არის შემთხვევები, დაინახავ ულამაზეს კომპოზიციას ვიტრინაში და მოსვენებას კარგავ,რა სილამაზეა, ნეავტ ვინ და როგორ გააკეთა, ასეთი სახლში რომ მქონდეს.
აი, მაგალითად მრავალ ჟურნალში შეიძლება წააწყდეთ ასეთ უნიკალურ კომპოზიცის, რომელიც გოგრით არის შექმნილი. მართლაც საოცარი საშემოდგომო სურათია. არადა, ამის გაკეთება საკუთარი ხელითაც არის შესაძლებელი. კომპოზიციის სექმნისას მთავარი სირთულე მისი დაწყების გადაწყვეტილებაა, დანარჩენი კი ადვილია.
დაგჭირდებათ:
საშუალო ზომის გოგრა
ფლორისტების ღრუბელი
პოლიეთილენის პარკი
თხელი სკოტჩი
მაკრატელი
ყვავილები
ფოთლები
1. პირველ რიგში უნდა მომზადდეს გოგრა. მაკრატლით ფრთხილად მოაჭერით თავი, თუმცა მოჭრილი ნაწილი არ
გადააგდოთ, ის შესაძლოა დეკორისთვის გამოგადგეთ.
2. კოვზის მეშვეობით ამოაცალეთ გოგრას რბილობი. იმისათვის, რომ მოაშოროთ სისველე, გამოიყენეთ ქაღალდის ხელსახოცები. რბილობის გამოყენება კი საჭმელად არის შესძლებელი, მისგან რამეს მოამზადებთ.
3. აიღეთ ფლორისტის ღრუბელი და მოაჭერით ნაწილი ისე, რომ ამოავსოს გოგრის ქვედა ნაწილი.
4. ღრუბელი, იგივე ოაზისი წყლით უნდა გაჟღინთოთ, საამისოდ იგი უბრალოდ წყლით დაასველეთ. როდესაც წყალში ჩაიძირება, მზად არის.
5. შემოახვიეთ ოაზისს პოლიეთილენი, მის დასაფიქსირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სკოჩი. ეს ეტაპი საჭიროა იმისთვის, რომ ღრუბელმა არ შეიწოვოს გოგრის სითხე და კომპოზიციამ დიდხანს იარსებოს.
6. და ბოლოს, ყველაზე მთავარი და სასიამოვნო პროცესი, ყვავილებით გაფორმება. აქ კი ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რითი აფორმებთ კომპოზიციას, ეს შესაძლოა იყოს მინდვრის ყვავილები, სხვადასხვა ფერის ვარდები, ხის ტოტები და უამრავი სხვა რამ.
7. ეცადეთ ყვავილები სხვადასხვა სიმაღლის იყოს.
8. როდესაც კომპოზიციას დაასრულებთ შესაძლოა მას თავზეც დაახუროთ.
ასეთი კომპოზიცია ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს.