რემონტის ერთ-ერთი მთავარი ნიუანსი კედლებია, თუ როგორ იქნება ის მოპირკეთებული. საბოლოოდ სწორედ კედლებზეა დამოკიდებული, როგორი იქნება თქვენი სახლი, ნათელი და მყუდრო თუ ბნელი და პირქუში.
დღესდღეობით ძალიან აქტუალურია კედლების შეღებვა. ადრე კედლის შეღებვა თუ მსოლოდ სკოლებთან და საავადმყოფოებტან ასოცირდებოდა, თანამედროვე ინტერიერში კი საღებავი საკმაოდ ტრენდულია და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. იდეალურად ითვლება ისეთი ტიპის საღებავი, რომელიც სველი ტილოთი კარგად იწმინდება. დღესდღეობით საღებავი ნებისმიერი ოთახისთვის მისაღები და კარგი გადაწყვეტილებაა.
შპალერი კედლის მოპირკეთების ყველაზე გავრცელებული და აპრობირებული ვარიანტია, ყველაზე ხელმისაწვდომი და მისაღები. მართალია,
ქაღალდის შპალერი მოძველდა, თუმცა ის წარმატებით ჩაანაცვლა ფლიზელინმა, ვინილმა, ტექსტილმა და ა.შ. ბაზარზე შპალერის მრავალი სახეობა არსებობს და სათანადო ვარიანტის შერჩევის შემთხვევაში ნამდვილად შესაძლებელია საუცხოო შედეგის მიღება.
კედლის მოპირკეთების უმარტივესი და ყველაზე უბრალო ვარიანტი პანელია. ის ძალიან ადვილი მოსავლელია და დაზიანების შემთხვევაში ადვილი შესაცვლელია. კედლის პანელით მოპირკეთების დროს არ არის აუცილებელი იდეალურად სწორი ზედაპირი, რაც სამუშაოს ბევრად ამარტივებს. ამ მასალის მთავარი უარყოფითი მხარე ის არის, რომ იპარავს სივრცეს და ამიტომ მისი გამოყენება შეზღუდულ სივრცეში გამართლებული არ არის.
ასევე ძალიან ეფექტურია დეკორატიული ბათქაში. ამ მასალის მთავარი უპირატესობა მისი ეკოლოგიურობაა. თუ არჩევანს აღნიშნულ მასალაზე შეა-ჩერებთ, გახსოვდეთ, ის აუცილებლად პროფესიონალმა უნდა გააკეთოს.
დეკორატიული აგური კი ის მასალაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბოლო წლებში ინტერიერის დიზაინში მიმართულებები მკვეთრად შეიცვალა. ადრე აგური სარემონტო, დანგრეულ სახლთან თუ ასოცირდებოდ,ა დღეს ის დახვეწილი გემოვნების ნიშანია. აგური ყველაზე მეტად ლოფტის სტილს უხდება. თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ გადააჭარბოთ და აგური მეტი არ მოგივიდეთ, ჰარმონია და ზომიერება ხომ ინტერირის დიზაინის მთავარი საზომია.