ხელოვნების ყველა დარგის დიდი მოყვარული და თაყვანისმცემელი, მსახიობი სალომე ლაფერაძე თავის ოჯახთან ერთად რუსთაველზე იმ ცნობილ ბინაში ცხოვრობს, სადაც წლების წინ მისი ბაბუა, შესანიშნავი მსახიობი კუკური ლაფერაძე და მამა - კინომხატვარი და არქიტექტორი გია ლაფერაძე ცხოვრობდნენ. სწორედ ამ ბინაში შევხვდით და საინტერესო ინტერიერზეც ვესაუბრეთ.
- ცოტა ხნის წინ ფლორისტიკისა და ლანდშაფტის დიზაინის კურსი გავიარე, ეს ჩემი ახალი გატაცებაა. აქამდე ხელნაკეთ ნივთებს - გულსაბნევებს, ანგელოზებს, საახალწლო სათამაშოებს ვამზადებდი, ახლა უკვე ყვავილებში ჩავები. ცოცხალი ყვავილებით უნდა მემუშავა, მაგრამ მინდოდა, რომ მუდმივი კომპოზიციები მქონოდა, ამიტომ ხელოვნურ მასალას
ვიყენებ.
ბინის ინტერიერის შესახებ გეტყვით, რომ ვინც ნახა, ყველა აღნიშნავს ჩვენი სახლის დიზაინს. არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი, მაგრამ მეგობრებისა და ახლობლების აზრით, დახვეწილი გემოვნება მაქვს. პროფესიონალი დიზაინერი არა ვარ, თუმცა ეს სფეროც იმდენად მომწონს, რომ ვფიქრობ მოყვარულის დონეზე ვარ. როცა ამ ბინის ფოტოები სხვადასხვა საიტზე და ჯგუფებში დავდეთ, ამბობდნენ: დიზაინერს ეტყობა, რომ გამოცდილიაო და კითხულობდნენ, რა ღირს მასთან კვადრატულიო (იცინის). ამ ეტაპზე არქიტექტურულ პროგრამებს არ ვფლობ. უბრალოდ, სულ ვამბობ ხოლმე, როდესაც რაიმე სივრცეში შევდივარ, თითქოს როგორც ნახატს, წინასწარ ვხედავ - რა და როგორ უნდა იყოს.
მამასთან ერთად
სალომეს ბაბუა - ცნობილი მსახიობი კუკური ლაფერაძე
ანტრესოლი მამამ გააკეთა წლების წინ, ეს იყო მისი იდეა. თან აბსოლუტურად მარტომ, რკინის დიდი კოჭები თავისი ხელით ამოზიდა. ყველა ამბობდა, ამას არაბუნებრივი ძალა უნდოდაო. ანტრესოლის მოაჯირისთვის ხის სავარჯიშო კიბე გამოიყენა (კედელზე რომ ამაგრებენ), მრგვალი თავიც კიბის დასაწყისში, თავად დაამზადა. სახლში რემონტის დაწყებამდე გადავწყვიტე, რომ აბაზანა დერეფანში გამეტანა და ოთახი სტუდიოს ტიპისა იქნებოდა. სივრცე მეტის საშუალებას არც მაძლევდა. საერთოდ, პასტელური ნაზი ფერები მიყვარს. მინდოდა ბინაში მსუბუქი ფერი ყოფილიყო და ხესთან, მენთოლის და ცისფერი გამოვიყენე. მართალია, მამასთან ხანდახან შემოქმედებითი კამათი მქონდა, მაგრამ ესეც საინტერესო იყო. ბინის საბოლოო სახე რომ ნახეს, მამას და დედასაც ყველაფერი მოეწონათ. დედაჩემი ინგლისური ენის სპეციალისტია, მასაც ეხერხება ხატვა - თვითნასწავლია.
ძალიან მიყვარს პეტრე ოცხელის შემოქმედება, მისი ორი რეპროდუქცია კედელზე დავკიდე. ბინა საკმაოდ მაღალჭერიანია და ჩავთვალე, რომ დიდი ზომის ნახატები სივრცეს შეავსებდა. კედელზე მივუჩინე ადგილი მამას ერთ-ერთ ნამუშევარს, ეს არის ესკიზი ფილმისთვის „თბილისი, პარიზი, თბილისი“. ტუშით და აკვარელით შესრულებული ნახატი ფილმის აფიშაა. მამას ნახატები ძალიან მომწონს, ახლა შენახული მაქვს, რადგან ზოგს ჩარჩო აქვს შესაცვლელი და მოსაწესრიგებელია. მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის ერთი რეპროდუქციაც გამოვფინე.
ჭაღზე ნაძვის ხის სათამაშოების ჩამოკიდება ორი წლის წინ მოვიფიქრე. ასე ვზეიმობთ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან და ლამაზ დღესასწაულს. ვამბობ, რომ ეს არის ჩემი ნაძვის ხე-მეთქი. წელს რაღაც გვიანობამდე შემოგვრჩა სათამაშოები, მაგრამ რა უშავს? ადგილს არ იკავებს და თან ლამაზია. ჭაღს ჭილოფიან რგოლზე ნაძვის ტოტი აქვს შემოხვეული. სხვათა შორის, ამაში დამეხმარა ჩვენი არაჩვეულებრივი მეზობელი, რომელიც აქ დროებით ცხოვრობდა. ძალიან უცნაური სახელი ჰქვია - იესო (გვარი არ ვიცი), ვიზუალურადაც ისეთი სანდომიანი სახე აქვს... როდესაც მან ჭაღი „ააწყო“ ჩემი მითითებებით, ერთი სათამაშო შემთხვევით გაუტყდა, ძალიან შეწუხდა და განიცადა ეს ამბავი. სახლში ბროწეული მქონდა, იმისგან სათამაშო შექმნა და თავის სახელზე დაგვიტოვა. რაც მთავარია, თვითონ იყო უზომოდ გახარებული - მადლობებს გვიხდიდა, ბავშვობის შემდეგ ნაძვის ხე არ ამიწყვია და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეო. ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში რაღაც გმირივით შემოვიდა და ასეთად დარჩა.
ჩემს მეუღლეს ნიკოლოზ დემეტრაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ამ ბინის გადაკეთების საქმეში. მარტო ვერაფერს შევძლებდი. ხუმრობს ხოლმე - საბოლოოდ დიზაინერის ნამუშევარი ჩანს, ხოლო იმ „შავ“ სამუშაოზე, რაც ახლავს ამ ყველაფერს, არაფერს ამბობენო. ზოგადად, ყველა საქმეს ჩვენ ერთად ვაკეთებთ. პირველ რიგში, დიდი მეგობრები და ერთმანეთის თანამდგომები ვართ. ჩვენ კიდევ ერთ სახლს ვაშენებთ და ვაპირებ, იქაც დიზაინი ჩემი გემოვნებით გავაკეთო. მთავარია, რომ ნდობა უკვე მოპოვებული მაქვს.
პეტრე ოცხელის რეპროდუქცია
ამ სახლს განსაკუთრებული აურა და სითბო აქვს, ეს მოჰყვება ჯერ კიდევ ბაბუას დროიდან. აქ ყველას უყვარს მოსვლა, ყველას მოსწონს, მით უმეტეს ახლა, როცა შელამაზდა და სხვა იერი მიიღო. ჩვენც ეს ყველაფერი გვიხარია იმიტომ, რომ ბევრ დადებით ემოციას გვაძლევს. არასოდეს ვიფიქრებ იმაზე, რომ ეს ბინა გავყიდო, ის არის დიდი ისტორიის მატარებელი და მინდა, რომ მისი ისტორია გაგრძელდეს.
სალომეს ნამუშევრები
ნანული ზოტიკიშვილი