სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. შემდეგ სწავლა განაგრძო სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე. ხელოვანმა, მხატვარმა, გობელენის უბადლო ოსტატმა მანანა ძიძიკაშვილმა საკმაოდ მრავალფეროვანი შემოქმედებითი გზა განვლო. დღეს მისი ნამუშევრები ინახება როგორც კერძო კოლექციებში, ისე მუზეუმებში. აღსანიშნავია ჩინეთის ბოჭკოვანი ხელოვნების ბიენალე, სადაც ბრწყინვალების ჯილდოს ცხრაგზის მფლობელი გახლავთ. მისი ნამუშევრები კი შესულია 20-ზე მეტ წიგნსა და კატალოგში.
- ხატვით ბავშვობიდან ვარ გატაცებული, ძალიან კარგად ვხატავდი. კლასში ამ ნიშნით გამორჩეული მოსწავლე ვიყავი. მეშვიდე-მერვე კლასში უკვე გადაწყვეტილი მქონდა ჩემი მომავალი
პროფესია. პროფესიის არჩევაში დიდი როლი ითამაშა მამიდამ. პროფესიით გეოგრაფი იყო, ამასთან თვითნასწავლი მხატვარი გახლდათ. მისი ყოველი ფერწერული ტილო ჩემს თვალწინ იქმნებოდა.
ოჯახში სამი ბავშვი ვიზრდებოდით და სამივე მხატვრული ნიჭით ვიყავი დაჯილდოებული. ამჟამად ოჯახში ხუთი მხატვარი ვართ. ჩემი და, ინგა ძიძიკაშვილი, და ძმისშვილები: ხატია, მარიამი და ნინო. დღეს ყველა საკმაოდ წარმატებულია.
- გობელენით როდის და რატომ დაინტერესდით, რით არის ეს ხელოვნება გამორჩეული?
- გობელენის ინტერესი ბავშვობიდან არ მქონია. თოიძეში ჩემი ფერწერის პედაგოგი გახლდათ არაჩვეულებრივი ადამიანი და გობელენის საუკეთესო ოსტატი ომარ ხუბულური, რომელიც ფართო მასშტაბის საგამოფენო გობელენებს ჩვენს აუდიტორიაში ქმნიდა. მოსწავლეები ხშირად მოსამზადებელ სამუშაოებშიც ვეხმარებოდით. სწორედ ბატონი ომარის დამსახურებაა გობელენისადმი ინტერესის გაჩენა. თოიძის შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე. ეს არის ხელოვნების ურთულესი დარგი, რომელიც უზომოდ მიყვარს და რომლის გარეშეც არ შემიძლია. ჩემთვის ეს საკვებია, ჰაერი, წყალი, რითაც ვსაზრდოობ და ვცოცხლობ.
- მართალია, რომ ნამუშევრებს საოჯახო ჩანგლით ქმნით?
- ჩემს ნამუშევრებს ვუყურებ როგორც ცოცხალ არსებებს. როდესაც ესკიზს ვქმნი, ვამბობ, რომ მე ამას ხორცს შევასხამ, სულს ჩავბერავ და გავაცოცხლებ. ასე იქმნება ჩემი შემოქმედება ფერადი შალის ძაფების მეშვეობით და საოჯახო ჩანგლის დახმარებით.
- როგორც ვიცი, საზღვარგარეთ არაერთი გამოფენა გქონიათ. კონკრეტულად რომელ ქვეყნებში გამოიფინა თქვენი ნამუშევრები?
- ჩემი გამოფენების ნუსხა საკმაოდ მრავალფეროვანია. პირველი კურსიდან დღემდე უამრავ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, ჩინეთი). ჩემი ნამუშევრების დიდი ნაწილი ინახება კერძო კოლექციებში, ხოლო ჩემი სადიპლომო ნამუშევარი „პაემანი“ დაცულია გივი ყანდარელის სახელობის გობელენის მუზეუმში.
ჩინეთის ბოჭკოვანი ხელოვნების From Lausanne to Beijing ბიენალე ჩემთვის ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა. ამისთვის უღრმესი მადლობა საქართველოში გობელენის ფუძემდებელს, აწ გარდაცვლილ პროფესორს ბატონ გივი ყანდარელს და მის მეუღლეს ქალბატონ მალი ლუს. ასევე აწ გარდაცვლილ პროფესორს, თამაზ ნუცუბიძეს. სწორედ ამ დიდებული ადამიანების თანადგომით მოვხვდი პეკინის საერთაშორისო ბიენალეზე. დღეს ვარ ამ ბიენალეს 11 გზის მონაწილე. ბრწყინვალების ჯილდოს ცხრაგზის მფლობელი და 2004 წლის ბიენალეს ბრინჯაოს პრიზიორი. ჩემს შემოქმედებით კარიერაში ამ ფაქტმა ნამდვილად დიდი როლი ითამაშა. ჩემი გობელენი „ანარეკლი“ და ბიოგრაფია შეტანილია პეკინის უნივერსიტეტის ტექსტილის დიზაინის სახელმძღვანელო წიგნში Design.
2017 წელს ამერიკის ჟურნალ ATA-ში დაიბეჭდა ჩემი ინტერვიუ, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი ჩემს ყოფილს სტუდენტს, უნიჭიერეს და არაჩვეულებრივ ადამიანს თეა ოქროპირიძეს. 2017 წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მე დამასახელეს ჩემი რაიონის საპატიო მოქალაქედ, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩემი რაიონის ხელმძღვანელობას და კულტურის ცენტრს.
2000 წელს მხატვართა კავშირის მიერ დასახელებული ვიყავი წლის საუკეთესო ნამუშევრის ავტორად გობელენისთვის „საღამო“. დაჯილდოებული ვარ მხატვართა კავშირის მედლით და პრემიით. დღეს ჩემი ნამუშევრები შესულია 20-ზე მეტ წიგნსა და კატალოგში, რაც ვფიქრობ ერთი მხატვრისთვის ცოტა არ არის.
- ყველაზე უჩვეულო ნამუშევარი გაიხსენეთ...
- ჩემი ყველა ნამუშევარი მიყვარს, რადგან თითოეულ მათგანში საკმაოდ დიდი შრომა მაქვს ჩადებული.თვეობით და წლობით მიწევდა მუშაობა, მაგრამ მაინც გამოვყოფდი ორს. ესენია „ღია კარი“ და „ქოხი, რომელშიც იცინიან“. ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით ინტერნეტში აღმოვაჩინე ხალხური სიბრძნე - „ქოხი, რომელშიც იცინიან უფრო ბედნიერია, ვიდრე მდიდრული სასახლე, სადაც მოწყენილები არიან“. ეს ფრაზა გახდა ჩემი ინსპირაციის წყარო. შევქმენი ესკიზი და ხორცი შევასხი ამ არაჩვეულებრივ გობელენს, რომელიც ორი წლის წინ ბეინალეს საორგანიზაციო კომიტეტმა და ჟიურიმ მსოფლიოს 30 საუკეთესო ნამუშევართა რიცხვში შეიტანა.
- აკადემიაში მუშაობის პერიოდს როგორ გაიხსენებდით?
- სამხატვრო აკადემია ის ადგილია, სადაც კედლებიც კი მიყვარს. იქ არაჩვეულებრივი, თბილი და მეგობრული გარემო, ურთიერთპატივისცემა და გატანაა. აკადემია ერთი დიდი ოჯახია. საკმაოდ კარგი და მეგობრული ურთიერთობაა ჩამოყალიბებული პედაგოგებსა და სტუდენტებს შორის. ჩემგან წასულ კურსდამთავრებულებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ისინი დღეს ჩემი კოლეგები არიან. ბევრი მათგანი ძალიან წარმატებულია.
- დეკორატიულ, ხელნაკეთ ნივთებსაც ხომ არ ქმნით?
- დეკორატიულ ნივთებზე დღეს თითქმის აღარ ვმუშაობ, მაგრამ იყო დრო, 90-იან მძიმე წლებს ვგულისხმობ, როცა ვმუშაობდი და ეს შემოსავლის წყაროდ მქონდა ქცეული. დღეს უკვე აქცენტს შემოქმედებით საქმიანობაზე ვაკეთებ, ვმუშაობ გობელენზე, ბატიკაზე, თექაში, ფერწერაში, აბრეშუმის ქაღალდებზე. ერთი სიტყვით, ჩემი საქმიანობა ფართო სპექტრს მოიცავს.
- და, ბოლოს, ხელოვანი ადამიანის ცხოვრებაში რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?
- ხელოვანი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მთავარია მშვიდი პირადი სივრცე, რაც მე ერთ-ერთ ჩემს გობელენში ავსახე და ვუწოდე „პრადი სივრცე“. ასევე ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია ბუნებასთან კავშირი, ამასთან გაუძლოს კრიტიკას და არ მოდუნდეს.
მერი ბლიაძე