აბაზანის რემონტის დროს ხშირად ყოყმანობენ, საშხაპე ჯობს თუ აბაზანა. ვინც აბაზანას ირჩევს, მას ექმნება ახალი პრობლემა, რით დაფაროს ცარიელი სივრცე, რომ იყოს პრაქტიკული და თან ლამაზი. როგორც წესი, ამ დროს გამოიყენება ე.წ. ეკრანი, ტრადიციული გადაწყვეტილება, თუმცა არსებობს სხვადასხვა საინტერესო ვარიანტი.
უბრალოდ ეკრანი
ეს არიც ჩვეულებრივი პლასტმასის ფირფიტა, რომელიც არ ღირს ძვირი, არის სხვადასხვა ფერის, თუმცა არის თხელი და არც ისე გამძლე. უკეთესი მასალად შეარჩიოთ მდფ, რომელიც შედარებით მძიმეა და უფრო მდგრადი.
მრავალფუნქციური ეკრანი
ასეთი ეკრანი ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს. ის არა
კერამიკული ფილა
ასეთი გაფორმება ყველაზე გამძლედ და სანდოდ ითვლება, თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებლად გაითვალისწინეთ სარეზერვო ლუკის არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაიმე პრობლემის არსებობის დროს ფილები აუცილებლად გამოსანგრევი გექნებათ.
პოდიუმი
თუ სივრცე იძლევა იმის საშუალებას, რომ აბაზანაში გაკეთდეს პოდიუმი, ეს ძალიან ეფექტური და თან პრაქტიკული გადაწყვეტილებაა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი კონსტრუქციის გაკეთება მხოლოდ დიდი ზომის აბაზანაშია შესაძლებელი.
ჟალუზის კარები
ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა მსგავს შემთხვევებში ჟალუზის კარის გამოყენება. ეს არის ძალიან დახვეწილი და ამავდროულად პრაქტიკული გადაწყვეტილება.
დაწნული კარკასი
ერთი შეხედვით მსუბუქი კონსტრუქცია შესაძლოა არასაიმედოდ მოგეჩვენოთ, თუმცა სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ასე არ არის, მასალაც სპეციალური ნესტგამძლე საშუალებით არის დამუშავებული და მოხმარების დროს დისკომფორტს არ იწვევს.