პუფი ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკული ნივთია. მრავალფუნქციურიც - შეგიძლიათ გამოიყენოთ სავარძლადაც და პატარა მაგიდადაც კი. პუფის შინ დამზადება არც ისე რთული ყოფილა. გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე გამოცდილ ვარიანტს ფოტოიდეების სახით და იმედია, რომელიმე მაინც გამოგადგებათ.
ერთ-ერთი ტრადიციული მეთოდი, რასაკვირველია, შეკერვაა. საამისოდ უნდა იყიდოთ სპეციალური ღრუბელი, რითაც ამოავსებთ პუფს, ასევე ორი ნაჭერი - ერთი შიდა გარსისთვის და მეორე - გარეთა შემოსაკრავი. აი, ასე, როგორც ფოტოზეა.

ასევე პრაქტიკულად იყენებენ ძველ საბურავებს, რომლებზეც ზემოდან მოწვნაც შეიძლება, შალითის გამოკვრაც, გადაჭიმვაც და უბრალოდ შემოკერვაც. აი, ესეც საბურავების ვარიანტები:




 ბოლო დროს
ბოლო დროს 








 
  
                                                                     
                                                                     
                                                                     
                                                                     
                                                                     
                                                                     
                                                                     
                                                                     
                                                                     
       
                 
                 
                 
         
                            
                         
                                 
                                 
                                 
       
                                
                             
                                        
                                     
                                        
                                     
                                        
                                     
                     
                     
                     
                     
       
                 
       
                 
                