როდესაც მეტალოპლასტმასის ფანჯრებიდან უბერავს - 7 მიზეზი

მეტალოპლასტმასის ფანჯრები თანამედროვე და ბიუჯეტური დაცვაა ნებისმიერ ამინდში. თუმცა, თუ ის დაბალი ხარისხის არის ან მონტაჟის დროს მილემტრიანი აცდენა მაინც ფიქსირდება, შესაძლოა ეს თქვენი სახლის კომფორტულ ტემპერატურაზე საგრძნობლად აისახოს.
უსიამოვნო ორპირი, ცუდი ხმის იზოლაცია და ა.შ. მოდით, განვიხილოთ დეტალები, რამ შეიძლება შეგვიქმნას დისკომფორტი პლასტმასის ფანჯრებთან მიმართებაში.

1. როგორ გავარკვიოთ, მართლა ფანჯარაშია თუ არა პრობლემა

თუ გარეთ ცივა, სახლში კი სითბოა ფანჯარასთან, ბუნებრივია, იგრძნობა გარკვეული სხვაობა ტემპერატურაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფანჯრები ცუდი ხარისხის არის ან ცუდად არის დამონტაჟებული.
რაც
უფრო ცივა გარეთ, მით საგრძნობი სხვაობა დაფიქსირდება ფანჯრის მიმდებარედ. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, ფანჯრიდან ხომ არ უბერავს, მიიტანეთ მასთან ახლოს ანთებული სანთელი ან ასანთი. თუ ჩაქრა, ე.ი. ფანჯრიდან უბერავს.

2. ცუდი მონტაჟი

პლასტმასის ფანჯრების შეძენის და მონტაჟის დროს მხოლოდ ხარისხი როდია მნიშვნელოვანი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე იმას, თუ როგორი პროფესიონალები დაამონტაჟებენ მას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მონტაჟის დროს ყველაფერი მილიმეტრებში უნდა გაითვალოს. ასევე მნიშნელოვანია მონტაჟის დროს გარეთ არსებული ტემპერატურა, ზოგიერთ მასალას ამ მხრივაც აქვს შეზღუდვა. მაგალითად, ძლიერი ყინვის დროს ფანჯრების მონტაჟი არ შეიძლება.


3. სიმჭიდროვის შემოწმება

თუ სიმჭიდროვის კონტური დარღვეულია, რა თქმა უნდა, თავს იჩენს ორპირთან და სიმჭიდროვესთან დაკავშირებული პრობლემები. ითვლება, რომ ყველაზე კარგი ხარისხის ლენტი არის არა ნაცრისფერი ან თეთრი, არამედ შავი. ის ძალიან კარგად უნდა იყოს დაფიქსირებული, რათა თავისი ფუნქცია პირნათლად შეასრულოს. აღსანიშნავის ისიც, რომ ყველაზე კარგი ხარისხის ლენტიც კი დროთა განმავლობაში ცვდება და მას პერიოდულად გამოცვლა სჭირდება.

4. რემონტის დროს დარღვეული მთლიანობა

ნებისმიერი რემონტის დროს ეცადეთ, რომ ფანჯრები დაიცვათ, რათა ისინი არ დაზიანდეს.

5. მუშაობის არასწორი რეჟიმი

ზამთარში ფანჯრები მაქსიმალურად მჭიდრო რეჟიმზე უნდა იყოს დაფიქსირებული, ზაფხულში კი შედარებით თავისუფალზე, რათა ჰაერმა ცირკულირება შეძლოს.

6. მიზეზი ჩარჩოა

ფანჯრიდან სიცივის შემოსვლის მიზეზი შესძლოა არასწორად აწყობილი ჩარჩოც კი გახდეს. ამიტომ, ძიების პროცესში ეს ვერსიაც აუცილებლად უნდა განიხილოთ.

7. მიზეზი ფანჯარა არ არის

არის შემთხვევები, როდესაც დაბერვის მიზეზი არის არა ფანჯარა, არამედ ნაპრალები თავად კედელში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები