ბევრ სახლში არ არის ისეთი ზომის აბაზანა, სადაც სარეცხის მანქანის დადგმა თავისუფლად არის შესაძლებელი, ამიტომაც დიასახლისები გამოსავალს სხვაგან პოულობენ და ალტერნატიულ ვარიანტად სარეცხის მანქანის სამზრეულოში დამონტაჟებას განიხილავენ.
შევეცდებით განვიხილოთ ეს თემა და აგიხსნათ, რატომ არ არის სარეცხის მანქანის სამზარეულოში დამონტაჟება მთლად სახარბიელო ვარიანტი.
სანამ სარეცხის მანქანის სამზარეულოში დამონტაჟების გადაწყვეტილებას მიიღებთ, პირველ რიგში გაითვალისწინეთ თქვენი იატაკის საფარი, თუ ის ხის არის, იქ სარეცხის მანქანის დამონტაჟება ჩათვალეთ, რომ არ შეიძლება. გარდა იმისა, რომ რეცხვის დროს თქვენი იატაკი მუდმივად იზანზარებს, წყლის გაჟონვის შემთხვევაში,
რომლისგანაც დაზღვეული არავინ არის, სავალალო მდოგმარეობაში აღმოჩნდებით და შესაძლოა მთელი იატაკი გამოსაცვლელი გაგიხდეთ.
ასევე არ გვგონია, რომ სარეცხის მანქანის გამოღებული კარი თქვენი სამზარეულოს ინტერიერში ჰარმონიულად იწერებოდეს. არც გასარეცხი სარეცხი და ფხვნილის ყუთები თუ ქილები დაამშვენებს ინტერიერს.
ეს არაჰიგიენურიც არის და მუდმივად ყურადღებით უნდა იყოთ, რომ სარეცხის საშუალება საკვებს არ შეერიოს.
თუ რეცხვის დროს მანქანის მიერ გამოცემულ ხმებსაც გავითვალისწინებთ, ძნელი წარმოსადგენია, ამ დროს სამზარეულოში ვინმეს ყავის დალევა ესიამოვნოს.
გირჩევთ მაქსიმალურად ეცადოთ მანქანა როგორმე აბაზანაში მოათავსოთ სამზარეულოს კი სიმყუდროვე არ დაუკარგოთ.

კომენტარები