ხელოვნური თაიგულები და ყვავილები ისევ მოდაში შემოდის. ინტერიერის დიზაინერები ამ ელემენტს სულ უფრო ხშირად იყენებენ - ხან ლარნაკებში ათავსებენ, ხან მასიურ სურათებს ქმნიან, ერთი სიტყვით, ხელოვნური ყვავილები აქტუალობას იბრუნებს. შემოგთავაზებთ ყვავილების საკუთარი ხელით, სახლის პირობებში გახმობის და დეკორის ელემენტად ქცევის მარტივ ხერხებს.
გარდა იმისა, რომ გამხმარი ყვავილები ლამაზად გამოიყურება და ინტერიერს ალამაზებს, მას სხვა დატვირთვაც აქვს, რაც კიდევ უფრო პოპულარულს ხდის - ის დიდხანს ძლებს. იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის ყვავილია, შესაძლოა მან თქვენი ინტერიერი რამდენიმე თვის, ზოგჯერ კი წლის
განმავლობაშიც გაალამაზოს, თუმცა არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ხელოვნური ყვავილებ იუკვდავი არ არის და ბევრს მტვერსაც აგროვებს.
არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლს, გარკვეული დროის შემდეგ კი კომპოზიციის შეცვლა და განახლება სირთულეს არ წარმოადგენს.
რომელი ყვავილები გამოდგება გასახმობად?
ბევრს მიაჩნია, რომ გამხმარი ყვავილები მხოლოდ მტვრის ბუდეა, თუმცა მათ ალბათ არ იციან, რომ ზოგიერთი ჯიშის ყვავილი მხოლოდ ამისთვის გამოდგებაю სილამაზის შესანარჩუნებლად მათ წყლით სავსე ლარნაკი სულაც არ სჭირდება, მის გარეშეც ძალიან ეფექტურად და ლამაზად გამოიყურება და ალამაზებს ინტერიერს. ასეთი ყვავილებია მაგალითად: გელიйრიზუმი, უკვდავი ყვავილი, ფალარისი, ლაგურუსი, ლავანდა, ჰორტენზია, ექინეცია, მუქი ფერის ვარდები.
თუ ყვავილების გახმობა გადაწყვიტეთ, უნდა დააცალოთ ფოთლები და ეკლები და ნაზად განათავსოთ სწორ ზედაპირზე. გააკეთეთ თაიგული, თუ ტოტები ძალიან ნაზი და თხელია, შეგიძლიათ მავთულიც ჩაატანოთ. თაიგული თავით ქვემოთ დაკიდეთ ბნელ, კარგად განიავებად ოთახში ჭერიდან დაახლოებით 20 სმ-ის დაშორებით. ყვავილები არ უნდა იყოს მჭიდროდ შეკრული, რათა არ დარჩეს სისველე და არ დალპეს. მცენარეებს შორისაც უნდა იყოს თავისუფალი ადგილი. იმისათვის, რომ თაიგული კარგად გამოშრეს, საჭიროა 2-3 კვირა და დაახლოებით 18 გრადუსი ტემპერატურა. შედეგის დასაფიქსირებლად საბოლოო შტრიხად შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის ლაქი.
ყვავილების გამოშრობა და გახმობა მიკროტალღურ ღუმელში არის შესაძლებელი. საამისოდ დაგჭირდებათ სილიკოგელი, რომელიც უნდა მოათავსოთ ჭურჭელში და მასზე განათავსოთ ყვავილები, ზემოდან ისევ უნდა მოაყაროთ სითხის შემწოვი გრანულები. მოათავსეთ ჭურჭელი მიკროტალღურ ღუმელში 30 წამიდან 2 წუთის განმავლობაში.
კიდევ ერთი საშუალებაა ყვავილების ორ ქაღალდის ხელსახოცს შორის მოთავსება და რაიმე სიმძიმის ქვეშ დადება. ამ მეთოდით გაშრობის შემთხვევაში ყვავილები ფორმას საერთოდ არ კარგავს.
მარილი და მანანის ბურღულიც კარგად იწოვს სითხეს, ამიტომ ყვავილების გამოსაშრობად იდეალური ვარიანტია. აიღეთ ჭურჭელი, რომელშიც ყვავილები თავისუფლად განთავსდება, მოაყარეთ ძირში, 1,5-2სმ-ზე მარილი ან მანანის ბურღული. მსხვილყვავილიანი მცენარეები მოათავსეთ თავით ქვემოთ, ზემოდანაც მოაყარეთ იგივე, მარილი ან მანანის ბურღული. თავზე დაფარება საჭირო არ არის, რათა ყვავილებს ჰაერი მიეწოდებოდეს. ჭურჭელი კარგად განიავებად ადგილას მოათავსეთ. ასეთი წესით გამოშრობას დასჭირდება 2 კვირა ან ერთი თვე.