თუ სახლში, სარდაფში ან ავტოფარეხში ძველი კარადა შემოგრჩათ, ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას, დაგვიჯერეთ, ის კიდევ შეძლებს თქვენი ინტერიერის გალამაზებას.
მართალია, აღდგენის და გადასხვაფერების პროცესს დრო დასჭირდება, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს - მონდომებითა და მინიმალური ფინანსური ხარჯებით ძველი კარადის ნაცვლად დიზაინერულ კარადას მიიღებთ.
საამისოდ სულაც არ არის საჭირო რესტავრატორთან მისვლა და სოლიდური თანხის გადახდა, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვარიანტის მიხედვით თავადაც შეძლებთ ამის გაკეთებას.
ნებისმიერი სახის ავეჯის რეკონსტრუქციის დროს უმჯობესია ის დაიშალოს, მოიხსნას სარკე, რათა მუშაობის პროცესი უფრო მარტივი იყოს და
ხელი არაფერმა შეგიშალოთ.
თუ მთლიანად დაშლა ვერ ხერხდება, სახელურები და სარკე მაინც უნდა მოიხსნას.
ამის შემდეგ კარგად უნდა დაათვალიეროთ ზედაპირი, თუ სადმე ხარვეზი შენიშნეთ, უნდა დაამუშავოთ სპეციალური ავეჯის ფუნჯით. როდესაც აღნიშნული საშუალება გაშრება, კარგად უნდა გაიწმინდოს, რათა მოშორდეს საღებავისა და მტვრის ყველა ნაწილაკი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი შეღებვა.
იმისათვის, რომ ნივთი თანაბრად შეიღებოს, საჭიროა მინიმუმ ორი ფენის წასმა. დაიმახსოვრეთ, პირველი ფენა აუცილებლად კარგად უნდა გაშრეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ მეორე ფენის გადასმა.

კომენტარები