დილით, სახლიდან გამოდის თუ არა, სხვადასხვა ფერის ცის ფონზე, ჰორიზონტზე კავკასიონი ხან მკაფიოდ მოჩანს და ხანაც - ნისლში გახვეული. ეს ხედი მისი მთავარი ენერგიის წყაროა. მერე ეზოს გავლით სახელოსნოსკენ მიემართება. გზად რამდენიმე მასალისგან დამზადებული ორიგინალური ნივთები ხვდება, რომლის ავტორიც თავად არის. არანაკლებ დიდი კოლექცია აქვს შინაც და შეიძლება ითქვას, რომ სახლის პირველი სართული საგამოფენო სივრცეა.
თითქმის მთელი დღე სახელოსნოშია, სადაც ათასგვარ დეკორატიულ თუ გამოყენებად ნივთს ქმნის, როგორც ლითონისგან, ისე ხისგან და ყოველგვარი დეტალისგან, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება უსარგებლოდ მოგეჩვენოს, მაგრამ
მისი წყალობით ახალ სიცოცხლეს იწყებს. იქვე ეზოში ძველი მუხის ბეღელიც ჩადგა და ახლა მის კეთილმოწყობაზეა გადართული. ამრიგად, ზაქარია ბერუკაშვილის კარ-მიდამო სოფელ ჩუმლაყში გამორჩეული და ფრიად საინტერესო სივრცეა, მასპინძლის კოლექციის წყალობით.
ზაქარია ბერუკაშვილი:
- გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში დავიბადე და გავიზარდე. მერვე კლასიდან ღამის სკოლაში ვსწავლობდი, დღე კი ვმუშაობდი. შემდუღებლის დიპლომი მაქვს და სხვადასხვა დიდ ობიექტზე სხვებთან ერთად, მეც გათბობას ვამონტაჟებდი: რუსთავში, გურჯაანში, წნორში და ა.შ. ჩხირკედელაობა ბავშვობიდან მიზიდავდა. როგორც კი შემდუღებლობა ვისწავლე, ხან მაგიდას გავაკეთებდი, ხან სამწვადეს, ხან რას და ხან რას. ხალხს მოსწონდა და მეც ნელ-ნელა აზარტში შევდიოდი. მერე ბიზნესი მქონდა. მამულებიც მაქვს, 5 ჰექტარამდე მიწა, სადაც ატამი ხარობს, მაგრამ ხილის მოვლის პროცესში მე არ ვმონაწილეობ, სხვები უვლიან. იქ ყოფნა ისე არ მიყვარს, როგორც სახელოსნოში, სადაც მირჩევნია, რაღაცები შევქმნა. ვმუშაობ ჩემთვის, მეზობლებისა და მეგობრებისთვის.
ვისაც ქვაბის სახელურის თუ სკამის ფეხის შედუღება სჭირდება, მაკითხავს. დაახლოებით 5 თვეა, სახლის ეზოში პატარა სახელოსნო გავაკეთე და დღემდე დაახლოებით 100-ზე მეტი ნივთი დავამზადე. რაიმე დეტალს რომ შევხედავ, უკვე ვიცი, მისგან რა გავაკეთო ან რამე თუ მომეწონება, შინ მომაქვს და მერე სიზმარში ვხედავ, რა შეიძლება მისგან დამზადდეს. ზოგჯერ ხის ნაჭერი დიდხანს გდია, დრო გადის და ვნახულობ მეორეს, რომელიც ვფიქრობ, შეიძლება იმ პირველს მოვუხდინო და ერთმანეთს ვაკავშირებ. ჩუმლაყის სახლში ყველაფერი ჩემი ხელით მაქვს გაკეთებული, ისევე როგორც თბილისისა და ბათუმის სახლებში: საწოლები, სარკეები, მაგიდები, სანათები - ყველაფერი მე გავაკეთე. განაგრძეთ კითხვა