კასპის რაიონში და არა მარტო, ბევრი იცნობს ახალგაზრდა ოსტატს გიორგი ნიპარიშვილს. გიორგიმ ქართული ხალხური საკრავების დამზადებით გაითქვა სახელი. კასპის საერო გიმნაზიაში სწავლობდა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტზე გააგრძელა. ამჟამად მაგისტრატურაზე სწავლობს ამავე სპეციალობით. საკრავების დამზადება 16 წლის ასაკში, საკუთარი ძალისხმევით დაიწყო. დღემდე 300 სხვადასხვა სახეობის ინსტრუმენტი აქვს დამზადებული. ამბობს, რომ ეს არის საქმე, რომელიც მისი ცხოვრების თანამგზავრია და ამაზე უარს ვერასოდეს იტყვის.
- ბავშვობაში ყოველთვის მიტაცებდა სხვადასხვა ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების აგებულებისა და მუშაობის პრინციპების შესწავლა
.ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი ხელით შემექმნა რაღაც ახალი და სხვათა შორის, ეს ყველაფერი კარგად გამომდიოდა. ჯერ კიდევ 13 წლის ვიყავი, როცა საკუთარი ხელითა და შესაძლებლობით, ყველასგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა ტექნიკის დეტალების გადაკეთებითა და ერთმანეთთან დაკავშირებით შევქმენი ერთადგილიანი მანქანა, რომლითაც შემეძლო, უპრობლემოდ გადავადგილებულიყავი ქალაქის ნებისმიერ ადგილას.
- ხალხური საკრავების დამზადება ვინ გასწავლათ და როდის დაინტერესდით ამ საქმიანობით?
- ყოველთვის მიყვარდა და მიტაცებდა ქართული სიმღერა, ფოლკლორი და ტრადიციული ხალხური მუსიკალური საკრავები, რომელთა აგებულებითა და დანიშნულებითაც მალე დავინტერესდი. შევიძინე რამდენიმე სახის ხალხური ინსტრუმენტი და დამოუკიდებლად დავიწყე დაკვრის შესწავლა. ამ ყველაფერმა ისე გამიტაცა და იქამდე მივედი, მათი დამზადება ვცადე. ამ დროს 16 წლის ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროსთან დაკავშირებით არავისგან არანაირი ინფორმაცია არ მიმიღია, მაინც ვცადე სახლის პირობებში მათი დამზადება. უამრავი პრობლემის გადაჭრისა და შეცდომის გამოსწორების შემდეგ შევძელი შემექმნა თითოეული საკრავის განსაკუთრებული მოდელი, რომელიც სხვებისგან სხვადასხვა ნიშნით გამოირჩეოდა.
- რა საკრავებს ამზადებთ?
- დღესდღეობით დამზადებული მაქვს დაახლოებით 300 ინსტრუმენტი, მათ შორის: ფანდური (ხალხური, კლასიკური), ბანის ფანდური (ბასფანდური), ჩონგური, დაირა, ჭუნირი (ჭიანური), დოლი, ქართული გარმონი (ბასგარმონი), კონტრაბასი. ამჟამად ვამონტაჟებ სპეციალურ დანადგარებს, ჩასაბერი ინსტრუმენტების დასამზადებლად.
- რამდენად საინტერესოა მათზე მუშაობა, რას გრძნობთ და განიცდით მუშაობის დროს?
- საინტერესოა, როგორ მზადდება ჩვეულებრივი მორისგან თითოეული საკრავი და ეტაპობრივად როგორ ემსგავსება მორი ამა თუ იმ მუსიკალურ ინსტრუმენტს. დასრულების შემდეგ დიდად სასიხარულო და სასიამოვნო მოსასმენია თითოეული პირველი ბგერა, პირველი ხმის ამოღება, რომელსაც ყოველთვის ვუკავშირებ ახალდაბადებული ბავშვის პირველ ტირილს.
- ყველა მათგანზე იცით დაკვრა?
- რა თქმა უნდა, ვუკრავ ყველა ინსტრუმენტზე, მუსიკალური აღქმისა და სმენის გარეშე შეუძლებელია დაამზადო და მუსიკალურად პროფესიონალურ დონეზე გამართო ნებისმიერი საკრავი. დაკვრაც დამოუკიდებლად, ქართული ფოლკლორის სიყვარულითა და ინტერესით შევისწავლე.
- რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მათი შექმნის დროს სწორად შერჩეულ მასალას?
- ნებისმიერი საკრავის დამზადების დროს მნიშვნელოვანი ფაქტორია მასალის სწორად შერჩევა და სხვადასხვა მასალით დამზადებულ ინსტრუმენტზე ზომების შესაბამისად დაცვა. მე ძირითადად ვიყენებ ცაცხვის, ნეკერჩხლის, ნაძვის, კაკლის, თუთისა და ჭერმის მასალას. გამოცდილებიდან გამომდინარე, უპირატესობას ვანიჭებ თუთისა და ჭერმის კლასიკურ, ხოლო კაკლის ხალხურ და ბანის ფანდურს. ასევე გამოვარჩევ ჭერმის ხისგან დამზადებულ სალამურს და დუდუკს.
- ქართულ გარმონი როგორ მზადდება? ალბათ დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს...
- ქართული გარმონის დამზადება დაკავშირებულია არა მარტო ხესთან მუშაობასა და მუსიკალურ გამოცდილებასთან, არამედ სხვა მრავალი განსაკუთრებულად ზუსტი ზომების დეტალის დამზადებასთან. მისი თითოეული დეტალის დასამზადებლად სპეციალურად შექმნილი მაქვს შესაბამისი საყალიბო მოწყობილობები, რომელიც მეტნაკლებად აიოლებს თითოეულ ოპერაციას და მეხმარება ზომების ზუსტად დაცვაში. გარმონის დამზადებას საშუალოდ სჭირდება ხუთი თვე სჭირდება. ყოველი დეტალი უნდა დამზადდეს და ერთმანეთს დაუკავშირდეს უმაღლესი სიზუსტით.
- მოთხოვნა რამდენად დიდია ქართულ საკრავებზე და ძირითად ვინ არიან თქვენი დამკვეთები?
- უკვე შვიდი წელია ამ საქმით ვარ დაკავებული. თავიდან ქართულ საკრავებზე მოთხოვნა მაინცდამაინც დიდი არ იყო, თუმცა თანდათან გაიზარდა. ამ პერიოდში გამიცნო ბევრმა ცნობილმა თუ მოყვარულმა მუსიკოს-შემსრულებელმა და საკრავებსაც ძირითადად ისინი მიკვეთავენ. ხშირად ვუმზადებ ინსტრუმენტებს სახელმწიფო ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებს.
- უცხოელები თუ ყიდულობენ თქვენს ნამუშევრებს და ინფორაციას თუ აწვდით ქართული საკრავების, მათი ისტორიის შესახებ?
- ჩემს მიერ დამზადებული ინსტრუმენტების დიდი ნაწილი უცხოეთშიც არის გატანილი.
ძირითადად დაინტერესებულნი არიან იქ მცხოვრები ქართველები და ხშირია შემთხვევები, როცა იმ ქვეყნის მოქალაქეებსაც უჩნდებათ სურვილი იქ მყოფი ქართველების დახმარებით და რეკომენდაციით შეისწავლონ ამ ინსტრუმენტებზე დაკვრა. მე შეძლებისდაგვარად ყოველთვის ვცდილობ ამ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ უცხოელს მივაწოდო თითოეული ინსტრუმენტის შექმნისა და დღემდე მოღწევის ისტორია.
- რაიმე უცნაურ ან საინტერესო ამბავს ხომ არ გაიხსენებთ, რომელიც თქვენს ხელობას, ნამუშევრებს უკავშირდება?
- ჩემს ნამუშევრებთან დაკავშირებით გავიხსენებ ერთ შემთხვევას, რომელიც მე და ჩემს მეგობარს თბილისის ქუჩაში გადაგვხდა თავს. ჯერ კიდევ 17 წლის ვიყავი. ელექტრო დანადგარების მაღაზიებში ვეძებდით ხელსაწყოებს, რომლებიც ჩემს საქმიანობაში დამეხმარებოდა. ჩემს მეგობარს ხელში ეკავა ფანდური, რომელის დამზადებაც სულ რამდენიმე დღის დასრულებული მქონდა, რაც მასზე ახლადწასმული ლაქ-საღებავის სუნითაც იგრძნობოდა. მოულოდნელად, ბოდიშის მოხდით გაგვაჩერა საკმაოდ ხნიერმა კაცმა, რომელსაც ძალიან მოეწონა ეს ინსტრუმენტი. მიხვდა, რომ ახალი იყო და ჩემს მეგობარს სთხოვა, მიეცა იმ ოსტატის კოორდინატები, ვინც ინსტრუმენტი დაამზადა. ღიმილით ვუთხარით, რომ ეს ინსტრუმენტი ჩემს მიერ იყო დამზადებული. მან ვერ წარმოიდგინა, რომ 17 წლის ჯერ კიდევ ბავშვს შეეძლო ასეთი საკრავის დამზადება და ჩვენი ნათქვამი შეურაცხყოფად მიიღო. გვითხრა, რომ ამ ასაკის ადამიანი მასხრად არ უნდა აგვეგდო და სიტყვის თქმაც აღარ გვაცალა, ისე მოგვაჩეჩა ხელში ეს ფანდური და ჩქარი ნაბიჯით გააგრძელა გზა.
- მოსწავლეები თუ გყავთ?
- არის რამდენიმე ბავშვი, რომელებსაც აინტერესებთ ეს საკითხი და ცდილობენ ჩემგან ისწავლოს საკრავების დამზადების თავისებურებები.
- როგორ შეაფასებდით თქვენს განვლილ ცხოვრებას და როგორ ხედავთ მომავალს?
- მე ვფიქრობ, რომ ცხოვრების სწორი და სამართლიანი გზა მაქვს არჩეული. ჩემთვის დღესდღეობით ეს საქმიანობა უკვე ცხოვრების წესადაა ქცეული და ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი დღე ამ სფეროსთან კავშირის გარეშე. მართალია მაქვს ჩემი ძირითადი პროფესიაც, მაგრამ უპირატესობას მაინც ქართულ ეროვნულ საქმესთან კავშირს ვანიჭებ!
ამ ხნის მანძილზე ჩემი საქმიანობა დამეხმარა მიმეღო დიდი ცოდნა და გამოცდილება, შემეძინა ბევრი კარგი მეგობარი. მიხარია, რომ დღესდღეობით უკვე მაქვს ყველა ის აუცილებელი და საჭირო დანადგარი, რომელიც ერთიორად აადვილებს სხვადასხვა დეტალის დამზადებას. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ამ საქმით დაინტერესდებიან ახალგაზრდები და ეცდებიან მომავალ თაობას გააცნონ და შემოუნახონ ეს უძველესი ტრადიციები, რომლებმაც ჩვენამდე ბევრი დაბრკოლების მიუხედავად მაინც მოაღწია.
მერი ბლიაძე

კომენტარები