პანდემიამ მთელი მსოფლიოს ცხოვრება შეცვალა და უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ადამიანისთვის გარკვეულწილად პოზიტიურადაც კი. მოხდა ღირებულებების გადაფასება და ახალი მიზნების დასახვა. ბევრი აღმოჩნდა ისეთიც, ვინც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები და ზედმეტი თავისუფალი დრო დიდი ხნის ოცნებების ასახდენად გამოიყენა. უამრავმა ადამიანმა, მათ შორის, ცნობილმა სახეებმა ქალაქგარეთ ცხოვრება გადაწყვიტეს და ძველი მიტოვებული სახლები საკუთარი ხელითაც კი გაარემონტეს.
რემონტების გააქტიურების მიზეზი მარტივია. ამ პერიოდში სახლი ადამიანებისთვის არა მხოლოდ დასაძინებელი ადგილია, არამედ სამუშაოც, გასართობიც, დასასვენებელიც, საკვებიც და ფაქტობრივად, ყველაფერი, რასაც აქამდე გარეთ აკეთებდნენ, ახლა სახლით
ჩანაცვლდა. რემონტების გააქტიურების ტენდენცია მხოლოდ საქართველოში არ დაფიქსირებულა. ეს აღმოჩნდა მსოფლიო ტრენდი, რადგან ადამიანებს ისედაც რთულ და სტრესულ ვითარებაში სურდათ მაქსიმალური კომფორტი მოეწყოთ იქ, სადაც მთელ დროს ატარებდნენ, ან უბრალოდ გაეახლებინათ ეს სივრცეები და ახალი ემოციები შეეტანათ მათ ერთფეროვან ყოველდღიურობაში.
გასული თვეების განმავლობაში სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიები, ისევე როგორც ბევრი სხვა, დაკეტილი იყო. ამიტომ მომხმარებლებს პროდუქციის შეძენა ონლაინ უწევდა. ეს კი ბევრ პრობლემასათან იყო დაკავშირებული, რადგან ონლაინ გაყიდვებზე გადასვლა მაღაზიებისთვის მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ამ მიზეზით იყო გამოწვეული ის, რომ ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა ჯგუფებში ხშირად შეხვდებოდით უკმაყოფილო მომხმარებლის პოსტებს.
„რემონტი, რომელზეც ასე ვოცნებობდი, ჩამშხამდა. ერთი კვირა ვარჩევდი კაფელს, ყველას ვანახე, ყველას რჩევა გავითვალისწინე, სახლის საერთო ფერებს შევუხამე კაფელის ფერები და მოვიდა რა? სულ სხვა ფერები. ჩემი კაშკაშა ფერები სულ ჩამქრალი და ერთნაირი პასტელური ტონალობები აღმოჩნდა..“ – ეს ერთ–ერთი პოსტია, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მის კომენტარებში სხვა ადამიანები წერდნენ, რომ მიტანილი პროდუქცია არ შეესაბამებოდა ონლაინ ნაყიდს, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ფერები, ან შპალერი არ მოუხდა შერჩეულ ლამინატს მიუხედავად იმისა, რომ ფოტოს მიხედვით ფიქრობდნენ, მოუხდებოდა.
ეს ყველაფერი კი ონლაინ გაყიდვებზე ადაპტაციის პროცესის შედეგი იყო. ეს საკითხი დღემდე აქტუალურია. მართალია, ახლახანს საქართველოში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, მაგრამ სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიები თუ ბაზრობები მხოლოდ 7 საათამდე მუშაობენ და შაბათ–კვირაც დასვენების დღეა. ამიტომ მომხმარებლებისთვის სარემონტო მასალების შერჩევა და შეძენა კვლავ დილემად რჩება. შპალერის თუ კაფელის, განათებისა თუ აბაზანის მოწყობილობების, საოჯახო აქსესუარებისა თუ დეკორაციის შერჩევა, ოპტიმალური ფასის დათვლა, სასურველი დიზაინის შერჩევა ისეთი მარტივი ნამდვილად არ არის, რომ სამსახურის მერე 1 საათში მოახერხონ მომხმარებლებმა.
მიმდინარე პროცესებში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ერთი სიახლე – მობლური აპლიკაცია „მიჰაუსისგან“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქციით, რომელთა საშუალებითაც ზუსტად შეარჩევთ თქვენთვის სასურველ პროდუქტს და მაქსიმალურ ფასდაკლებას მარტივად მიიღებთ. აპლიკაციის საშუალებით, თქვენ შეძლებთ სარემონტო და სამშენებლო მასალები ერთ კალათაში მოათავსოთ და მათი ღირებულება წინასწარ გამოიანგარიშოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ საერთო ბიუჯეტს არ გადააჭარბოთ და წინასწარ განსაზღვრული თანხით ოპტიმალურად იყიდოთ სარემონტო მასალები . ფასზე საუბრის დროს აუცლებელია, აღინიშნოს ისიც, რომ „მიჰაუსის“ აპლიკაციაში შეგიძლიათ ცალკე დაათვალიეროთ ფასდაკლებული პროდუქცია, რაც დაგეხმარებათ, დაზოგოთ დრო და 12 000 კვ.მ. სივრცეში სათითაოდ არ ეძებოთ სხვადასხვა კატეგორიის ფასდაკლებული პროდუქცია. საბოლოოდ ეს ფუნქცია შესაძლებლობას გაძლევთ, რომ უფრო მეტი ფასდაკლებით უფრო მარტივად ისარგებლოთ.
სარემონტო მასალების შერჩევისას, მეგობრების გამოცდილებისა და ოჯახის წევრების რეკომენდაციების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. აპლიკაცია ამის საშუალებასაც გაძლევთ. შეგიძლიათ პროდუქცია წინასწარ შეარჩიოთ და ამ პროცესში თქვენმა ახლობლებმაც მიიღონ მონაწილეობა, საბოლოოდ კი მაღაზიაში საყიდლად ერთ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წასვლა წინასწარ გამზადებული კალათით.
თუ თქვენ წინასწარ შერჩეულ პროდუქტზე კონსულტანტის რჩევა მაინც დაგჭირდებათ, მის გამოძახებას აპლიკაციის საშუალებით შეძლებთ. მიუთითეთ, რომელ პროდუქტთან გჭირდებათ დახმარება და აპლიკაცია მითითებული კატეგორიის საუკეთესო კონსულტანტს ავტომატურად იპოვის. პროდუქტზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი შეგიძლიათ პროდუქტის კოდი დაასკანეროთ აპლიკაციაში ჩაშენებული QR სკანერით და მიიღოთ დეტალური აღწერილობა, ზომები, გამოყენების წესები.
და ბოლოს, დროის დასაზოგად შეგიძლიათ შეკვეთა წინასწარ გააფორმოთ აპლიკაციიდანვე და შენაძენი კიდევ უფრო კომფორტული გახადოთ.
მობილური აპლიკაცია არ არის ერთადერთი ინოვაციური პროდუქტი, რომელიც „მიჰაუსმა“ მომხმარებელს შესთავაზა. ჰიპერმარკეტის სხვა შეთავაზებებს შორისაა: „მიჰაუსის“ წარმომადგენლის დისტანციური კონსულტაცია, ინტერიერის დიზაინის მომზადება დისტანციურად, რემონტის გზამკვლვევი და სარემონტო და სამშენებლო მასალების სახლის კარამდე მიტანის სერვისი.
თითოეული ამ მომსახურების საშუალებით თქვენი რემონტი კომფორტული პროცესი გახდება როგორც პანდემიის პერიოდში, ისე ზოგადად. თქვენი გარემონტებული და გაახლებული სახლი თუ ოთახი კი განსაკუთრებულ სიამოვნებას მოგანიჭებთ და სახლში ყოფნას გაგიხალისებთ.