რა დატვირთვა აქვს გოფრს ელექტროსადენებში და რამდენად აქვს აზრი მის გამოყენებას ბეტონის კედლებში

ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა ელექტროსადენებისთვის ე.წ. გოფრის გამოყენება, თუმცა სახლის ბევრ მეპატრონეს უჩნდება კითხვა, აქვს კი ამ პლასტმასის კონსტრუქციას რაიმე აზრი მაინც, თუ მხოლოდ ხელოსნების ახალი შემოთავაზებაა? დიახ, ხელოსნები ერთხმად სთავაზობენ დამკვეთებს ელექტროსადენების გოფრში მოქცევას, თითქოს ასე უფრი დაცული იქნება გარე ფაქტორებისაგან, სისველისგან, სიცივისგან, მექანიკური დაზიანებისაგან და ა.შ. მაგრამ მარავლსართულიანი სახლების მშენებლობის დროს გოფრის გამოყენება ყოველგვარ აზრს კარგავს, რადგან სადენები ისედაც კედლებშია მოქცეული, რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირ დამატებით დაცვას არ საჭიროებს. ამ შემთხვევაში გოფრის გამოყენება ზედმეტი ხარჯია, მეტი
არაფერი.

ცალკე საუბრის თემაა ის მომენტი, რომ თითქოს გოფრი უძლებს ცეცხლს. რა თქმა უნდა, ეს სპეკულაციაა და მეტი არაფერი, რადგან პლასტმასი მშვენივრად იწვის, ამასთან დაკავშირებით მას პრობლემა ნამდვილად არ გააჩნია. ასე რომ, მას არანაირადარ შესწევს იმის ძალა, რომ სადენები ცეცხლისგან დაიცვას.

გოფრის გამოყენება გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს აგარაკზე, საკუთარი სახლის მშენებლობის დროს. ამ შემთხვევაში გოფრი სადენების იზოლაციას ახდენს და რეალურად იცავს მათ გარე ფაქტორებისაგან, თუ ის მდებარეობს ქუჩაში ან ჭერში, ან სხვენზე და ა.შ. განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც არის ნესტი და სიცივე. ამ დროს გოფრის გამოყენება მართლაც რეკომენდებულია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები