კარნიზი საკუთარი ხელით: კრეატიული და საინტერესო იდეები

ეძებთ ბიუჯეტურ იდეებს სახლის ინტერიერისთვის? შევეცდებით გაჩვენოთ, როგორ შეიძლება ბიუჯეტურად, საკუთარი ხელით გააკეთოთ სახლში კარნიზი.

კარნიზი ლოფტის სტილში


ლოფტის სტილის ინტერიერში ხშირად გამოიყენება მეტალის მილები და ფიტინგები. თუ თქვენთვის მისაღებია სანტექნიკის კონცეფცია, შეგიძლიათ მსგავსი სტილის კარნიზი შეარჩიოთ.

კარნიზი თოკით


თოკი, ბაწარი უნივერსალური მასალაა, რომელსაც დიზაინერები აქტიურად იყენებენ ხოლმე აბაზანის იტერიერში. ის მშვენიერი საშუალებაა მაგალითად პირსახოცის დასაკიდებლად.
თუ აბაზანის სტილის შეცვლა და ინტერიერის გამარტივება გსურთ, შეგიძლიათ მსგავსი დეკორი შეარჩიოთ. გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი იდეა მძიმე ფარდების შემთხვევაში არ გამოგადგებათ.

კარნიზი ხის ტოტისგან


ნიჭიერი დიზაინერის ხელში ხის ტოტი შესაძლოა ნამდვილ სანახაობად იქცეს. კარნიზისთვის ინტერიერის დიზაინერები მაქსიმალურად მყარი ტოტების შერჩევას გირჩევენ.

ყველაზე მარტივი და ბიუჯეტური კარნიზი


ყველაზე მარტივი და უბრალო კარნიზი მზადდება საკიდებისგან და ლურსმნებისგან, რაც ყველა ოჯახში მოიძებნება.

დეკორატიული კარნიზი


მსგავსი კარნიზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მრგვალი ხის ტოტი ან ბამბუკის ჯოხი. მეტი ორიგინალურობისთვის საკიდები შეგიძლიათ ტყავისგან დაამზადოთ.

უჩვეულო, კრეატიული კარნიზი

თუ კრეატიული ადამიანი ბრძანდებით და ახალი გამოწვევები არ გაშინებთ, შეგიძლიათ კარნიზი კარის სახელურებითაც კი გააკეთოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები