რემონტი ის პროცესია, რომელსაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებული ყურადღებით და სიფრთხილით უდგება. პროცესში გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და შეუძლია შედეგზე დადებითად ან უარყოფითად აისახოს. ერთ-ერთი უპირველესი, რაზეც სარემონტო პროექტის წარმატება არის დამოკიდებული, სწორად შერჩეული სარემონტო მასალებია. ამისთვის კი დღევანდელ სტატიაში რამდენიმე ფაქტორზე გავამახვილებთ ყურადღებას, რაც მასალის შერჩევა-შეძენის პროცესში აუილებლად გამოგადგებათ.
განსაზღვრე რემონტის ტიპი
ცხადია, რემონტის პირველი ეტაპი პროექტს დაგეგმვაა, დაგეგმვა კი რემონტის ტიპის განსაზღვრით უნდა დაიწყოთ. გადახედეთ თქვენი სახლის საერთო მდგომარეობას, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ პატარა დეტალებსაც. მდგომარეობის სრულყოფილად შეფასების
მას შემდეგ, როცა ყველა ოთახის მდგომარეობა ზედმიწევნით გექნებათ შესწავლილი, შეძლებთ, კონკრეტული საჭიროებები განსაზღვროთ, საჭიროებებში კი, ცხადია, სარემონტო მასალებს ვგულისხმობთ, მაგალითად: იატაკი, კედლები, ჭერი, სანტექნიკა, ელექტროობა და სხვ.
შეაფასე არსებული მდგომარეობა
არსებული მდგომარეობის შეფასებაში მიმდინარე ეტაპზე არსებული მასალის შეფასებაც შედის. კერძოდ, სახლის გარეგნული, ზედაპირული მდგომარეობის განსაზღვრასთან ერთად, კარგად დაათვალიერეთ წინა რემონტისას გამოყენებული მასალები. ზოგიერთი მათგანი, შეიძლება, იმდენად დაზიანებული იყოს, რომ მისი სრულად განახლება დაგჭირდეთ, სხვებისთვის კი, არაა გამორიცხული, ნაწილობრივი შეცვლაც საკმარისი აღმოჩნდეს. მაგალითად, თუ იატაკი სრულიად უიმედო მდგომარეობაშია, მაშინ ჭკვიანური არაა კონკრეტული ნაწილების შეცვლაზე დაიწყოთ ფიქრი, რადგან ის ნაწილები, რომლებიც დღეს ერთი შეხედვით ნორმალურად გამოიყურება, მალე იმავე ბედს გაიზიარებენ, რომლებსაც დაზიანებული ადგილები.
შეადგინე ბიუჯეტი წინასწარ
ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება, რაც რემონტის პროცესში (და არა მარტო) შეგიძლიათ მიიღოთ, ბიუჯეტის წინასწარ შედგენაა. თუ თქვენს ბიუჯეტს რემონტის დაწყებამდე განსაზღვრავთ, დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს არ გასცდებით და, მეორე მხრივ, არც იმაზე ნაკლებს დახარჯავთ, რამდენიც შეგიძლიათ.
პირველ რიგში, საჭიროა, ზოგადი წარმოდგენა შეიქმნათ სარემონტო მასალების ფასების შესახებ. როცა იცი, რამდენის გადახდა შეგიძლია, ვარიანტებიც იფილტრება და არჩევანის გაკეთება გიმარტივდება.
გაეცანი ვარიანტებს
ესტუმრე სამშენებლო მასალების მაღაზიას ან ინტერნეტის საშუალებით დაათვალიერე შესაძლო ვარიანტები. შეადარე ფასები, მასალა, დიზაინი, ხარისხი და ა.შ. დარწმუნდი, რომ სხვადასხვა ვარიანტიდან ისეთს აარჩევ, რომელიც თქვენი სახლის არსებულ ინტერიერს მოუხდება, დიდ ხანს გაძლებს და, ამავდროულად, წინასწარ განსაზღვრულ ბიუჯეტშიც ჩაეტევა. თუ ონლაინ მაღაზიას იყენებთ მასალების დასათვალიერებლად, შეგიძლიათ, კლიენტების შეფასებები წაიკითხოთ ამა თუ იმ ვარიანტზე. ასევე, ინტერნეტის საშუალებით შეძლებთ პროფესიონალების აზრს გაეცნოთ და შესაბამისად მიიღოთ გადაწყვეტილება.
გაესაუბრე პროფესიონალებს
ხელოსნებთან მუდმივ კონტაქტზე ყოფნა საქმეს ბევრად გაგიმარტივებთ. თქვენთვის რემონტი სრულიად ახალი და უცხო პროცესი შეიძლება იყოს, გამოცდილი პროფესიონალებისთვის კი, ვისაც ათობით სარემონტო პროექტზე უმუშავია, ყველა კომპონენტი ნაცნობია. შესაბამისად, მათზე პრაქტიკულ და კომპეტენტურ რჩევას ალბათ ვერავისგან მიიღებთ. დიზაინერები, ხელოსნები და არქიტექტორები მასალის შერჩევისას ისეთ ფაქტორებზე მიგაქცევინებენ ყურადღებას, როგორიცაა ხარისხი, გამძლეობა, სტაბილურობა და სხვ.
იზრუნე მომავალზე
მასალის შერჩევისას, გირჩევთ, გრძელვადიანი პერსპექტივიდან შეხედოთ თითოეულ ვარიანტს. დაიმახსოვრეთ, რომ დღეს შეძენილი სარემონტო მასალა კიდევ ბევრი წლის განმავლობაში უნდა გემსახუროთ, რადგან რეგულარული რემონტი უდიდეს დისკომფორტს იწვევს და არც ფინანსურად არის მომგებიანი.
ზოგიერთი მასალა შეიძლება ძვირად მოგეჩვენოთ და არჩევანი უფრო დაბალფასიან ვარიანტზე შეაჩეროთ. უფრო ხარისხიანი და, შესაბამისად, ძვირი მასალა ხანგრძლივად შეინარჩუნებს გამძლეობას, დაბალფასიანი კი მალევე გაგიხდებათ შესაცვლელი. ამიტომ, არ იფიქროთ მხოლოდ დღევანდელ დღეზე და ხარისხიან მასალაში ინვესტირება არ დაგენანოთ. კარგი იქნება, თუ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ამასაც გაითვალისწინებთ.
ნახე მასალის ნიმუშები
ბევრი ადამიანისთვის რთულია გადაწყვეტილების მიღება, თუკი არჩევანი მათთვის დღესავით ნათელი არ არის. თუ თქვენც მსგავს კატეგორიას განეკუთვნებით, გირჩევთ, რომ მასალის შეძენამდე ფიზიკურად გაეცანით ნიმუშებს, შეაფაზეთ სტრუქტურა, ფერები, თვითონ მასალა და სხვ. ამასთან ერთად, იმის წარმოდგენასაც შეძლებთ, თუ როგორი იქნება მასალა რეალობაში, როგორ მოუხდება თქვენი სახლის დანარჩენ ელემენტებს და სხვ.
შეაფასე, რამდენად რთული იქნება მასალის მოვლა ხანგრძლივ პერიოდში
გრძელვადიან პერსპექტივაში ფიქრი იმასაც მოიცავს, რომ განსაზღვროთ, რამდენად გაგიჭირდებათ მასალის მოვლა და შენარჩუნება წლების განმავლობაში. შეაფასეთ ისიც, თუ დაახლოებით რა დროში დაგჭირდებათ მისი გამოცვლა. ერთი სიტყვით, შეაფასეთ, ხართ თუ არა მზად იმდენი დრო და ენერგია დაუთმოთ მასალის მოვლას, რაც საჭიროა.
შეჯამება
როგორც ვნახეთ, სარემონტო მასალების შერჩევისას საკმაოდ დიდი დრო და ენერგია დაგჭირდებათ როგორც დაგეგმვის, ისე აღსრულების ნაწილში. არ გამოტოვოთ არც ერთი ნაბიჯი, რაზეც ზევით ვისაუბრეთ და საჭიროების შემთხვევაში, გასაუმჯობესებლად პროცესს თქვენი იდეებიც დაამატეთ.
R