ტემპერატურის კლებასთან ერთად, აქტუალური გახდა ბუნებრივ აირზე მომუშავე გათბობის სისტემების სწორად გამოყენება და მონტაჟი. სამწუხაროდ, ყოველ სეზონზე გაუმართავი სისტემების და არასწორი მონტაჟის გამო, ხშირია უბედური შემთხვევები, რომლებიც ხშირად ფატალურადაც სრულდება.
აუცილებელია, ყველა სისტემის სწორად, პროფესიონალების მიერ დაყენება და შემდგომში მათი შესაბამისი მოვლა. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ხელოსანზე და გათბობის პროდუქტზე ეკონომიის გაკეთება, შესაძლოა თქვენთვისაც და თქვენი მეზობლისთვისაც ტრაგიკულად დასრულდეს.
რჩევებისათვის ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას“ სპეციალისტს მივმართეთ. მისი განმარტებით, გაუმართავი გაზის ხელსაწყოებისა და არასტანდარტული საკვამლე და სავენტილაციო არხების ხმარებისას შესაძლებელია სათავსოში მომწამლავი გაზის, CO-ს
გამოყოფა. იგი უფერო, უსუნო, უგემო, ძლიერ მომწამლავია.
გარემოში CO-ს 0.5% შემცველობა 20-30 წთ-ში ახდენს ადამიანზე სასიკვდილო ზემოქმედებას, ხოლო 1% შესუნთქვისას 1-2 წთ-ში იწვევს სიკვდილს
უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მას, ვინც იყენებს ამ დანადგარს, არამედ საშიშია მისი გარემოცვისთვის, გაზის აფეთქების შედეგად შეიძლება დაზიანდეს მთლიანი შენობა.
"გორგიაში" შეძლებთ შეიძინოთ ყველა სახის გათბობის სისტემა საუკეთესო ფასად, ასევე გაზის ინდიკატორები უსაფრთხოებისთვის, აქვე მიიღებთ პროფესიონალურ რჩევას სპეციალისტებისგან. ნუ გააკეთებთ ეკონომიას თქვენს და გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე.
დეტალური ინფორმაციისათვის უყურეთ ვიდეოს.

აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორები:
- ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც მოიხმარს გაზს აუცილებლად უნდა დაამონტაჟოს კვალიფიციურმა ხელოსანმა;
- ნებისმიერი დახურული სივრცე, სადაც უნდა დამონტაჟდეს გაზის აპარატი, აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს, უნდა ჰქონდეს სარკმელი, საიდანაც შემოვა სუფთა ჰაერი!
- გაზის დაერთება უნდა მოხდეს მეტალოპლასტმასის გაზის მილით, რომელიც არის ღია ადგილებზე სპეციალური იზოლაციით დაცული, ხოლო თუ ხდება სილიკონის მილით დაერთება, მილი უნდა იყოს ერთიანი , გადაბმების გარეში ,წელიწადში ერთხელ უნდა შეიცვალოს მთლიანი მილი და დაერთების წერტილები აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს მეტალის ცალუღით;
- გაზის გამათბობელი და წყალგამაცხებელი აპარატების დამონტაჟებამდე აუცილებლად შეამოწმეთ მათი სავენტილაციო და საკვამლე მილი რომ აუცილებლად არის ღია და მასში მოხდება ცივი და ცხელი ჰაერის შეუფერხებელი მოძრაობა.;
- გამათბობლის ან წყალგამაცხელებლის ჩართვამდე თუ მისი ბოლო ჩართვიდან არის გასული მინიმუმ 1 თვე აუცილებლად შეამოწმეთ მისი სავენტილაციო და საკვამლე მილი რათა ცივ და ცხელ ჰაერს არ ქონდეს შეფერხება ( ხშირია ჩიტის ბუდეები ან პოლიეთილენის პარკით გამოწვეული ჰაერის შეფერხება, რაც ფატალურ შედეგს იწვევს)
- შენობაში გაზის სუნის შემჩნევისას შეწყვიტეთ გაზის მოხმარება, გადაკეტეთ გაზის ონკანები, გამოაღეთ კარ-ფანჯრები, გაანიავეთ სათავსო. არ იხმაროთ ღია ცეცხლი, ელექტროხელსაწყოები და არ ჩართოთ ან არ გამორთოთ შუქი. დარუკავშირდით შესაბამის გაზის მომწოდებელ კომპანიას;
- გაზის მოწოდების შეწყვეტის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოხდეს შემოწმება გადაკეტილია თუ არა ონკანები: გაზის მრიცხველთან, გაზქურასთან, წყალგამაცხელებელთან და გამათბობელ ხელსაწყოებთან;
- გაზის ხელსაწყოებით სარგებლობის დროს ხშირად გაანიავეთ სათავსო;
- გაზზე მომუშავე ყველა სახეობის გამათბობელი და წყალგამაცხელებელი მოწყობილობის მონტაჟი და ექსპლუატაცია (გარდა გაზქურის), რომელთა გამოყენებისას წვისათვის საჭირო ჰაერი აიღებს ოთახიდან და ნამწვის გაწოვა არ ხდება კვამლსადენების მეშვეობით არის აკრძალული, ნებისმიერ მოწყობილობას აუცილებლად უნდა ქონდეს ორი კამერა, რაც ნიშნავს იმას რომ სავინტილაციოდ უნდა ქონდეს დამატებითი არხი და არანაირი შეხება არ უნდა ქონდეს წვის პროცესს ოთახის ჟანგბადთან;
- აუცილებლად უნდა მოხდეს ნებისმიერ სივრცეში სადაც არის დამონტაჟებული აპარატი რომელიც მუშაობს გაზზე , ან ამ ოთახში არის გაზის გაყვანილობა, აუცილებლად უნდა მოხდეს დამონტაჟება გაზის დეტექტორის, რომელიც უნდა იყოს დაერთებული გაზის სარქველზე. სარქველი გაზის გაჟონვის შემთხვევში მიიღებს დეტექტორიდან სიგნალს და მოხდება გაზის მიწოდების შეწყვეტა;
- გაზის წყლის გამაცხელებელი, თუ მონტაჟდება შენობაში, აუცილებლად უნდა იყოს ორ კამერიანი და მისი კორპუსი უნდა იყოს სრულად შეკრული, რათა ოთახის ჟანგბადთან არ ქონდეს არანაირი შეხება მის შიდა გაყვანილობას;
- პასუხისმგებლობა საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების ექსპლუატაციაზე ეკისრებათ მომხმარებლებს, ამიტომ გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის სიცოცხლეს.

კომენტარები