არსებობს სივრცის ზონირების რამდენიმე საშუალება. ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული მრავალფუნქციური დეკორატიული ტიხარია. შევეცდებით აგიხსნათ, როგორ შეიძლება უმოკლეს დროში, თან საკუთარი ხელით გააკეთოთ მსგავსი ტიხარი.
რა თქმა უნდა, უმჯობესია შენობა ისეთი შეირჩეს, როგორიც მეპატრონეს სურს, თუმცა ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ გვიწევს სივრცის გადაკეთება, გადატიხვრა. ისეც ხდება ხოლმე, რომ ამის შესახებ დეკორატიული რემონტის შემდეგ იგებს ადამიანი და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს სივრცის ზონირების ძალიან ბევრი და საინტერესო საშუალება, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში, როდესაც ამის გაკეთება გლობალური ნგრევა-შენების
პროცესის გარეშე გვსურს, უმოკლეს ვადაში, ჩვენს მიერ შეოთავაზებული ვარიანტი უნდა გამოგადგეთ.
მოკლედ, ვაკეთებთ ტიხარს ხის ყუთებით.
ამისთვის დაგჭირდებათ 7 ცალი ძველი ხის ყუთი. ასეთ ყუთებს ძირითადად ხილის, ვაშლის ტრანსპორტირებისთვის იყენებენ ხოლმე. თუ გაქვთ ამის საშუალება, შეგიძლიათ მსგავსი ყუთები უბრალოდ შეიძინოთ.
ყუთების ზომას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა თუ გსურთ, რომ თქვენი სტელაჟი წიგნების თაროს ჰგავდეს, შეარჩიეთ ისეთი ზომა, როგორიც თაროს აქვს.
ყუთები სათანადოდ უნდა დამუშავდეს, გაპრიალდეს. ასე ვთქვათ, გაიქლიბოს გარეთა და შიგინთა მხრიდან.
ამის შემდეგ შეგიძლიათ გადაღებოთ სასურველ ფერად აკრილის საღებავებით. გირჩევთ საღებავი მინიმუმ ორ ფენად დაიტანოთ და კარგად გააშროთ.
შემდეგ შეგიძლიათ ააწყოით კონსტრუქცია და ცვალოთ იქამდე, სანამ თქვენთვის სასურველ შედეგს არ მიიღებთ.
დასკვნითი ეტაპი კი უკვე შერჩეული კონსტრუქციის დეტალების ერთმანეთთან საიმედოდ დაკავშირებაა.
კონსტრუქციის ნიმუშად შეგიძლიათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული მაგალითი გამოიყენოთ ან შექმნათ ექსკლუზიური მოდელი. ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.