ბევრმა არ იცის, რომ სვანეთში საპონს ამზადებდნენ. სახლის პირობებში მომზადებული საპონი არაჩვეულებრივი სარეცხი და დასაბანი საშუალება იყო. მის დასამზადებლად საჭირო იყო მხოლოდ ნაცარი და ღორის ან საქონლის ქონი.
თავდაპირველად აგროვებდნენ დიდი რაოდენობით წიფლის ხის ნამწვისაგან მიღებულ ნაცარს, რადგანაც იგი მოთეთრო ფერისაა. შემდეგ მოათავსებდნენ გოდორში ან ნახვრეტებიან ჭურჭელში, შუაში ამოაღრმავებდნენ და შიგ პერიოდულად თბილ წყალს ასხამდნენ, ნაცარი წყლით იჟღინთებოდა და ჩამონაწური წყალი ქვეშ მდგარ ჭურჭელში გროვდებოდა, რომელსაც თან წვრილი ნაცრის ნალექი მოჰყვებოდა.
ამ ნაცრიან წყალს „ჰერამი" ჰქვია, მას მათეთრებლა
ზოგან ასეთ საპონს დღესაც ამზადებენ და ამბობენ, რომ თუ ქონი აკლია, საპონი ფშვნადია და რეცხვისას თეთრ ლაქებს ტოვებსო, ამიტომ მნიშვნელოვანია, ქონი საჭირო რაოდენობით დაემატოს. ამ ნაცრისა და ქონის ნაზავს ისევ ხარშავენ, სანამ მასა ცომივით სქელი გახდება, შემდეგ ათავსებენ პატარ-პატარა ყალიბებში, ფორმის მისაღებად, საიდანაც მალევე, თბილს გადმოაგდებენ და შეახვევენ პირსახოცში. ამ პირსახოცში გახვეულს ტკეპნიან და ამაგრებენ, შემდეგ აწყობენ ფიცრის ნაჭერზე გამოსაშრობად.
ასე მომზადებული საპონი დიდხანს ინახება, ოჯახი ერთ მოხარშვაზე 3-4 თვის მარაგს ხარშავდა, რადგანაც საპნის საბოლოო დასრულებას დაახლოებით 5-8 დღე სჭირდება და შრომატევად საქმეს წარმოადგენს. ადრე ხშირად რამდენიმე ოჯახი ერთად ხარშავდა საპონს, საქმე რომ გაეადვილებინათ.
კომენტარები
პატივი უნდა სცეთ სხვის ნაშრომს და საკუთრებას.