თქვენი ბინა ძალიან პატარაა და გრძნობთ, რომ კედლები გთრგუნავთ, შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ ხრიკს: ორ ოთახს შორის გააკეთეთ ფანჯარა, მსგავსი გადაწყვეტილება მეტი სივრცის შეგრძნებას მოგანიჭებთ.

4. გერმანია: ორქურიანი გაზი


თუ სახლში მარტო ცხოვრობთ ან არასდროს ატარებთ სამზარეულოში დიდი დროს, მაშინ ორი ქურა თქვენს სამზარეულოშო აბსოლუტურად საკმარისი იქნება. ასე საკმაო ადგილის დაზოგვას მოახერხებთ.

5. აშშ: მოძრავი ზონირება და სარკის კედელი


წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ადამიანებს ზონირებისთვის თაბაშირმუყაო სჭირდებოდათ. დღესდღეობით მეტად აქტუალური მოძრავი კონსტრუქციებია, რომელთა გადაადგილება საჭიროების შემთხვევაში, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.
გარდა მოძრავი ზონირებისა, ამერიკაშია ძალიან აქტუალურია სარკის კედლები, რომლებიც შესანიშნავად ასრულებენ თავიანთ ფუნქციას, ანუ სივრცეს ვიზუალურად აორმაგებენ.

6. დანია: ფანჯრის რაფების ექსპლუატაცია


მცირეგაბარიტიან სახლში თითოეულ კვადრატულ მეტრს ოქროს ფასი აქვს, ამიტომ ყოველი ზედაპირის ათვისება ძალიან მნიშვნელოვნია.

7. ავსტრალია: წიგნები და ტანსაცმელი ერთად


ავსტრალიაში ვერ ხედავენ იმის აუცილებლობას, რომ ყველა ნივთს თავისი ადგილი მიუჩინონ. მათთვის არ არის პრობლემა ტანსაცმლისა და წიგნების ერთად მოთავსება.

8. თურქეთი: აღმოვაჩინოთ ნივთების შიდა პოტენციალი


პატარა ბინების მფლობელების მთავარი პრობლემა ნივთების შენახვაა. ამიტომ გირჩევთ ავეჯის შეძენამდე დაფიქრდეთ იმაზე, თუ სად უნდა მოათავსოთ ნივთები და შეიძინოთ მრავალფუნქციური ავეჯი.

9. იტალია: საწოლი პოდიუმის ქვეშ



როგორც წესი, თუ ადამიანს აქვს პოდიუმი, საწოლი მასზეა მოთავსებული, ხოლო ქვედა ნაწილი შესანახ სისტემად გამოიყენება, თუმცა შეიძლება პირიქითაც მოიქცეთ, შეგიძლიათ საწოლი შესაწევი გააკეთოთ და ზედა სივრცე სხვა რამეში გამოიყენოთ, დაგვერწმუნეთ, ეს მშვენიერი გადაწყვეტილებაა.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები