რა უნდა შეცვალოთ სამზარეულოში ყოველ წელს

სამზარეულოში ადამიანები დროის საკმაოდ დიდ ნაწილს ატარებენ, ამიტომ ამ სივრცეში ავეჯზე და მოსაპირკეთებელ მასალებზე იმაზე ბევრად მეტი დატვირთვა მოდის, ვიდრე სხვა ოთახებში. რას უნდა შევავლოთ ხელი ყოველწლიურად, რომ რემონტი დიდხანს შევინარჩუნოთ და ჩვენს სამზარეულოს პირვანდელი სახე არ შეელახოს?

საღებავი


თუ სამზარეულოში კედლები შეღებილი გაქვთ, ეცადეთ საღებავი ისე შეიძინოთ, რომ წლის ბოლოს კედლების საღებავით განახლება შესაძლებელი იყოს. საღებავი უმჯობესია ისეთი შეიძინოთ, რომელიც წმენდასა და სველი წესით დამუშავებას დაექვემდებარება.

სამუშაო ზედაპირი


სამზარეულოს იერსახე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სამუშაო ზედაპირზე. თუ მასზე შეინიშნება ლაქები,
ნაკაწრები და ნატეხები, ის არცთუ ესთეტიკურად გამოიყურება. ბუნებრივი მარმარილო წელიწადში ერთხელ უნდა დამუშავდეს სპეციალური ხსნარით, ამის გაკეთება თავად შეგიძლიათ სახლის პირობებში ჩვეულებრივი ღრუბლით. რაც შეეხება ხელოვნურ ქვას, პერიოდულად მას ისეთი დამუშავება სჭირდება, რისთვისაც სპეციალისტის მოყვანა დაგჭირდებათ.

სამზარეულოს აქსესუარები

წელიწადში ერთხელ უნდა გამოიცვალოს სამზარეულოს ისეთი აქსესუარები, როგორიც არის საჭრელი დაფა, სილიკონის ფუნჯი, ტაფები და ჩაის ტილოები. მსგავსი ნივთების შეძენა ნებისმიერი დიასახლისისთვის საკმაოდ სასიამოვნო პროცედურაა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები