ხელოვან ნანუკა ჩხეიძეს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. „შინ“-ის ერთ-ერთ პირველ ნომერში ბევრი საინტერესო რამ გვიამბო დეკორზე, მის დანიშნულებაზე და მასტერკლასიც ჩაგვიტარა. ნანუკა, როგორც ხელოვანი, მუშაობს პრაქტიკულად ყველა მასალაზე და ქმნის უამრავ ნივთს - სამკაულებს, ჩანთებს, დეკორატიულ ნივთებს და ა.შ. მის შემოქმედებაში გარკვეული სიახლეებია და ვინაიდან წინასაახალწლოდ აქტუალურია სახლის გადახალისება, საახალწლო დეკორი, ტენდენციური ფერები, სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ ნანუკას მივმართეთ.
- ჩემს შემოქმედებაში მნიშვნელოვანი რამ მოხდა - ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს საპატიო წევრად წარმადგინეს, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია... რაც შეეხება საქმიანობას,
მოგეხსენებათ, ჩემი ნამუშევრები, ძირითადად, ნატურალური ტყავისგან იქმნება, სხვადასხვა მასალასთან მიქსით, ვიყენებ ლითონს, ხეს, ბამბუკს, ბუნებრივ ქვებს... თუმცა ვფიქრობ, რომ შემოქმედი ადამიანი მუდმივად უნდა იზრდებოდეს, რათა დარჩეს საინტერესოდ და მიმზიდველად. ამიტომ გადავწყვიტე, ახალი მასალათაშეთანხმებით შევქმნა ინოვაციური ჩანთები თუ სხვა აქსესუარები. ამჟამად ახალ კოლექციებზე ვმუშაობ, რომელსაც ალბათ უახლოეს მომავალში გავაცნობ საზოგადოებას. ასევე ადრე დაანონსებულ „ვეფხისტყაოსანს“ და ანბანსაც დავასრულებ, რაც იქნება სრულიად განსხვავებული და არაორდინარული... ვაპირებ განვაახლო ფეხსაცმელზე მუშაობა, რასაც წლების წინ ვაკეთებდი.
- ვისაუბროთ ამ წლის ტენდენციებზე. დიზაინერების პროგნოზით, 2019 წელს მოდური იქნება ხელნაკეთი ნივთები, როგორც სახლის ინტერიერში, ისე ჩაცმულობაში...
- სიმართლე გითხრათ, წელს ყველაზე მრავალფეროვანია ფერთა პალიტრა, თუმცა, მინდა გამოვყო ჩემი საყვარელი ფერი - მუქი მწვანე, რაც სიმშვიდის და ბუნებასთან სიახლოვის განცდას ქმნის, როგორც ინტერიერში, ასევე სხვა მიმართულებითაც. ძალიან აქტუალურია მანგო, ყვითელი, თეთრი, იისფერი, ვარდისფერი, ყავისფერი, ნაცრისფერი, პასტელური ფერები, დიდი ეგზოტიკური ყვავილების პრინტები, ბეწვი, ბუმბულები, გველის და ვეფხვის ტყავის იმიტაციები. მოდურად გამოიყურება ხე და მარმარილო, ტრენდულია ხავერდის ფარდები და გადაკრული ავეჯი... მივესალმები ხელნაკეთ ავეჯსაც, სანათებს, წიგნის თაროებს თუ სხვა დეტალებს, რაც ინტერიერში კომფორტს ქმნის და ზოგჯერ ეგზოტიკურადაც გამოიყურება. მომწონს ეკლექტიკა, ეთნო დიზაინი, ხელნაკეთი ფარდაგები თუ ბალიშები ლამაზი ორნამენტებით.
- შევთანხმდით, რომ ტრენდულია ბუნებრივი მასალები. როგორც ვიცი, თქვენც ძირითადად ბუნებრივ მასალაზე მუშაობთ. რა უპირატესობა აქვს მას, ეკოლოგიურობის გარდა?
- ძალიან „ხელოვნური“ გახდა გარემო და ამ დროს ადამიანი იმაზე უკეთესს, რაც ბუნებაში არსებობს, ვერაფერს შექმნის. ქვასაც, ხესაც, ტყავსაც, ბამბუკს თუ ლითონს თავისი აურა აქვს, თავისი დანიშნულება, ჩვენი წინაპრები ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობდნენ ამ მასალების შესახებ, რასაც დღესდღეობით ნაკლებად ექცევა ყურადღება. ბუნებრივ ქვას, მაგალითად, იმდენად ლამაზი სიჭრელე და ფორმები აქვს, ამის შექმნა ხელით შეუძლებელია, ხესაც მისი ხაზები თუ ბუნებრივი შეფერილობა განსხვავებულობას სძენს. ამიტომ, რასაც ბუნება გვთავაზობს, ერთადერთს და ექსკლუზივს, სწორი და სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენება უნდა.
- რომელი ფერები გიყვართ, რამდენად დომინირებს თქვენი საყვარელი ფერები თქვენს სახლსა და შემოქმედებაში?
- ვინც კი მიცნობს და არ მიცნობს, მგონი ყველამ იცის, რომ ჩემი საყვარელი ფერებია: ცისფერი, მწვანე, თეთრი. შემოდგომის ფერებიც, რაც მგონი, ჩემს ნამუშევრებშიც კარგად ჩანს. აქტიურად ვიყენებ ფირუზს და ზურმუხტისფერ ქვებს თუ მინის თვლებს, ძალიან უხდება ტყავს, აცოცხლებს და ახალისებს. ჩანთებშიც აქტიურად ვიყენებ ცისფერს, მწვანეს, ღია ყავისფერს, ხაკისფერს თუ თამბაქოსფერს. ჩემი სახლი სავსეა ხმელი ყვავილებით, ფოთლებითა და ჭრელაჭრულა ზღვის ქვებით, რომლებსაც ყოველ წელს ვაგროვებ. ასე რომ, მგონი ყველა ფერია ჩემთან. ყოველთვის არის ცოცხალი ყვავილები ლარნაკში. ხილისა თუ ხის კომპოზიციები, სხვა დეკორაციები, რაც თვალს ახარებს და კარგ განწყობას მიქმნის, ძალიან ბევრია ფერადი და გამჭვირვალე მინის ჭურჭელი, პატარა მანქანები თუ მინიატიურული სათამაშოები, რასაც აქტიურად ვიყენებ ფოტოებში.
- განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა თქვენმა ფირუზისფერმა კოლექციამ. რას იტყვით ამ მართლაც ულამაზესი ფერის დახვეწილ ჩანთებზე?
- დიდი ხანი ვეძებდი სწორედ ამ ფერის ტყავს, რაც იშვიათობაა. ეს კოლექცია სახელად „ფირუზისფერი ზღაპარი“ სრული სახით ჯერ არ წარმიდგენია, ჩანთები არის ხის, ტყავის, ლითონის ტანდემი და ჩემივე ხელით ნაკეთი ჭედური თითბრის ყვავილებით გაწყობილი. საყურეებშიც ფირუზი, თითბრის ყვავილები თუ სხვა ლითონის დეტალებია, წელს განსაკუთრებით მოდურია ბუმბულები, ბეწვი და მეც აქტიურად გამოვიყენე ისინი სამაჯურებსა და ბროშებში.
- რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს - როგორ უნდა შეურჩიოს ინტერიერს დეკორატიული ნივთი, ხელნაკეთი ნამუშევარი. რას უნდა მიაქციოს ყურადღება, რას შეუხამოს და როგორ გააკეთოს სწორი არჩევანი?
- დეკორატიულ ნივთებს ნამდვილად სწორი შერჩევა უნდა, რომ არ დაიტვირთოს ოთახი და შესაბამისად, ეხამებოდეს ინტერიერს. ვფიქრობ, აქ გემოვნებაა მთავარი, რადგან ყველაფერი ინდივიდუალურია. გააჩნია, რომელი ოთახია, რა ფერებშია, როგორი ავეჯი დგას. მაგალითად, მისაღები მეტად შეიძლება დავტვირთოთ, ხელნაკეთი ნივთები გამოვიყენოთ სამზარეულოშიც. ალბათ, სასურველია მინიმალისტურად იყოს საძინებელში. მთავარია, ასეთი ნივთებით გადატვირთული არ იყოს ოთახები და უხეშად არ ხვდებოდეს თვალში ადამიანს.
სასურველია, სახლში მუდამ იყოს ყვავილები, მინის ან თიხის ჭურჭელში, მაგიდაზე ლამაზი გადასაფარებელი. გამოვიყენოთ დიდი თუ მცირე ზომის ქვები, ხის გადანაჭრები, შეიძლება თოკებიც კი, ხმელი ყვავილები კედელზე, ძველი ლითონის თუნგები თუ ხის ან დაწნული კალათები. დიდ ლარნაკზე დაწყობილი ნაირ-ნაირი ხილი, რაც შემოდგომაზე ნამდვილად ბევრია და სასიამოვნო ფერთა გამას ქმნის. შესაძლებელია დივანზე ან სავარძლებზე ლამაზად ნაქსოვი თუ სხვასხვა ქართული ორნამენტებით დამშვენებული შალითების გამოყენება ან თუნდაც - ბეწვი ბუხრის ოთახში.
ლელა ზურებიანი