საუკეთესო იდეები ფეხსაცმლის სათავსოსთვის - თქვენი ხელით

ფეხსაცმლის შესანახი სათავსო ყველა სახლში უნდა იყოს, რამდენად პატარაც არ უნდა იყოს ის, ეს დაუწერელი კანონია. წინააღმდეგ შემთხვევაში ქაოსი გარდაუვალია. თუ სახლში ცოტა ადგილი გაქვთ, ისეთი საშუალების მოფიქრება შეიძლება ფეხსაცმლის შესანახად, რომ არც ადგილს დაიკავებს და არც თვალს მოხვდება ცუდად.

ფეხსაცმლის შესანახი პუფი
ფეხსაცმლის პუფი სულო უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება და ძალიან კარგადაც ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, გარდა ამისა ის ძალიან ლამაზად გამოიყურება.
ასეთი პუფის გაკეთება საკუთარი ხელითაც არის შესაძლებელი, პლასტიკური ბოთლებისგან, ფანერებისგან, საბურავისგანაც კი.

ფეხსაცმლის სათავსო პალეტებისგან
არც
მეტი, არც ნაკლები, პალეტები ამ შემთხვევაში ძალიან კარგ სამსახურს გაგიწევთ. კარგად გააშალაშინეთ, გადაღებეთ და მშვენიერი სათავსო მზად არის.

ძველი ხის ყუთები
კიდევ ერთი ვარიანტი თქვენთვის საჭირო სათავსოს გასაკეთებლად.

ვიწრო ფეხსაცმლის სათავსო
ასეთი კარადა მცირეგაბარიტიანი ბინისთვის მისწრებაა. ადგილსაც დაზოგავთ და ძალიან პრაქტიკულიც არის.

პატარა მაგიდა ფეხსაცმლის თაროთი
ასეთი პატარა შესასვლელის მაგიდა, იგივე ტუმბო, ყველა მაღაზიაში იყიდება, ეცადეთ ისეთი შეარჩიოთ, თაროც რომ ჰქონდეს და ორ პრობლემას ერთდროულად მოაგვარებთ.

აბა, ამ მილებს შეხედეთ, რა ორიგინალური და საინტერესო გადაწყვეტილებაა. თუ კრეატივი გიზიდავთ და მზად ხართ თამამი გამოწვევებისთვის, ეს სათქვენო ვარიანტია.

აი, ასეთი თაროს გაკეთებაც ძალიან ადვილად არის შესაძლებელი და ძალიან პრაქტიკული სახმარიც გახლავთ, საამისოდ მხოლოდ მონდომებაა საჭირო, არჩევანი კი თქვენთვის მოგვინდვია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები