სააღდგომოდ სახლის მორთვისა და კვერცხების გაფორმების ორიგინალური იდეები ნანუკა ჩხეიძისგან

სააღდგომო სახლის განსაკუთრებულად, ორიგინალურად მორთვა, კვერცხების ასევე განსხვავებულად გალამაზება ყველა დიასახლისის სურვილია. ჩვენ სხვადასხვა იდეას გთავაზობთ ხოლმე. ამჯერად რჩევები ვკითხეთ ხელოვანს, დეკორატორს და ფოტოგრაფს ნანუკა ჩხეიძეს, რომელიც სიამოვნებით დაგვეხმარება ფოტო-რჩევებითა და ფოტო-იდეებით.


ნანუკა ჩხეიძე:
- ყველაზე დიდი დღესასწაული კაცობრიობის ისტორიაში ეს არის აღდგომა! ამიტომ ადამიანები განსაკუთრებული სიხარულით და მოწიწებით ემზადებიან ამ დღისათვის. ტრადიციულად, წითელ კვერცხს საკრალური დატვირთვა აქვს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ სახლი მოვრთოთ და განსხვავებულად გავაფორმოთ სააღდგომო მაგიდა. სასურველია გამოვიყენოთ მწვანე და წითელი ფერის შეხამება, მწვანე შეიძლება იყოს ჯეჯილიც,
ბალახიც, ბალახი შეიძლება სხვადასხვა ვარიაციებით გავაფორმოთ, წითელის გარდა შეგვიძლია სხვადასხვა ფერად შევღებოთ კვერცხი, მოვხატოთ აკრილით, ხმელი ყვავილების დეკორიც შეიძლება, ასევე მაქმანები, ვინტაჟური დაძველებით ნოტებიანი ფურცელი, ყვავილების ელემენტები, ბუმბულები, ფერადი ძაფები ჭილის ვაზა, თოკები და რაც სახლში მოგვეპოვება, რასაც ჩვენი ფანტაზია მოგვცემს საშუალებას, გავალამაზოთ მაგიდა და ოთახი.






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები