როგორ მოვათავსოთ მცირე ზომის აბაზანში სარეცხის მანქანა, პირსაბანი, საშრობი, უნიტაზი და საშხაპე და ბოლოს, როგორ მოვთავსდეთ თავად? თუ ფიქრობთ, რომ მცირე ზომის აბაზანა ვერ იქნება ფუნქციონალური, შევეცდებით, რომ თქვენი ეს მოსაზრება გავაქარწყლოთ.
საშხაპე თუ აბაზანა
პირველი, რაც უეცრად მოუვა ადამიანს თავში აბაზანის საშხაპეთი ჩანაცვლებაა, რათა სივრცე უფრო რაციონალურად იქნეს გამოყენებული. თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ და არ ხართ დარწმუნებული, რომ სწორად იქცევით, გაიხსენეთ უბრალოდ, როდის იწექით ბოლოს თუნდაც ნახევრად სავსე აბაზანაში. თუ პასუხი იქნება გუშინ, მაშინ ადგილის დაზოგვის მიზნით გირჩევთ შეიძინოთ
პირსაბანი
რამდენად კარგად ვიყენებთ ნიჟარის ქვედა სივრცეს? კარგი იქნება, მის ქვეშ განათავსოთ სულ პატარ ტუმბო მაინც, რომელშიც შეძლებთ ქიმიურ-ჰიგიენური საშუალებების შენახვას. გარდა ამისა, ძალიან ადვილი შესაძლებელია ნიჟარის სარეცხის მანქანის თავზე დამონტაჟებაც, რითიც ნამდვილად შეძლებს თქვენი სივრცის საგრძნობ ეკონომიას.
უნიტაზი
ეს აგრეგატი აბსოლუტურად ყველა სახლში არის, თუმცა თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ ის შესაძლებელია იყოს არასტანდარტული ზომის, არამედ შედარებით კომპაქტური? დასაკიდ უნიტაზს ჩვეულებრივი უნიტაზებისგან განსხვავებით, ბევრი უპირატესობა აქვს. პირველი და მთავარი ის გახლავთ, რომ მას არ აქვს ფეხი, ეს რა თქმა უნდა, არ მოგცემთ მის ქვეშ რაიმეს შესანახი სისტემის გაკეთების საშუალებას, თუმცა ვიზუალურად გაათავისუფლებს სივრცეს და იატაკის გაწმენდაც ბევრად მარტივი იქნება.
მეორე უპირატესობა კი დამალული ჩასარეცხი სისტემაა, რომელიც კედელში გაკეთებულ სპეციალურ კონსტრუქციაში თავსდება.
სარკე
გირჩევთ აბაზანაში სარკე განიხილოთ არა როგორც ცალკე ატრიბუტი, არამედ როგორც დასაკიდი კარადის ნაწილი, რომლის შიგნითაც იქნება სათავსო თუნდაც კბილის ჯაგრისებისთვის.
გამოიყენეთ კუთხეები
აბაზანაში მინიმუმ ოთხი კუთხეა. გირჩევთ მაქსიმალურად აითვისოთ ოთხივე. შეგიძლიათ გამოიყენოთ მრავალიარუსიანი თაროები, პირსახოცის საკიდები და ა.შ.
კომენტარები