ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ქართულ ბაზარზე არსებობს საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი საპნები - "კუმპა"-ს სახელწოდებით. სულხან-საბას ლექსიკონის თანახმად, კუმპა ძველ ქართულად საპონს ნიშნავს, სწორედ ამიტომ შეურჩევიათ ეს სახელი ბრენდისთვის, რომლის ხარისხის მთავარი საიდუმლო, მასში შემავალი ბუნებრივი კომპონენტებია. ნინი მაჭავარიანი „კუმპას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია, სწორედ მისგან შევიტყვეთ საინტერესო ცნობები ხელნაკეთი საპნების შესახებ.
- მოგეხსენებათ, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა სხვა დანარჩენთან ერთად, ზიანს აყენებს კანსაც. შედეგად კანი სულ გაღიზიანებულია, თავს იჩენს ალერგია, აკნე, კანის სიმშრალე და სხვა მრავალი პრობლემა. ჩვენ შევისწავლეთ ბაზარზე არსებული შამპუნები და საპნები და გავარკვიეთ, რომ მათი უმრავლესობა გაჯერებულია ქიმიური ნივთიერებებით, რაც დამატებით გამაღიზიანებელი ფაქტორია სახის კანისთვის. ამიტომ გადავწყვიტეთ, ბუნებრივი კომპონენტებისგან დაგვემზადებინა პროდუქტი. ამ საქმის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ თითოეული საპნის სახეობა, ჩვენს მიერ შექმნილი ორიგინალური რეცეპტითა და მრავალფეროვანი ინგრედიეტებითაა დამზადებული. დღესდღეობით ბაზარზე წარდგენილი გვაქვს „კუმპას“ 22 სახეობა.
მაგალითად, „ყავის“ კუმპა, „წიწაკა თამბაქოთი“, „აღმოსავლური“ და „დათექილი“ - ეს 4 სახეობა შეიძლება ჩაითვალოს სკრაბის ეფექტის მქონე საპნებად, რომელთა გამოყენება კვირაში 1-2-ჯერ არის მიზანშეწონილი. გარდა ბუნებრივი შემადგენლობისა, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ უნიკალურ საშუალებას - დათექილ კუმპას. თქვენი სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი შემადგენლობის საპონს, გარედან შემოავლებენ 100%-იან მატყლს, ანუ თექას და ის სკრაბის ეფექტს შეიძენს. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც აქტიურად იკეთებს მაკიაჟს, იყენებს ტონალურ კრემს. დათექილი კუმპას წრიული მოძრაობა ღრმად ასუფთავებს ფორებს და ათავისუფლებს მას ჭუჭყისგან, ამგვარი მოძრაობა კანზე ხელს უწყობს სისხლის მოძრაობას და მასტიმულირებელია. გარდა ამისა, კუმპას სხვადასხვა სახეობის დასამზდებლად ვიყენებთ, ქართულ ბენტონიტურ თიხას, ღვინოს, აბრეშუმის ჭიის ჭუპრს, ფუტკრის ცვილს, შვრიას, თაფლს, ვირის რძეს - ამ ინგრედიენეტებით დამზადებული კუმპა განკუთვნილია უპრობლემო კანისთვის, მათ დამატენიანებელი ეფექტი აქვთ. თუთიის, იგივე ცინკის საპონი, გამონაყარისთვისაა. კუმპას, რომელიც 16-ზე მეტ ზეთს შეიცავს „ლუქსი“ დავარქვით. გარდა ზეითუნის, აბუსალათინის ზეთებისა ვიყენებთ ძვირად ღირებულ ზეთების - ქოქოსის, კანაფის, მანგოს, ნუშის, ყურძნის წიპწის და სხვათა კომბინაცაიას.
- თმის მოვლის საშუალებები თუ გაქვთ?
- კუმპას 22 სახეობიდან 20 სახისთვის, ხოლო 2 სახეობა თმისთვისაა განკუთვნილი. განსაკუთრებით ეფექტურია დაზიანებული, გამომშრალი თმის შემთხვევაში, რადგან კანის სტრუქტურას აჯანსაღებს, აღადგენს დაზიანებულ ღერს, ჰმატებს მოცულობასა და ბზინვარებას.
- ინგრედიენტები ძირითადად ქართული წარმოებისაა, თუ შემოგაქვთ რომელიმე ქვეყნიდან?
- კიტრი, ალოე, სტაფილო, ჭინჭარი, წიწაკა, ჟოლო, ქაცვი და სხვა საქართველოში მოყვანილი პროდუქტებია, ხოლო როცა გვჭირდება აბრეშუმის ჭიის ჭუპრი, ვირის რძე და ა.შ., ამ ინგრედიეტებს ადგილობრივი მწარმოებლებისგან ვყიდულობთ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას. მაღალი ხარისხის ზეთები იმპორტირებულია. თითოეულ საპონს აქვს 2-წლიანი ვადა, არის ძალიან ეკონომიური, სრულიად უსაფრთხო და ჯანსაღი. ჩვენ გვყავს მომხარებლები, რომლებიც ამბობენ, ვაფასებთ ევროპიდან შემოტანილ, ფრანგულ კოსმეტიკას, მაგრამ ყველაზე მეტად მოგვწონს ქართული, რადგან ამ გარემოზეა ადაპტირებულიო.
- ბავშვის ხაზი თუ გაქვთ, ან თუ გეგმავთ ამ მიმართულებით მუშაობას?
- aასე კონკრეტულად ბავშვის ხაზი არ გვაქვს, თუმცა თითოეულ საპონში შემავალი ბუნებრივი ინგრედიენტი სრულიად უსაფრთხოა ბავშვის ნაზი კანისთვის და ჩვენი მომხმარებელიც თამამად ყიდულობს ამ სეგმენტისთვისაც.
- სად შეიძლება შევიძინოთ კუმპა?
- მაღაზია „ჯორჯიანში“, აღმაშენებლის #55. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი „ჯორჯიანს“, რომ საშუალება მოგვცა, გამოგვეტანა ჩვენი პროდუქტი ფართო მასშტაბებზე. მადლობა "ჯორჯიანს", რომ ხელს უწყობს ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას და ქართველ მეწარმეებს ფასდაუდებელ საქმეს უკეთებს. ეხმარება და აძლევს სტიმულს. ერთია, როცა ადგილობრივი მომხარებლისთვის ქმნი პროდუქტს და მეორეა - რომ ტურისტებისთვისაც ხელმისაწვდომია. მოგეხსენებათ, „ჯორჯიანი“ მდებარეობს ახალ აღმაშენებლზე, ადგილას, სადაც ტურისტების ჰაბია. განსაკუთრულ ინტერესს არაბული წარმომავლობის ადამიანები გამოხატავენ, რადგან მათ მცენარეებისა და ზეთების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. თუმცა, ამავდრულად შესაძლებელია ჩვენი ფეისბუქგვერდის მეშვეობით ონლაინ შეძენა.
როგორც „ბიბლუსში“ აცხადებენ, „ჯორჯიან“-ის გახსნა ხელს უწყობს არა მხოლოდ ტურისტებისათვის ქართული პროდუქციის გაცნობას, არამედ ქართული მეწერამეობის ხელშეწყობას.
თბილისში მართლაც რომ გამორჩეულ მაღაზიაში „ჯორჯიან“ დაგვხვდებათ ქართული ეროვნული სამოსი, უნიკალური ქართული სუვენირები, თაფლი, ქართული ტკბილეული და სასმელი, წიგნები და ა.შ. აქ წარმოდგენილია ქართული ღვინის მრჩევლის Allwine.ge-ის 500-მდე სახეობის უნიკალური ღვინოც თავისი სადეგუსტაციო კუთხით, სადაც სტუმრებს ღვინის უფასოდ დაგემოვნების საშუალებაც ეძლევათ. ეს არ არის ადგილი მხოლოდ ტურისტებისთვის, ეს არის ადგილი სადაც ნებისმიერ ქართველს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს აქ სტუმრობა და ქართული სიამაყის დათვალიერება.
„ბიბლუსში“ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მაღაზიით მათ ქართველი მეწარმეების წახალისებაც სურთ. „ჯორჯიან“ მზადაა ითანამშრომლოს მათთან და თავისი წვლილი შეიტანოს ქართული პროდუქციის მეტად პოპულარიზაციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა ნაწარმა ნელ-ნელა ფეხი დაიმკვიდროს უცხოურ ბაზარზე.
ციცი ომანიძე

ცოტა რამ "ჯორჯიანზე"
პირველი ტურისტული მაღაზია „ჯორჯიან“ საქართველოში ყველაზე დიდმა წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ გახსა. დავით აღმაშენებლის #55-ში მდებარე მაღაზია თავისი არსით უნიკალურია და ტურისტებს ქართული პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.როგორც „ბიბლუსში“ აცხადებენ, „ჯორჯიან“-ის გახსნა ხელს უწყობს არა მხოლოდ ტურისტებისათვის ქართული პროდუქციის გაცნობას, არამედ ქართული მეწერამეობის ხელშეწყობას.