დიზაინის შეცვლა ნებისმიერ სახლს ახალი სიცოცხლით ავსებს. სწორად დაგეგმილ ცვლილებებს კი შეუძლია ძველისძველი, საუკუნოვანი სახლიც ოცნების სახლად აქციოს. ამის ნათელი მაგალითია თემო პარკაძის ბინა, რომელიც საუკუნეს ითვლის და რომელსაც მეპატრონემ სულ ახლახანს ახალი სიცოცხლე შესძინა.
- პროფესიით ფინანსისტი ვარ, ასევე გახლავართ სამშენებლო მასალების ექსპერტი. დავიბადე კასპში. პროფესიული უნარების დაუფლების შემდეგ მინდოდა პარალელურად მეკეთებინა დამატებით სხვა საქმეც და სამშენებლო სექტორში დავიწყე მუშაობა, თან - ყველაზე დაბალი საფეხურიდან, რათა სიღრმისეულად შემესწავლე ყველა ეტაპი. 10-წლიანი პერიოდის შემდეგ, შევძელი სრულად შემესწავლა ბაზარი და ასევე
მომხმარებლის ხასიათი, სამშენებლო ბაზრის გამოწვევები. შევქმენი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, ასე ვთქვათ ერთი დიდი ოჯახი და ვეჭიდებით ყველანაირ სირთულეს.
- მოგვიყევით ბინის შესახებ, რომლის ტრანსფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში...
- მოგეხსენებათ, თბილისი ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი ქალაქია, თავისი არქიტექტურული ნაგებობებით. ბაზარზე ბევრი იყო ახალი ნაგებობა, მაგრამ სულ მინდოდა ძველ უბანში, ძველი სახლისთვის მიმენიჭებინა ახალი სიცოცხლე ისე, რომ თავისი ნიშა არ დაეკარგა. შევიძინე ბინა ქალაქის ერთ-ერთ უძველეს უბანში და დავიწყე მისი გაცოცხლება.
- რა მდგომარეობაში იყო ბინა, სანამ რემონტს დაიწყებდით?
- ბინა, როგორც ყველა საუკუნეზე მეტი ხნის სახლს შეეფერება, იყო ამორტიზირებული, მაგრამ ჯერ კიდევ ამაყად მდგომი. დავიწყეთ შიდა დემონტაჟი. კედლები სრულად დანესტიანებული და ობით კოროზირებული იყო, ასევე შიდა საყრდენებს თავისი ფუნქცია სრულად ჰქონდა დაკარგული, მაგრამ გამაოცა მშენებლობის ჭკვიანურმა დაგეგმვამ. კედლები სოლოვანი წყობით, ძველი ქართული აგურით იყო ნაშენი, მთლიანად თიხამიწით ნალესი, რომელიც ყველაზე ეკომეგობრული პროდუქტია დღემდეც ბაზარზე.
შიდა დაზიანებების დემონტაჟის შემდგომ, დავინახეთ მთლიანი სურათი და დაიწყო პრობლემის არსის აღწერა და განახლების სწორად დაგეგმარება. შეიცვალა ყველა დაზიანებული საყრდენი ძელი უჟანგავი მილკვადრატით, სახლის კედლები მთლიანად გადაიჯაჭვა ჯვარედინად, რომ შემდგომში აღარ მოხდეს კედლის დეფორმაცია. გამყარების შემდეგ, დიზაინპროექტის მიხედვით გეგმიურად მივყევით შიდა რემონტს და ინტერიერის მოწყობას.
- რა სირთულეები შეგხვდათ?
- ყველაფერი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ერთია ახლი ფართის დაგეგმვა და შემდგომ სარემონტო სამუშაოების გაკეთება, და უფრო რთულია ძველი, თითქმის საუკუნის, მიტოვებული სახლის გაცოცხლება. მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე და ახალი მასალებით, ჩვენ შევძელით უმოკლეს დროში მიგვეღო შედეგი.
- ინტერიერზე დიზაინერმა იმუშავა, თუ თავად გაართვით თავი?
- რაც შეეხება დიზაინს, ჩვენი გუნდის დიზაინერების დამსახურებაა, რომლებმაც ასეთი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს ფართის დაგეგმვის პროცესში. ბინა მთლიანად არის 74 კვ, პირველი სართული - 38 კვ, ხოლო მეორე - 36 კვ. პირველ სართულზე მოეწყო აბაზანა, საძინებელი, მისაღები ოთახი და სამზარეულო.
გადამწყვეტი იყო ფერთა გამა. ავიღეთ თეთრი, რადგან სიმშვიდეს და სისუფთავეს უსვამს ხაზს. ხისფერი, რომელიც თეთრთან კარგად მიდის კოლაბორაციაში. ასევე მწვანე, რომელიც ამ ორ ფერს რაც უნდოდა შეექმნა სიმყუდროვის თვალსაზრისით, ხაზს უსვავს და ბოლოს შავი, რომელიც კონცეპტუალურად კრავს ერთიან სივრცეს. ასე მივიღეთ სიმყუდროვე ორივე სართულზე. ფერები ნეიტრალურია, რომ ყველასთვის მისაღები იყოს.
მერი ბლიაძე