შესაღები კვერცხები ჭრელ ქსოვილში გაახვიეთ და მოხარშეთ - ყველაზე ორიგინალური ფერების საიდუმლო

მალე ყველა ოჯახში კვერცხების შეღებვას დაიწყებენ. ტრადიციული ფერის გარდა კვერცხების ნაირ-ნაირად გაფორმებაც ბევრს იზიდავს. საამისოდ ბევრი სპეციალურ სტიკერებს ყიდულობს, ზოგი კი ხელით ხატვას ამჯობინებს. 

წარმოგიდგენთ კვერცხების გაფორმების კრეატიულ და მარტივ იდეას. იმდენად ადვილია, ბავშვიც კი მოახერხებს.
დაგჭირდებათ:
1. რამდენიმე ნაჭერი ფერადი აბრეშუმის ქსოვილი
2. თხელი თეთრი ქსოვილი
3. თოკი
4. ძმარი
5. კვერცხი
დაჭერით აბრეშუმის ქსოვილი კვადრატულ ნაჭრებად ზომით 17/17სმ. მჭიდროდ შეახვიეთ კვერცხი ჯერ ფერად ქსოვილში, შემდეგ - თეთრში. შემოახვიეთ თოკი, ჩადეთ ქვაბში და

დაასხით წყალი. დაამატეთ
3 სუფრის კოვზი ძმარი და დადგით მოსახარშად 15 წუთის განმავლობაში. როცა მოიხარშება, გააგრილეთ და გახსენით. შედეგი გაგაოცებთ.

სხვათა შორის, ცალკე აბრეშუმის ნაჭრების ნაცვლად ბევრი ამისთვის ჰალსტუხებსაც იყენებს, იგივე მეთოდით. შეგიძლიათ სცადოთ. იხილეთ ვიდეო

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები