დამქანცველ დღეს ადამიანები, როგორც წესი, აბაზანაში ვიწყებთ და ვასრულებთ. ამიტომ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი რემონტის დროს. ჩვენ გეტყვით კონკრეტულად, რომელი.
აბაზანის რემონტის დროს დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება არა მხოლოდ კომფორტი dდაგიკარგოთ, შესაძლოა ზიანიც კი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას. მოდით გავარკვიოთ, თუ როგორ უნდა შევამციროთ ამის რისკი.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის არასწორი ნიჟარის და ონკანის არჩევა. უნდა აირჩიოთ ნიჟარა გარკვეული ფართობის და საკმარისი სიგრძით, ასევე თავად ონკანი შესაფერისი სიგრძის. წინააღმდეგ შემთხვევაში ონკანიდან წყალი აბაზანაში კი არ ჩაედინება, არამედ გვერდზე. ასევე ხშირია შეუსაბამობა სანტექნიკის მოწყობილობების
ძალიან ხშირად, კედელზე და იატაკზე ფილებს განსხვავებული ფორმატი აქვს, შედეგად წარმოიქმნება ასიმეტრია. ამიტომ დააკვირდით და კარგად გათვალეთ ფილების განლაგება იატაკზე, რომ ის ჰარმონიულად გრძელდებოდეს კედლის ფილებში.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე განათება. აბაზანის განათების არჩევისას უბრალოდ, არ ფიქრობენ იმაზე, რომ აბაზანაში განათება სპეციფიური უნდა იყოს. იმავდროულად, ნესტიან ოთახში ჩვეულებრივი შუქი ძალიან საშიში საქმეა. შეიძლება გამოიწვიოს მოკლე ჩართვა ან ნათურა შეიძლება უბრალოდ აფეთქდეს. აბაზანისთვის განათების არჩევისას უპირატესობა აუცილებლად უნდა მიანიჭოთ წყალგამძლე მოდელებს.
კიდევ ერთი ძალიან ხშირად დაშვებული შეცდომაა სანტექნიკის შეძენა კედლების გასწორებამდე. ეს პრობლემა ეხება არა მხოლოდ აბაზანებს, არამედ საშხაპეებსაც: სანტექნიკის მოწყობილობები უნდა იყიდოთ მხოლოდ ტიხრების გასწორების შემდეგ. ამ პუნქტის გამოტოვება არ შეიძლება.
და ბოლოს, სანტექნიკის მოწყობილობების არასათანადო განთავსებამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ახლა არის სპეციალური მილები და საშუალებები, რომლებიც, საშუალებას გაძლევთ განათავსოთ სანტექნიკა ოთახის ნებისმიერ ადგილას, მაგრამ არ შეცდეთ: გახსოვდეთ, მსგავსი გადაწვეტილება ბევრ რისკთან არის დაკავშირებული, ასეთ დროს სულ მზად უნდა იყოთ პრობლემებისთვის. უმჯობესია სანტექნიკა მთავარი კვანძის სიახლოვეს განათავსოთ - ეს გიხსნით უამრავი პრობლემისგან. ამ მარტივი წესების დაცვით, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ მრავალი შეცდომა, რომელიც გააფუჭებს ყველაზე ძვირადღირებული რემონტსაც კი.