ამას რომ წაიკითხავთ, ახლავე მოხსნით მაგნიტებს მაცივრიდან!

თითქმის ყველა ოჯახში მაცივარი მაგნიტური სუვენირებით არის სავსე, თუმცა ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რამდენად უსაფრთხოა ეს მაცივრისთვის. მეცნიერებმა არაერთხელ შეისწავლეს ეს საკითხი და ასეთი დასკვნები გამოიტანეს:

მაგნიტების გავლენა დაკავშირებულია მაგნიტურ ველთან, რომელსაც ერთმანეთთან ახლო-ახლოს მიკრული მაგნიტები ქმნიან და ნეგატიურად ზემოქმედებენ მაცივრის მექანიზმზე და ასევე საკვებ პროდუქტებზე. თუმცა მეცნიერების თქმით, ასეთ გავლენას მაგნიტები ძირითადად შეიძლება ახდენდეს ძველ მაცივრებზე, რომლებსაც შედარებით თხელი საფარი აქვთ ან კიდევ უფრო ცუდი - გაკაწრულია. ასეთ შემთხვევაში მასზე არაფრით არ შეიძლება მაგნიტის მიკვრა.

მაგნიტებმა

ასევე შეიძლება დააზიანოს ნებისმიერი მაცივრის საფარი, გაუჩინოს ნაკაწრები, რაც შემდეგ მის დაზიანებას დააჩქარებს და მაგნიტური ველოს ზემოქმედებასაც გააძლიერებს.

ასე რომ, ძალიანაც ნუ გაგიტაცებთ მაგნიტური სუვენირები - ზომიერი ყველაფერი კარგია. თუ არ მოგწონთ უბრალოდ თეთრი, ვერცხლისფერი ან სხვა ტრადიციული ფერის მაცივრები, ალტერნატივად გთავაზობთ დიზაინერების რჩევებს, როგორ შეიძლება გააფერადოთ და გაახალისოთ მაცივარი, მაგნიტების გამოყენების გარეშეც.

როგორ განვაახლოთ ძველი მაცივარი?


მხიარული წებოვანი სურათების გამოყენება მოძველებული მაცივრის გასაახლებლად ყველაზე მარტივ მეთოდად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ასეთი სურათების სიმრავლე იძლევა საშუალებას, ნებისმიერი ადამიანის გემოვნება იყოს დაკმაყოფილებული.


დეკუპაჟი
მაცვრის განახლება ტექნიკის მეშვეობით საკმაო სირთულეებთან და მოთმინებასთან არის დაკავშირებული, თუმცა შედეგი გასაოცარი არის ხოლმე. ასეთი კრეატიული მაცივრით ნებისმიერი დიასახლისი შეძლებს თავის მოწონებას.

გადაღებვა
მობეზრებული ფერის განახლება ყოველთვის ამართლებს. ფერის შერჩევა აბსოლუტურად დიასახლისის გემოვნებაზეა დამოკიდებული. გაითვალისწინეთ, სანამ მაცივრის გადაღებვას გადაწყვეტთ, სათანადოდ უნდა მოამზადოთ შესაღები ზედაპირი.

შპალერი
თუ ფინანსური შესაძლებლობები არ გაქვთ, მაგრამ მაცივრის განახლება ძალიან გინდათ, შესაძლებელია გამოიყენოთ ის, რაც ხელთ გაქვთ, მაგალითად შემორჩენილი შპალერი, ეს უმარტივესი და საკმაოდ ეფექტური მეთოდი გახლავთ, და რაც მთავარია, არ არის დაკავშირებული ფინანსურ ხარჯებთან.

ფოტოები
გაალამაზეთ თქვენი მაცივარი ტკბილი მოგონებებით. დაბეჭდეთ ფოტოები და განათავსეთ ისინი მთელ მაცივარზე. მშვენიერი იდეაა, რომელიც განწყობას გაგილამაზებთ.

ხის იმიტაცია
საღებავის მეშვეობით საკუთარი მაცივრისგან ნამდვილი არტ-ობიექტის შექმნაა შესაძლებელი. ასეთი მაცივარი ძალიან მოუხდება ვინტაჟურ, ხის სამზარეულოს.

ასე რომ, მონდომების შემთხვევაში, ფანტაზიისა და საკმაოდ იაფი საშუალებებით შესაძლებელია შესანიშნავი შედეგის მიღება.

კომენტარები

iako 2017-04-06 14:40
ასეთ უგემოვნობას, მაგნიტები სჯობია....

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები