5 მიზეზი, თუ რატომ არ არის ჭერამდე სამზარეულო ისეთი პრაქტიკული, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს

ჭერს მიბჯენილი სამზარეულოს კარადები დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მხოლოდ იქამდე, სანამ გარნიტურის სრულად ათვისება დაიწყება.
რატომ ხდება ასე და რატომ ნანობენ დიასახლისები აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ჭერს მიბჯენილი ავჯის არჩევის შემთხვევაში.

1. ვენტილაცია


როგორც წესი, ვენტილაცია სამზარეულოში ჭერს ქვემოთ არის და ეს არც არის გასაკვირი. ყველამ კარგად ვიცით, რომ თბილი ჰაერი ცივზე მჩატეა და ადის მაღლა, ასე რომ, საჭმლის მომზადების დროს ის ადვილად გაიწოვება ვენტილაციის მეშვეობით.
კარადები კი სამზარეულოში აუცილებლად ისე უნდა განლაგდეს, რომ ვენტილაციას ხელი არ შეუშალოს.
ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ბუნებრივი ვენტილაცია საჭირო სულაც არ არის და კონდიციონერი თავისუფლად ჩაანაცვლებს მას, მაგრამ ასე არ არის, ბუნებრივ ვენტილაციას ვერაფერი ჩაანაცვლებს.

2. ჭერის სიმაღლე
იმისათვის, რომ სამზარეულოს კარადები მოერგოს ინტერიერს და რა დაფაროს ვენტილაცია, ისე ამონტაჟებენ, რომ ჭერს დაახლოებით 30 სმ-ით ცდებოდეს. ეს დასუფთავებასაც ამარტივებს. საქმე ის არის, რომ ჭერს მიბჯენილი კარადების შემთხვევაში ცხიმი და ორთქლი აღწევს ნაპრალებში და რჩება იქ, რაც საბოლოოდ წარმოქმნის სოკოს და ბაქტერიებს.

3. ჭერის დაწევის საშუალება

რემონტის დროს თუ აღმოაჩინეთ, რომ ზედა კარადა ჭერისგან 50 სმ-ით არის დაშორებული, უნდა დაფიქრდეთ ჭერის დაწევაზე, რომ დიდი დაცილება არ იყოს. დაწევა არ უნდა მოხდეს მთელ სამზარეულოში, მხოლოდ სამზარეულოს გარნიტურის თავზე.

4. დიასახლისის სიმაღლე

ამ ფაქტორს ბევრი დიასახლისი არ ითვალისწინებს, თუმცა გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ ნამდვილად ძალიან საყურადღებოა. თუ დაბალი ბრძანდებით, ზედა კარადებთან წვდომისას სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ.

5. ბიუჯეტი
სამზარეულოს კარადების შერჩევის დროს იმაზეც დაფიქრდით, რა თანხის გადახდა მოგიწევთ. საქმე ის გახლავთ, რომ ჭერს მიბჯენილი კარადები საჭიროებს იდეალურად სწორ ჭერს, რასაც კიდევ დამატებითი თანხები სჭირდება.
მეორე საკითხია თავად კარადების ღირებულება, რომლიც საკმაოდ ძვირი ჯდება.

კომენტარები

იკა 2021-05-17 05:34
ლამაზი ფეხებია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები