საბურთალოზე ამ ძალიან მყუდრო და დახვეწილ ბინაში ლიკა თავართქილაძე ცხოვრობს, პროფესიით ფილოლოგი, თანაც - ჟურნალ „შინ“-ის თანამშრომელი. როგორც თავად ამბობს, საოცნებო ბინის მოწყობისას ძალიან გამოადგა ჟურნალში წაკითხული რჩევები და ბევრი რამე გაითვალისწინა. ინტერიერის მოწყობაში უახლოესი მეგობარი, ლელა ჯინჭარაძე დაეხმარა და ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი თავად ითავა. დიასახლისი დღეს აქ ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს და ხშირად იღებს სტუმრებს.
- პლეხანოვზე დავიბადე და გავიზარდე. სახლი, სადაც ახლა ვიმყოფებით, სამი წლის წინ შევიძინე. ჩემი მეგობარი ცხოვრობს ზედა სართულზე. ხშირად მოვდიოდი მასთან სტუმრად და ძალიან
მომწონდა ეს კორპუსი. ამიტომ, როცა საშუალება გამიჩნდა, ბევრი აღარ მიფიქრია. ბინა უკვე დასრულებული და გარემონტებული იყო. ჩემი დიდი ყურადღება მიიქცია ვერანდამ. ამასთან, ძალიან ნათელი, მყუდრო და თბილი ბინაა. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზუსტად ისეთი სახლია, როგორზეც ვოცნებობდი.
- რა დეტალები შეცვალეთ სახლში?
- რემონტისთვის ხელი არ მიხლია, დავამატე ავეჯი და დეკორაციები. ინტერიერის მოწყობაში მეხმარებოდნენ მეგობრები და ჩემი ოჯახის წევრები. ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემმა მეგობარმა, მხატვარმა ლელა ჯინჭარაძემ. ყველაფერი გააკეთა, რომ ბინა ლამაზი და მყუდრო ყოფილიყო. ჭაღის, ფარდების შერჩევაშიც კი მიიღო მონაწილეობა. დღეს ვფიქრობ, ბოლომდე რომ დამეჯერებინა ლელასთვის, კიდევ უფრო ლამაზი სახლი მექნებოდა. მე ამ საკითხში ძალიან გამოუცდელი ვიყავი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, თავს ვერ გავართმევდი.
- განსხვავებული ფერის ავეჯი გაქვთ.
- დიახ, ესეც ლელას დამსახურებაა. სულ სხვა ფერები იყო მაღაზიაში. ლელას არ მოეწონა, კონსულტანტს სთხოვა, სხვა ფერები ეჩვენებინა. ამ ე.წ. დესაოს ფერი ძალიან მოეწონა და ვიყიდეთ კიდეც. ამასთან, ლელამ ბევრი იბრძოლა, რომ ვიტრინა შემეძინა. ბევრი ნივთი არ მაქვს აქ განთავსებული, მაგრამ რაც არის, ყველა ძვირფასი და საყვარელია ჩემთვის.
- მანამდე წლების განმავლობაში ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდით. როგორ შეეგუეთ მარტო ცხოვრებას?
- რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იყო. ყველა მენატრება, მაგრამ მარტო ცხოვრებასაც თავისი ხიბლი აქვს. როგორც გითხარით, ზედა სართულზე ჩემი მეგობარი ცხოვრობს, ხშირად ვსტუმრობ, როცა სახლში ვარ. ტრადიცია გვაქვს, დილით ყავას ერთად მივირთვემთ ან საღამოს მელოდება, სანამ სამსახურიდან მოვალ. ჩემთანაც ხშირად მოდიან მეგობრები. ამასთან, დატვირთული გრაფიკი მაქვს და მარტოობის შეგრძნება არასოდეს მიჩნდება.
- ძალიან დიდი და ნათელი ტერასა გაქვთ. მის გამწვანებას ხომ არ გეგმავთ?
- ეს ტერასა ყველაზე მეტად მიყვარს და მსიამოვნებს აქ ყოფნა. რამდენიმე ქოთანი კი მაქვს. ძალიან მინდა გამწვანება, დარწმუნებული ვარ მოუხდება, უბრალოდ ეს ძალიან შრომატევადი საქმეა და არ ვიცი, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე როგორ გამომივა. სურვილი, რა თქმა უნდა, მაქვს.
- საკმაოდ დიდი ბინაა, ყველა ოთახს აქვს ფუნქცია?
- ერთ ოთახში ძალიან დავითრგუნებოდი. სამი ოთახია და არც ერთი არ მაქვს გამოკეტილი, ყველა ოთახს ვიყენებ და თითოეულს თავისი ფუნქცია აქვს. სამივე ოთახს აქვს აივანი, რაც ძალიან მომწონს. ერთი მისაღები მაქვს, ერთი საძინებელი და სამუშაო ოთახი, რომელიც ძალიან მიყვარს. იქვე მაქვს განთავსებული ხატების კუთხე, სადაც ვლოცულობ. ეს ადგილი ძალიან ძვირფასია ჩემთვის. წიგნებსაც აქ ვკითხულობ, ვმუშაობ და ა.შ. სხვანაირი აურა და ენერგია აქვს ამ ოთახს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს სამუშაო ოთახს ძალიან ალამაზებს დეკორატიული მცენარე, რომელიც დედებმა მაჩუქეს მონასტერში და ძალიან მიყვარს.
მსურდა სახლი ყოფილიყო სადა და არ გადამეტვირთა. ვფიქრობ გამომივიდა. სახლში განთავსებული მაქვს სუვენირები, რომელიც საზღვარგარეთიდან ჩამოვიტანე, ან მეგობრებმა მაჩუქეს. ხშირად ვკითხულობ ჩვენს ჟურნალს, "შინს", არაერთი საინტერესო, ნიჭიერი ხელოვანი აღმომიჩენია და მათი ნამუშევრებიც შემიძენია. განსაკუთრებით მომწონს რკინის საყვავილე ჩაიდანი, რომელიც სამზარეულოში მიდევს.
არაერთ ნახატს შეხვდებით ჩემს სახლში. თოთოეული ძალიან მიყვარს და ძვირფასია ჩემთვის. ყველას თავისი ამბავი აქვს. ერთ-ერთი ყველაძე ძვირფასი ნამუშევარია ბატონი თამაზ ჯინჭარაძის ნახატი, რომელიც სიცოცხლეშივე მაჩუქა. ნახატი მისაღებ ოთახშია განთავსებული. ნახატს გევერდს უმშვენებს ბატონი თამაზის ქალიშვილის, ლელას მიერ შექმნილი ულამაზესი პუანტები. მაქვს ვანო აბულაძის ნაჩუქარი ნახატი „ახალი წელი“, რომელზეც ვგიჟდები ისე მომწონს. ასევე, მაქვს კახა ბახტაძის და სხვათა ნახატები.
- როგორ ფიქრობთ, კომფორტული, დახვეწილი ინტერიერი რა გავლენას ახდენს ადამიანზე?
- რა თქმა უნდა, დადებით გავლენას ახდენს. როცა დაღლილს შინ მშვიდი და კომფორტული გარემო გხვდება, შენც ნაყოფიერად ისვენებ, თავს სასიამოვნოდ გრძნობ და მეტად შრომისუნარიანი, ხალისიანი და პროდუქტიული ხდები. მე ძალიან მიყვარს ჩემის სახლი. ვგრძნობ, რომ ჩემს მეგობრებსაც ძალიან მოსწონთ და სიამოვნებთ ჩემთან სტუმრობა, რაც ძალიან მახარებს.
მერი ბლიაძე