საკუთარი ხელით ძალიან ორიგინალური და საინტერესო, ლამაზი და დახვეწილი საახალწლო გირლანდების გაკეთებაა შესაძლებელი.
პასტის გირლიანდა
ამ ვარიანტისთვის დაგჭირდებათ საიმედო ძაფი, ბრჭყვიალები, წებო და პასტა. გადაუსვით თითოეულ პასტას ჯერ წებო ფუნჯით, შემდეგ ბრჭყვიალები, და დაამაგრეთ ძაფზე, როგორც სურათზეა მითითებული.
გირჩების გირლანდა
გამოიყენეთ აკრილის საღებავები, იმ ფერის, რომელიც თქვენს ინტერიერს მოუხდება. ჩაასხით წებო ფილაში და გირჩი ყველა მხრიდან შეღებეთ. როდესაც საღებავი გაშრება, მოაბით გირჩა კონტრასტული ფერის ძაფს, თუნდაც წითელს, მთავარია, რომ ფერები ერთმანეთს უხდებოდეს.
პატარა ფუნჯები
თუ ქსოვა გიყვართ და ცოტ-ცოტა ძაფები
დაგრჩათ, შეგიძლიათ პატარ-პატარა ფუნჯები გააკეთოთ და გაიხალისოთ განწყობა. რაც უფრო ფუმფულა და მსხვილი იქნება ფუნჯი, მით უკეთესი.
შალის პომპონები
არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, ფუნჯების მაგივრად შეგიძლიათ პომპონები გააკეთოთ. პატარა ზომის პომპონების გაკეთება ჩანგლით არის შესაძლებელი, თუ მას შალის ძაფს მოახვევთ.
ტრიკოტაჟის გირლანდები
შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე ნებისმიერ ძველი მაისურები. მთავარია, რომ ნაჭრები ფერების მიხედვით უხდებოდეს ერთმანეთს. დაჭერით ერთ სიგრძეზე და ერთ სიგანეზე ნაჭრები და მიაბით უხეშ ძაფს.
შეგიძლიათ გააკეთოთ გირლიანდა ასევე გამხმარი ყვავილებით და მიაბით მას დეკორატიული ელემენტები, იქნება ეს ქაღალდი თუ სხვა რამ.
ჯაჭვი
ეს კი ყველაზე მარტივი ვარიანტია, რომლის გაკეთებაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია.
კანფეტების გირლიანდა
იყიდეთ საწუწნი კანფეტები და სტეპლერის მეშვეობით მიაბით ერთმანეთს. გამოგივათ კანფეტების გრძელი ჯაჭვი.
ქაღალდის ნაძვები
გამოჭერით ერთი ზომის ქაღალდის ნაძვის ხეები და ერთნაირი დისტანციით მიაწებეთ ძაფს.
ბამბის გუნდები
კოსმეტიკური ბამბისგან დაამზადეთ სხვადასხვა ზომის ბირთულები და ნემსით წამოაცვით ძუას. იმისათვის, რომ ბურთები ერთმანეთში არ აირიოს, დაგჭირდებათ წებოს თოფი.
ჯინჯერის ორცხობილები
თუ სხვადასხვა ფორმის ორცხობილების გაკეთებას აპირებთ, არ დაგავიწდეთ მისთვის ნახვრეტების გაკეთება, რომ შემდეგ ლენტზე დამაგრება შეძლოთ.
ასეთი ორცხობილების გირლანდების გაკეთება ოჯახის წევრებთან ერთად ერთი სიამოვნებაა.
ვერტიკალური კონუსები
ფერადი ქაღალდებისგან გამოჭერით კონუსები, დააწებეთ და დაამაგრეთ ძაფზე. იმისათვის, რომ კონუსი ადგილზე დარჩეს, შეგიძლიათ ძაფზე წებოთი დააფიქსიროთ.
ღილები
ასეთი მინი-გირლანდებით კი ოთახის მცენარეების გალამაზებაა შესაძლებელი.
ზიგ-ზაგი
ეს კი ზიგზაგისებური გირლანდაა, რომლის გაკეთებაც ნამდვილად არ არის რთული და შედეგი კი ნამდვილად შთამბეჭდავია.
დეკორატიული სკოჩი
მაღაზიებში იყიდება დეკორატიული სკოჩები სხვადასხვა პრინტით, რომლისგანაც ძალიან ლამაზი და ორიგინალური გირლანდების მარტივად გაკეთებას შეძლებთ.
კენკრისა და ხილის მძივები
ჩირითა და სხვადასხვა ხილით შეგიძლიათ გააკეთოთ მძივები და მიიღოთ ნატურალური და გემრიელი გირლანდა.