მარტოხელა დედამ საოცნებო ადგილას იყიდა ბინა და სამ თვეში გარდაქმნა - დაათვალიერეთ

ჩვენი ამბის გმირი ამ სახლში რამდენიმე წლის წინ გადაბარგდა. საოცნებო ადგილას (ქალაქის ცენტრში) საოცნებო სახლის შეძენა გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვდა. საქმე ის გახლავთ, რომ ქალბატონს საკმაოდ კარგი სახლი ჰქონდა 95 კვ. მ ფართით, თუმცა სასურველ უბანში გადასვლის გამო დათმო ფართის ნაწილი და ვაჟთან ერთად 60 კვ.მ.-ში გადავიდა.
თურმე, როდესაც საქმე ოცნების ახდებს ეხება, კვადრატულობა არც ისე მნიშვნელოვანია. ამ, შეიძლება ითქვას, შეზღუდულ სივრცეშიც შეძლო იმის გაკეთება, რაც გულით სურდა.


შესასვლელი


სახლის მოწყობა შესასვლელიდან დაიწყო და პირველი, რაც გააკეთა, ღია ფერად გადაღება. კედელზე
შპალერი გააკრა, იატაკზე კი პარკეტი დააგო. შესასვლელის მთელი კედლის გასწვრივ გაკეთდა შესანახი სისტემა. მაღალი ჭერის წყალობით დიასახლისის ყველა ჩემოდანი ჭერსა და კარადას შორის თავისუფლად მოთავსდა.

სამზარეულო-მისაღები



რაც შეეხება სამზარეულო-მასაღებს, აქ იატაკის საფრად მუხის მასალა გამოიყენეს, კედლები ღია ფერებში გაკეთდა. ოთახის კუთხეში განთავსდა გასაშლელი დივანი, მის მოპირდაპირედ კი ტელევიზორის ზონა გაკეთდა ბუხრის პორტალით. ფანჯარასთან ახლოს არის სამუშაო ზონა.




სამზარეულოს კარადები შეკვეთით დაამზადებინეს ასევე ღია ფერებში. ფანჯარასთან ახლოს დაინახავთ ვიტრინის სტელაჟებს. სამზარეულოს ზონა აგურებით არის მოპირკეთებული, რომელიც წყალ და ნესტგამძლე საღებავით შეღებეს. სამზარეულოსა და მისაღების გასაყარზე მოეწყო სასადილო ზონა.

საძინებელი 



საძინებელში ძველი პარკეტის შენარჩუნება მოხერხდა. გაკეთდა თეთრი ფერის კარადები. ოთახის შუაში განთავსდა საწოლი. ორ ფანჯარას კი ერთი რაფა აერთიანებს.

ბავშვის ოთახი

ოთახი ვაჟსაც აქვს, რომელიც, ისევე, როგორც დანარჩენი სივრცე, ღია ფერებში მოეწყო. ფანჯარასთან ბავშვის სამუშაო ზონა გაკეთდა. ფანჯრის გადიდებული რაფა სამუშაო ზედაპირად არის გამოყენებული. სტანდარტული საწოლის მაგივრად ბავშვის ოთახშიც გასაშლელი დივნის განთავსება გადაწყვიტეს.

აბაზანა



აბაზანა ესპანური თეთრი ფერის კერამიკული ფილებით მოპირკეთდა. ნიჟარა ბუნებრივ ქვაზე დამონტაჟდა, რომლის ქვეშაც მოათავსა სარეცხის მანქანა და საშრობი. სანტექნიკა რეტრო სტილის არის. იატაკზე ფილებია დაგებული.
საბოლოო შედეგი მართლაც რომ შთამბეჭდავია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები