რა უნდა იცოდეთ ავტომატურ ჟალუზებზე, სანამ მათ დაყენებას გადაწყვეტთ

ბოლო დროს ბაზარზე აქტიურად შემოვიდა ავტომატური ჟალუზები. ჟალუზები ფარდების ნაცვლად - ისედაც ბოლოდროინდელი ტრენდია და ბევრი აკეთებს მასზე არჩევანს. დეკორის ეს თანამედროვე ელემენტი სახლს თუ ოფისს არა მარტო განსაკუთრებულ ხიბლს სძენს, არამედ თუ ის ავტომატურია, კომფორტულიც არის მფლობელებისთვის დარეგულირება და მართვა.
აუტანელ მზის სხივებს სავარძლიდან ადგომის გარეშეც გაუმკლავდებით და დილით ძილის გაგრძელება რა სასიამოვნო იქნება საწოლიდან ადგომის გარეშე. გარდა ამისა, ავტომატური ჟალუზების მწარმოებლები სთავაზობენ მომხმარებლებს სასურველ ადგილას სპეციალური ჩამრთველის დამონტაჟებასაც და პულტის გარეშეც არის შესაძლებელი მათი მართვა.
ოფისში ავტომატური ჟალუზები
ძალიან მოსახერხებელია. არ არის საჭირო თითოეული ფანჯრის ჟალუზის ცალ-ცალკე გაღება, მათი მართვა ავტომატურად არის შესაძლებელი.

პლუსები
ავტომატური ჯალუზების მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ის შეგიძლიათ დააყენოთ თქვენთვის სასურველ დროის მონაკვეთზე და ავტომატურად, თქვენს გარეშე ამოქმედდება, ასევე ავტომატურად გაიხსნება მზის ჩასვლის შემდეგ.
მეზობელიბისაგან და უცხო პირთაგან საკუთარი სივრცის დაფარვა.
სივრცის დაცვა გადახურებისგან მზიან ამინდში.
კონდიციონერზე ეკონიმიის გაკეთება.


მინუსები
თანამედროვე მოდელებს ნაკლოვანებები ნაკლები აქვს. ერთ-ერთი მინუსი ალბათ ღირებულებაა. ავტომატური ჟალუზები ბევრად ძვირია, ვიდრე ხელით მრთვადები. 
ღირებულება დამოკიდებულია ჟალუზების ტიპზე - ვერტიკალურია, ჰორიზონტალური, რულონური თუ კომბინირებული. ასევე მასალაზე - ალუმინისაა, ხის თუ ტილოსი. რასაკვირველია, მწარმოებელზეც და ფუნქციოურობაზეც. ყველაზე ძვირი ევროპული ბრენდებია.
მინუსებში ასევე შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ ელექტროჩამრთველი საკმაოდ რთული დასამონტაჟებელია და აუცილებლად კარგმა ხელოსანმა უნდა დააყენოს. ასევე ნებისმიერი დაზიანება ისევ სპეციალისტის ჩარევას და დამატებით ხარჯებს საჭიროებს.
თუმცა ფაქტია, ასეთ კომფორტში ღირს გადახდა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები