რისი გაკეთება შეიძლება რკინის უსარგებლო კასრისგან - კარგი იდეები

ძნელია ისეთი ჯართის წარმოდგენა, რომლისგანაც ამდენი საყოფაცხოვრებო ნივთის გაკეთება იქნება შესაძლებელი. თუმცა, სანამ საქმეს შეუდგებით, კასრი სათანადოდ უნდა დამუშავდეს. თუ კასრში საწვავი ინახებოდა, მაშინ ის აუცილებლად ბევრი წყლითა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით უნდა გაირეცხოს. კასრში უნდა ჩაასხათ ცხელი წყალი და ჭურჭლის სარეცხი სითხე, გააჩეროთ ცოტა ხანი და გამდინარე წყლით კარგად გამორეცხოთ. თუ ატყობთ, რომ ეს პროცედურა არ არის საკმარისი, კიდევ ერთხელ გაიმეორეთ.


ასევე შეიძლება წყლიანი კასრი წამოადუღოთ, რა თქმა უნდა, სარეცხ საშულებასთან ერთად. ამ პროცედურის დროს აუცილებელია სიფრთხილე და სათანადო
ზომების დაცვა.
კარგი იქნება, თუ კასრს შიგნიდან შეღებავთ. საამისოდ გამოგადგებათ ჩვეულებრივი საღებავი. შეღებვამდე კასრი სასურველია კარგად გაიწმინდოს ნაჭრით ან ქაღალდით, რათა ცხიმის ნარჩენები კედელს არ შერჩეს.

თუ კასრი წყლის შესანახად გინდათ, მაშინ ცემენტით უნდა დაამუშავოთ. შეურიეთ ცემენტი წყალს ისე, რომ მიიღოთ არაჟნის სისქის მასა და წაუსვით კასრს. ეს პროცედურა შესაძლებელია რამდენჯერმე გაიმეოროთ.

თუ კასრი სქელი მასალისგან არის დამზადებული, მისი გამოწვაც არის შესაძლებელი. ჩაალაგეთ კასრის ძირში მშრალი ტოტები და მოუკიდეთ ცეცხლი. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია სიფრთხილე და მშრალი, მშვიდიდ ამინდის შერჩევა.

და ბოლოს, რისი გაკეთება შეიძლება კასრისგან. გაგიკვირდებათ, მაგრამ:

ღუმელი


მაყალი


სავარძელი


დივანი


ავეჯი



კარადა



ორგანული ნარჩენების კომპოსტერი


ჭაღი



ტივი


საძირკველი


ურიკა



ეზოს ნიჟარა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები