ალბათ ბევრს არ გიფიქრიათ, რაში შეიძლება გამოიყენოთ საკერავი მანქანა კერვის გარდა. თუმცა თბილისში ცხოვრობს კაცი, რომელმაც საკერავ მანქანას სხვა დანიშნულება მოუძებნა და მისი ნაწილებით ორიგინალური ნივთების შექმნა დაიწყო. ვაჟა ხაჩიური პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია. ხუთი წლის წინ საკერავი მანქანის სადგამით მაგიდა გააკეთა. დაშლილი ნაწილები გადასაყრელად ვერ გაიმეტა და გადაწყვიტა, ხელოვნების ნიმუშები შეექმნა.
- ინჟინერ-მექანიკოსი ვარ, ვმუშაობ ერთ-ერთ ქართულ კომპანიაში ენერგეტიკული სამსახურის უფროსად. დაახლოებით ხუთი წლის წინ დავიწყე ხელნაკეთი ნივთების გაკეთება. ბავშვობაშიც მიტაცებდა მინიატურების კეთება, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ მაინც ასაკის ბრალია. დავიწყე ნივთების გაკეთება, რომელსაც ჰქვია Steampunk. თავიდან დავიწყე მცირე ზომის ნივთებით, როგორიცაა გლობუსი, ყვავილები, შემდეგ გამიჩნდა იდეა, საკერავი მანქანისგან გამეკეთებინა შედარებით დიდი ზომის ნივთები. საკერავ მანქანას აქვს ისეთი ფორმის დეტალები, რომლისგანაც სხვადასხვა საინტერესო ნივთი გამოვიდოდა. ვშლი საკერავ მანქანას და შემდეგ ნაწილებად ვჭრი. ვაკეთებ მონახაზს და ვიწყებ მუშაობას. საკერავ მანქანას აქვს ბორბლები, რომელზეც უნდა მოერგოს იმ ნივთის კონსტრუქცია, რომელსაც ვაკეთებ. დროთა განმავლობაში სერიოზული სახე მიიღო ჩემმა ნამუშევარმა, დღითიდღე ვართულებდი და ვხვეწდი ხელობას. აშკარად იგრძნობა, რომ ეს ნივთები საკერავი მანქანის ნაწილებით არის შექმნილი. ნივთები კეთდება ფერადი ლითონებისგან, ვიყენებ ტყავს, ხავერდს და აბსოლუტურად ყველა დეტალს ვამზადებ ხელით. ასევე გამოვიყენებ დიოდურ სანათებს. ვაწყობ ამ ყველაფერს და ვღებავ, როგორც ჩვეულებრივი მანქანა.
- რა დროს ანდომებთ მათ შექმნას?
- როგორც წესი, 3-4 თვე მაინც მჭირდება, რომ ერთი ნივთი დავამზადო. შემდეგ ხდება ამის შეფუთვა.
- რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ეს მიმართულება, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ნივთები საკერავი მანქანის ნაწილებისგან შეგექმნათ?
- ალბათ გინახავთ, ძველი საკერავი მანქანებისგან აწყობენ მაგიდებს, რაც ძალიან ორიგინალურია. ამ მიზნით ვიყიდე საკერავი მანქანა. ამ მანქანას, რომ ვუყურებდი, შემეცოდა გადასაგდებად და ვიფიქრე, ნაწილებისგან გავაკეთებ სხვა საინტერესო ნივთებს-თქო. როგორც გითხარით, თავიდან მცირე ზომის ნივთები გავაკეთე, შემდეგ უკვე დავხვეწე და დიდი ზომის ნივთებზე გადავედი. გავაკეთე თვითმფრინავი, ზარბაზანი, თბომავალი და ა.შ. არის შემთხვევა, რომ რაღაც ნივთზე ერთი საკერავი მანქანა არ მყოფნის და ორს ვიყენებ, ხან სამს. ორთქმავალის გასაკეთებლად ექვსი საკერავი მანქანა გამოვიყენე.
- დაგითვლიათ, სულ რამდენი საკერავი მანქანა გაქვთ ამ ხნის მანძილზე დაშლილი?
- დაახლოებით 62 საკერავი მანქანა მაქვს გამოყენებული. ზოგს ნავთლუღის ბაზარში ვყიდულობ, ზოგს - მშრალ ხიდზე, ზოგსაც - ჯართში და ასე ვაგროვებ.
- რა ზომისაა თქვენს მიერ შექმნილი ნივთები?
- ორთქლმავალი არის 95 სანტიმეტრი. დანარჩენები - 35-40-50 სანტიმეტრი. თუმცა თითოეული ნივთი ძალიან მძიმეა, რადგან საკერავი მანქანა დამზადებულია თუჯისგან. თუჯთან მუშაობა ცოტა რთულია. ნივთის გაჭრა ადვილია, მაგრამ შედუღებაა რთული.
- ამ ნივთებს მხოლოდ თქვენთვის ქმნით, თუ ყიდით კიდეც?
- ეს არის ჩემი ჰობი და ვქმნი ჩემთვის, მაგრამ ორი ცალი გაიყიდა. საჩუქრად უნდოდათ და მთხოვეს ორთქლმავალი გამეკეთებინა. ეს წაიღეს აზერბაიჯანში, რკინიგზის მინისტრს წაუღეს საჩუქრად. არასოდეს მქონია მანამდე შეხება ორთქლმავალთან. ერთ თვეში შევისწავლე, სად რა უნდა დამეყენებინა, რა პარამეტრები იყო გასათვალისწინებელი, რამდენი ბორბალი სჭირდებოდა და ა.შ. ორთქლმავალში შიგნით გავაკეთე ქვაბი, მანომეტრები, ჩავდგი ტელეფონი, სკამები და სხვა. როგორც გითხარით, მანამდე ეს ყველაფერი შევისწავლე და შემდეგ ისე გავაკეთე. მეორე ორთქლმავალი წაიღეს თურქეთში და საჩუქრად გადასცეს რკინიგზის, ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის მინისტრს.
ჩემი ნივთებიდან ეს ორი გაიყიდა, ერთი გავაჩუქე და დანარჩენი ჩემთან ინახება. ახლო მომავალში ვფიქრობ საკმაოდ სერიოზული გამოფენის მოწყობას. სახლში ამჟამად 12 ნამუშევარი მაქვს და მეცამეტეს ვაკეთებ. ამჟამად ვმუშაობ ტროას ცხენზე, რომელსაც ვაკეთებ პატარა ზინგერის მანქანისგან.
- თუ დაინტერესებულხართ, მსგავს ნივთებს ამზადებს ვინმე საქართველოში?
- საქართველოში არავინ არ აკეთებს, თუცა ვნახე უცხოურ საიტებზე, რამდენიმე მუშაობს მსგავს ნივთებზე. უბრალოდ ისინი მანქანებს არ ჭრიან, მხოლოდ ბორბლებს უკეთებენ და არც ღებავენ და ცოტა პრიმიტიულია. ასეთები შემიძლია გავაკეთო ორ დღეში.
- თუ გიცდით მათთან დაკავშირება, გამოცდილების გაზიარება?
- რამდენიმე მყავს ფეისბუქზე დამატებული. ვაფასებთ ერთმანეთის ნამუშევრებს. როცა ჩემი ნამუშევრის ფოტოებს ვაქვეყნებ აღფრთოვანებულები რჩებიან. ჩემს ყველა ნამუშევარს ენთება შუქი, ისმის ძრავის ხმა, თვითმფრინავი მაქვს, რომლის პროპელერიც ტრიალებს, ორთქლმავალს ორთქმავლის ხმა აქვს და ა.შ.
ახლა ტროას ცხენის დასრულებას ველოდები და იმედი მაქვს მალე შევძლებ გამოფენის გაკეთებას.
მერი ბლიაძე

კომენტარები
წარმატებები
ფანტაზია
სასწაულია პირდაპირ