სოფო მგალობლიშვილი პროფესიით მხატვარია, სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაოჯახდა და გარკვეული დრო საზღვარგარეთ გაატარა მეუღლესთან ერთად, სხვადასხვა ქვეყანაში. სახლი, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო, ახალგაზრდა წყვილმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ააშენა და გარდა იმისა, რომ დიასახლისმა მის დიზაინზე იზრუნა, ახალი გატაცებაც აღმოაჩინა.
- საქართველოში რომ დავბრუნდით მე და ჩემი მეუღლე, ავაშენეთ სახლი და აქედან იწყება ჩემი ავეჯისადმი ინტერესი. მახსოვს, მამას სახლში ბევრი ძველი ხის ავეჯი ჰქონდა, სახლი გაყიდა და ეს ავეჯი სულ გააჩუქა. მაშინ წამოვიღე მეც რამდენიმე ნივთი სამახსოვროდ.
ერთ-ერთია ე.წ. ცხრაფოთლიანი
გორკა, რომელიც შემდეგ გარდავქმენი. არც ვიცოდი, რას ვაკეთებდი, უბრალოდ ვცდილობდი, ჩემთვის და ჩემი სახლისთვის მეტად სასიამოვნო და ახალი გარემო შემექმენა. თან ჩემს მეუღლეს დიდად არ უყვარს ძველი ნივთები... მოკლედ, მოვახერხე ისე, რომ საბოლოოდ ეს "გორკა" ყველას ძალიან მოეწონა. გადავწყვიტე, ჩემს ახალ სახლში ჩემი ხედვით შემექმნა ისეთი ნივთები, რომლებიც ჩემთვის მეტად ღირებული, ესთეტიური და რა თქმა უნდა სიმყუდროვის მომგვრელი იქნებოდა. მოვიძიე ინფორმაცია და მეტად გავერკვიე ამ სფეროში.
ვხედავდი, როგორ მოსწონდათ ჩემი ნამუშევრები და მეც მეტი ენთუზიაზმით ვაკეთებდი. რამდენიმე ნივთი მაშინვე გავყიდე და მივხვდი, რომ შემეძლო ჩემი შრომა შემოსავლის წყაროდაც მექცია. არასდროს მოვრიდებივარ არც ერთ ნივთს, იმის შიშით, რომ რამე გამეფუჭებინა. გამოსავალს მაინც ვპოულობდი და ამ "გაფუჭებაში" შეიძლება უკეთესი რამ შემექმნა.
- როგორ არჩევთ სტილს, ფერს, ნივთისთვის ხელახალი სიცოცხლის მისანიჭებლად?
- სტილის და ფერის შერჩევა ადამიანის გემოვნებიდან გამომდინარე ხდება. ზოგს მეტად აქვს იმის ნიჭი, დაინახოს საბოლოო ვერსია იმის, რაც უნდა, რომ შექმნას. მოაწყოს სახლი, ფერები შეუხამოს და ასე შემდეგ.
- თქვენი ბინა ფერადია, ეკლექტურ სტილში გაქვთ გადაწყვეტილი. რას იტყოდით ფერებზე ინტერიერში? ბევრს ეშინია ფერების, სიჭრელის გამოყენების, რომ არ გადაამლაშოს და უგემოვნოდ არ გამოვიდეს. თქვენ თამამად გაქვთ ეს აქცენტები გამოყენებული და საკმაოდ გემოვნებით. რა არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი?
- ყველამ ვიცით, რამდენად დიდი ძალისხმევა სჭირდება რემონტს. როგორი რთული და დამღლელია, ყველა დეტალი გასათვალისწინებელია, რაც ხშირად არ გამოგვდის ჩვენი შიშის გამო, რომ რაღაცას რაღაც არ მოუხდება. ჩემი რჩევა იქნება, მეტად გარისკოთ და მეტი ფერი შეიტანოთ თქვენს სახლში. რაც მთავარია, თვითონაც სცადოთ თუნდაც პატარა ნივთის შექმნა და ამ თქვენი წარმოსახვიდან ააწყოთ ინტერიერი. ასე უფრო კომფორტულად, სასიამოვნოდ და მყუდროდ იგრძნობთ თავს.
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით: მოაწყვეთ თქვენი სახლი მყუდროდ და ყველასგან განსხვავებულად. ნუ გადაყრით ძველ ავეჯს და ნივთებს. ის ჩვენი ისტორიაა. შენი ავეჯი, შენი სახლი, შენთვის დასვენებისა და ესთეტიკის მომგვრელი უნდა იყოს, იყავი გამორჩეული დიდი თანხების გარეშე.
ჩვენს სახლში 2 თვეა გადმოვედით. ჯერ კიდევ კიდევ დაუსრულებელია, ყველაფერი ჩემი დიზაინით არის შექმნილი. მინიმალური დანახარჯებით. ერთადერთი დამხმარე ჩემი მეუღლე მყავს. რასაც ფიზიკურად ვერ ვერევი, ის მეხმარება.
- სამომავლოდ თუ გეგმავთ ავეჯის რესტავრაციაზე მუშაობის გაგრძელებას?
- გეგმებს რაც შეეხება, სულ რამდენიმე საათია შევქმენი ჩემი გვერდი. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ ასეთი შეფასების გამო. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს ნამუშევრებს. შეკვეთის მსურველებიც გამოჩნდნენ, თუმცა მირჩევნია, ჩემი ხედვით და წარმოსახვით შევქმნა ეს ყველაფერი და ამგვარად გავუწიოა რეალიზაცია ნამუშევრებს. ვინმე თუ მომანდობს მის კომფორტის ზონას სრულად, ამ შემთხვევაში შევძლებ დახმარებას და ავიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას.
- საქართველოში რომ დავბრუნდით მე და ჩემი მეუღლე, ავაშენეთ სახლი და აქედან იწყება ჩემი ავეჯისადმი ინტერესი. მახსოვს, მამას სახლში ბევრი ძველი ხის ავეჯი ჰქონდა, სახლი გაყიდა და ეს ავეჯი სულ გააჩუქა. მაშინ წამოვიღე მეც რამდენიმე ნივთი სამახსოვროდ.
ერთ-ერთია ე.წ. ცხრაფოთლიანი
ვხედავდი, როგორ მოსწონდათ ჩემი ნამუშევრები და მეც მეტი ენთუზიაზმით ვაკეთებდი. რამდენიმე ნივთი მაშინვე გავყიდე და მივხვდი, რომ შემეძლო ჩემი შრომა შემოსავლის წყაროდაც მექცია. არასდროს მოვრიდებივარ არც ერთ ნივთს, იმის შიშით, რომ რამე გამეფუჭებინა. გამოსავალს მაინც ვპოულობდი და ამ "გაფუჭებაში" შეიძლება უკეთესი რამ შემექმნა.
- როგორ არჩევთ სტილს, ფერს, ნივთისთვის ხელახალი სიცოცხლის მისანიჭებლად?
- სტილის და ფერის შერჩევა ადამიანის გემოვნებიდან გამომდინარე ხდება. ზოგს მეტად აქვს იმის ნიჭი, დაინახოს საბოლოო ვერსია იმის, რაც უნდა, რომ შექმნას. მოაწყოს სახლი, ფერები შეუხამოს და ასე შემდეგ.
- თქვენი ბინა ფერადია, ეკლექტურ სტილში გაქვთ გადაწყვეტილი. რას იტყოდით ფერებზე ინტერიერში? ბევრს ეშინია ფერების, სიჭრელის გამოყენების, რომ არ გადაამლაშოს და უგემოვნოდ არ გამოვიდეს. თქვენ თამამად გაქვთ ეს აქცენტები გამოყენებული და საკმაოდ გემოვნებით. რა არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი?
- ყველამ ვიცით, რამდენად დიდი ძალისხმევა სჭირდება რემონტს. როგორი რთული და დამღლელია, ყველა დეტალი გასათვალისწინებელია, რაც ხშირად არ გამოგვდის ჩვენი შიშის გამო, რომ რაღაცას რაღაც არ მოუხდება. ჩემი რჩევა იქნება, მეტად გარისკოთ და მეტი ფერი შეიტანოთ თქვენს სახლში. რაც მთავარია, თვითონაც სცადოთ თუნდაც პატარა ნივთის შექმნა და ამ თქვენი წარმოსახვიდან ააწყოთ ინტერიერი. ასე უფრო კომფორტულად, სასიამოვნოდ და მყუდროდ იგრძნობთ თავს.
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით: მოაწყვეთ თქვენი სახლი მყუდროდ და ყველასგან განსხვავებულად. ნუ გადაყრით ძველ ავეჯს და ნივთებს. ის ჩვენი ისტორიაა. შენი ავეჯი, შენი სახლი, შენთვის დასვენებისა და ესთეტიკის მომგვრელი უნდა იყოს, იყავი გამორჩეული დიდი თანხების გარეშე.
ჩვენს სახლში 2 თვეა გადმოვედით. ჯერ კიდევ კიდევ დაუსრულებელია, ყველაფერი ჩემი დიზაინით არის შექმნილი. მინიმალური დანახარჯებით. ერთადერთი დამხმარე ჩემი მეუღლე მყავს. რასაც ფიზიკურად ვერ ვერევი, ის მეხმარება.
- სამომავლოდ თუ გეგმავთ ავეჯის რესტავრაციაზე მუშაობის გაგრძელებას?
- გეგმებს რაც შეეხება, სულ რამდენიმე საათია შევქმენი ჩემი გვერდი. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ ასეთი შეფასების გამო. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს ნამუშევრებს. შეკვეთის მსურველებიც გამოჩნდნენ, თუმცა მირჩევნია, ჩემი ხედვით და წარმოსახვით შევქმნა ეს ყველაფერი და ამგვარად გავუწიოა რეალიზაცია ნამუშევრებს. ვინმე თუ მომანდობს მის კომფორტის ზონას სრულად, ამ შემთხვევაში შევძლებ დახმარებას და ავიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას.
კომენტარები
სად შეიძლება შევიძინოთ ავეჯი ?