ამ ოჯახმა ვიწრო, მოუხერხებელი, ცარიელი ადგილი სახლის სახურავი ქვეშ სიმპათიურ კუთხედ აქცია, სადაც სამი ადამიანის დაძინებაა შესაძლებელი. თქვენ წარმოიდგინეთ, ამის გაკეთება არც ისე რთული აღმოჩნდა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ოჯახი კერძო სახლში ცხოვრობს. სახლის დაპროექტების და მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომის გამო სახურავის ქვეშ, კიბესთან აღმოჩნდა ცარიელი სივრცე, იმდენად პატარა და იმდენად არასტანდარტული ფორმის, რომ მისი საცხოვრებელ ფართად გამოყენება შეუძლებელი იყო.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში ადგილი ასე ცარიელი იყო და რაც მთავარია, უსარგებლო. ოჯახის ვერც ერთი წევრი ვერ ახერხებდა მის გამოყენებას. მაგრამ
გამომდინარე იქიდან, რომ გაჩნდა დამატებით საძილე ადგილების მოძიების აუცილებლობა, რადგან არსებული ფართი ოჯახს არ ჰყოფნიდა, ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა ამ პატარა კუთხის ათვისება და მისი საძინებლად გადაკეთება. დაგეგმეს ორსართულიანი საწოლის განთავსება. შესაფერისი ზომის მზა ავეჯის მოძიება ვერ მოხერხდა და მისი შეკვეთით დამზადება მოუწიათ. რაც შეეხება მატრასებს, ამ შემთხვევაში პრობლემა არ ყოფილა, რადგან საწოლის ზომა სტანდარტული გამოვიდა, 75 სმ სიგანის.
მესამე დასაძინებელი ადგილის მისაღებად ოჯახის წევრებს ცოტა ფანტაზიის გამოყენება დასჭირდათ. კედელი დაშალეს, მოხსნეს თაბაშირმუყაოს ფილა, ასევე ხის კარკასის რამდენიმე წყება, შედეგად მიიღეს ნიშა, სადაც განათავსეს მესამე, ერთკაციანი საწოლი სტანდარტული მატრასით.
იატაკი კარგად დაამუშავებს და გადაღებეს. დააფინეს ხალიჩა და შეიტანეს ტექსტილის ელემენტები, ბალიშები, პლედები. შედეგი მართლაც მოულოდნელი და გასაოცარი დადგა.