წლების წინ დეიდას მიტანილმა ყავისაგან დამზადებულმა ხემ ნათია გაფრინდაშვილს გაუჩინა იდეა, რომ თვითონაც დაეწყო ყავის მარცვლებისგან სხვადასხვა სუვენირის დამზადება. მუშაობაში მიღებულ გამოცდილებასთან ერთად მისი იდეებიც უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა.
– დეიდაჩემი თვითნასწავლი ხელოვანია, შეიძლება ითქვას რომ, რასაც ხელს მოკიდებს ყველაფერს ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნის. იცოდა, ყავა ძალიან რომ მიყვარს და გამახარა. ეს ხე ჩემს საწერ მაგიდაზე საპატიო ადგილას იდგა და თავისი სურნელით სულ მაბრუებდა.
სწორედ ამ მაგიდასთან ვიჯექი დაღლილი, როდესაც მომივიდა იდეა, რომ ამ სურნელს როგორც მე მოვყავარ ხასიათზე და მაფხიზლებს,
შეიძლება სხვაც მოიყვანოს. ამ ერთი შეხედვით გასაართობი საქმის კომერციული განვითარება დავინახე. დავიწყე ფიქრი როგორც მომხმარებელმა, როგორ შეიძლებოდა ამ ნივთის სხვა თემატიკით დატვირთვა და არა მარტო სუვენირის ფორმის შენარჩუნება, არამედ სხვა ფუნქციების შეძენაც. ასე დაიბადა სურნელოვანი ყავის დასადების იდეა, შემდეგ იყო საათი, საშაქრე და ბევრი სხვა. მეორე დღეს გუნდის წევრებს გავაცანი იდეა ძალიან მოეწონათ და მათაც დაიწყეს იდეის დახვეწა.
– რა დროს ანდომებთ ერთ ნამუშევარს?
– პროდუქტის დამზადებას საკმაოდ დიდი დრო და ენთუზიაზმი სჭირდება, მიწევს ღამეების თენება, თუმცა უკვე შექმნილს რომ უყურებ, გსიამოვნებს, შექმნის პროცესი ერთი სიამოვნებაა, მით უმეტეს, რომ დიდი დატვრთვა აქვს გამოუყენებელი ნივთების გამოყენებას. რომ არა დედაჩემის მხარში დგომა, დიდ შეკვეთებზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იქნებოდა, რადგან ვსწავლობ, თან ვმუშაობ, თითო ნივთის შექმნას კი 2-3 საათი სჭირდება, ამიტომ ვეძებ ხშირად ალტერნატიულ გზებს, ნივთების სწრაფად დასამზადებლად.
– რატომ მაინცდამაინც ყავა?
– ჩვენს ეპოქაში სტრესული სამუშაო გრაფიკის გამო ხშირად გვიწევს ღამეების თენება, რომ წარმატებას მივაღწიოთ. შესაბამისად ყავა ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი ხდება, რათა გაუმკლავდეთ ამ სტრესს. ყავა მეც ძალიან მიყვარს, ამიტომ რატომაც არა, ხან იმის დროც არ გვაქვს რომ 5 წუთით ყავის შესვენება ავიღოთ. ეს ნივთები კი ერთგვარი არომატიზორია, თავბრუდამხვევი ყავის სურნელი, ყველაზე სტრესულ გარემოშიც კი მოგიყვანთ ხასიათზე, ამ ნამუშვრებს კი სწორედ ეს ფუნქცია აქვს.
ნინო ჩიქოვანი