ხშირად ხდება ხოლმე, რომ ინტერიერი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ ძალიან მოგვწონდა, მოგვბეზრდა და აღარ მოგვწონს, გვინდა რაღაც ახალი, მაგრამ საამისოდ სულც არ არის აუცილებელი მაღაზიაში წასვლა და ახალი დივნის ყიდვა ან შპალერის გადაღებვა, ზოგჯერ საკმარისია გადაღებოთ თუნდაც ერთი ნივთი და საკუთარ ინტერიერს ვეღარ იცნობთ.
კარადის უკანა კედელი
ერთი შეხედვით გარნიტურის ეს ნაწილი საერთოდ არ ჩანს, თუმცა ის, როგორც ინტერიერის ნებისმიერი სხვა ატრიბუტი, ძალიან მნიშვნელოვანია საცხოვრებლი სახლის აღქმისთვის. წარმოიდგინეთ, აღებთ კარადას ჭურჭლის შესალაგებლად და გხვდებათ არა სტანდარტული თეთრი კედელი, არამედ
ფერადი, მაგალითად ვარდისფერი ან სალათისფერი. ეს ფერები აუცილებლად იმოქმედებს დადებითად თქვენს განწყობაზე.
ოთახშორისი ან შესასვლელი კარი
კარს ნებისმიერი სახლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. რამდენადაც უნდა მოგწონდეთ თქვენი კარის ფერი, შესაძლოა ის მალე მოგბეზრდეთ. მიეცით ფანტაზიას გასაქანი, ნუ შეუშინდებით სიახლეებს და გადაღებეთ თქვენი კარები.
კომოდი
ეს ნივთი თითქმის ყველა ინტერიერში ფიგურირებს. დროა გადაახალისოთ გარემო და ინტერიერი, გადაღებეთ თქვენი კომოდი საყვარელ ფერად და დატკბით ცხოვრებით.
ფანჯრის ჩარჩოები
თუ ხელში საღებავით სავსე ქილა გიჭირავთ, შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, რაც მოგესურვებათ. შეგიძლიათ გადაღებოთ ინტერიერის ცალკეული ელემენტები, მაგალითად ფანჯრები ან უბრალოდ ფანჯრის ჩარჩოები. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები ცხოვრებას გაგიფერადებთ.
კედლები
თუ თქვენი სახლის კედლები სადა ფერებშია თქვენ კი სიახლე გსურთ მოიშველიეთ საღებავი, მით უმეტეს, რომ დიზაინერები გვირჩევენ ინტერიერში გვქონდეს ერთი აქცენტირებული კედელი.
კედლის თაროები
სახლში თაროები გაქვთ? მშვენიერია. ეს ნიშნავს იმას, რომ ინტერიერის განსაახლებლად სულაც არ არის აუცილებელი კედლების გადაღებვა. დაიწყეთ თაროებით, ამ პატარა ნივთს შეუძლია სრულიად შეცვალოს მთელი სახლი.
სკამები