აბაზანა ჰიდრომასაჟით (ჯაკუზი) სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ



სითბო, წნევა და კასკადური ბუშტების დამამშვიდებელი ნაკადი. თქვენი აზრით, დამღლელი დღის ბოლოს არსებობს რაიმე იმაზე უკეთესი, ვიდრე თბილ აბაზანაში ლივლივია? აბაზანა ჰიდრომასაჟით, იგივე “ჯაკუზი”, ამშვიდებს თქვენს გონებას, ნერვებს და მყისიერად ამსუბუქებს ტკივილს. რაც მთავარია, “ჯაკუზის” სასარგებლო თვისებები ჩვენი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისათვის მეცნიერებითაც კი დასტურდება: თბილი ჰიდროთერაპია ჩვენს ფიზიოლოგიურ სისტემას სასარგებლო თვისებებით იმაზე მეტად ეხმარება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით წარმოგვიდგენია.

აბაზანა ჰიდრომასაჟით (ჯაკუზი) სტრესის მოსახსნელად

არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ გვაგრძნობინებს თავს კარგად თბილ “ჯაკუზიში” ჩაწოლა, თუმცა ძირითადად, ეს
შეგრძნებები სიცხის, წნევისა და ჰიდრომასაჟის კომბინაციური ეფექტითაა გამოწვეული. როგორ წესი, ადამიანი “ჯაკუზიში” ჩაწოლისთანავე გრძნობს სხეულის წონის შემსუბუქებას. ამასთანავე, გონება იწმინდება შფოთისგან და გვეხსნება ყველანაირი დაძაბულობა. შესაბამისად, “ჯაკუზის”, თავისი მასაჟისებრი ეფექტით, შეუძლია რელაქსაციის შეგრძნება წამებში გვარგუნოს.

აბაზანა ჰიდრომასაჟით, სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემების დაბალანსებით, ჩვენს ავტონომიურ ნერვულ სისტემას ამშვიდებს. სიმპათიკური ნერვული სისტემა ბრძოლის სინდრომს განაპირობებს, მაშინ, როცა პარასიმპათიკური ნერვული სისტემა სიმშვიდისა და მოსვენებულობის განცდას ბადებს. სწორედ ამიტომ, მათი ბალანსი სტრესთან გამკლავებაშიც გვეხმარება. როდესაც გახანგრძლივებული სტრესული მდგომარეობა ამ სისტემებს წონასწორობას აკარგვინებს, თბილი ჰიდროთერაპია ჩვენს ორგანიზმს ისევ მწყობრში აბრუნებს. ეს მაწონასწორებელი ეფექტი გრძელდება მაშინაც კი, საკმაოდ დიდ ხანს მიგვყვება.

“ჯაკუზიში” ცხელი აბაზანის მიღება, ასევე აფართოებს ჩვენს სისხლძარღვებს, ასტიმულირებს ენდორფინის გამოყოფას და ჩვენს სხეულს ბუნებრივი სამკურნალო და სასიამოვნო ნივთიერებებით ავსებს. აბაზანაში დიდხანს ყოფნა საუკეთესო გზაა ტკივილის შესამსუბუქებლადაც. უფრო მეტიც, სამედიცინო ჩვენებების მოკლე ჩამონათვალი, რომელთაგანაც “ჯაკუზი “გვათავისუფლებს შემდეგია:

● სპაზმი;
● კუნთების ტკივილი;
● სახსრების ტკივილი;
● დაჭიმულობა;
● ართრიტი;
● და სხვა.

ამ ტიპის ჰიდროთერაპია ჩვენს სენსორულ ნერვებს ამშვიდებს, რაც ჩვენს გონებას იმ აღქმის შემსუბუქებაში ეხმარება, რომელიც ტკივილის ინტერპრეტაციაზეა პასუხისმგებელი.

ჯაკუზი, როგორც სახლის სპა-ცენტრი

ვინაიდან, ცხელ აბაზანაში ჩაძირვა სახლში რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა, “ჯაკუზი” ჩვენს ყოველდღიურობაში რეგულარულად უნდა მოვიხმაროთ. რაც მთავარია, ამ პროცესს უნდა დავუთმოთ დრო იმისათვის, რომ მისი რეალური სასარგებლო ეფექტი ჩვენს თავზე მართლაც გამოვცადოთ. უფრო ზუსტად, “ჯაკუზის” მოხმარება რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ. რაც შეეხება დროით ინტერვალს, 20-25 წუთი სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენმა სხეულმა და გონებამ დაისვენოს. ხოლო აბაზანის ტემპერატურა, სასურველია 35-დან 40-გრადუსამდე დიაპაზონში მერყეობდეს.

მიუხედავად იმისა, რომ აბაზანის დამამშვიდებელი და ნაზი ბუშტები თავისთავად ძალიან მარელაქსირებელ ატმოსფეროს ქმნის, დამატებითი კომფორტისთვის თქვენს ჰიდროთერაპიას შეგიძლიათ მუსიკა და არომათერაპია შემატოთ. ამისათვის, მხოლოდ პატარა დინამიკი და აბაზანის ზეთი ან სპეციალური მარილი დაგჭირდებათ.


აბაზანა ჰიდრომასაჟით ფიზიკური აქტივობის გასაუმჯობესებლად

მათთვის, ვინც რეგულარულად ვარჯიშობს აბაზანა ჰიდრომასაჟით შესანიშნავი საშუალებაა ფიზიკურ აქტივობამდე გასახურებლად, რაც გვეხმარება თავიდან ავირიდოთ შესაძლო ტრავმები და კუნთის ან სახსრის დაზიანებები. სპა სესიის შემდეგ, გაწელვები, პილატესი ან მსუბუქი იოგა მარტივი გზაა, გონების სიმშვიდისა და ფიზიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ჰიდროთერაპია კარგია ნებისმიერ დროს, როცა გვსურს:

● სისხლის მიმოქცევის ხელშეწყობა;
● სხეულის მოდუნება;
● გონების გათავისუფლება;
● კუნთებისა და სახსრების დაჭიმულობის მოხსნა.

დამატებითი ეფექტისთვის, “ჯაკუზის” შემდეგ, ცივი შხაპის გადავლება შესანიშნავი აზრია. ნებისმიერ შემთხვევაში, აბაზანა ჰიდრომასაჟით თქვენი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაში ნებისმიერი სიხშირით მოხმარებისას დაგეხმარებათ. მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ ჰიდროთერაპიის მიღებამდე და მიღების შემდეგაც, ბევრი სითხე (წყალი) უნდა მიიღოთ.

სად შევიძინო აბაზანა ჰიდრომასაჟით (ჯაკუზი)?

თუ თქვენი მიზანი ყოველდღიურობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა, მაშინ აბაზანა ჰიდრომასაჟით სწორედ ის არის, რაც დისციპლინისა და სასიამოვნო რუტინის შემუშავებაში დაგეხმარებათ. გალერეა "დემასში" იტალიური წარმოებისა და უმაღლესი ხარისხის “ჯაკუზებს” თქვენთვის სასურველი ზომისა თუ ფორმის მრავალფეროვნებით აღმოაჩენთ. ევროპაში ცნობილი ბრენდის Glass-ის აკრილის აბაზანები ჰიდრომასაჟით ხელმისაწვდომია შოურუმში, თუმცა კოლექციის დათვალიერება მარტივად შეგიძლიათ ვებგვერდის საშუალებითაც.

R

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები