სულ უფრო პოპულარული ხდება ხელით შექმნილი ნივთები, ზამთარი კი ნაქსოვი სამოსისა თუ აქსესუარის სატარებლად ყველაზე კარგ სეზონად მიიჩნევა. ბოლო დროს ბევრ მოდის სახლს აქვს წარმოდგენილი ძალიან მოდური და მიმზიდველი ნაქსოვი ჩანთები. თუმცა არც ერთი არ ღირს ძალიან იაფი, თანაც, ხშირად გვინდა, ექსკლუზიური ნივთები გვქონდეს და სხვას არ ეჭიროს მსგავსი აქსესუარი. სწორედ ასეთებისთვის, ასევე ხელმარჯვე ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს ქსოვა ან რაღაცების გადაკეთება, კარგი იდეაა ჩანთის თავად მოქსოვა ან ძველი ნაქსოვი ჯემპრებისა თუ ჟაკეტების გამოყენება. მთავარია, ჩანთის ზედა ნაწილი და სახელურები მოიძიოთ,
ასევე ძველი ჯემპრები გამოგადგებათ დეკორატიული ბალიშის შესაქმნელად.