სიცოცხლის განმავლობაში პერსონალური გამოფენა არ ჰქონია, თუმცა მისი ნამუშევრები სხვადასხვა წლებში იფინებოდა ჯგუფურ გამოფენებსა და საერთაშორისო კონკურსებზე. თითოეულ აქსესუარს თამამად შეიძლება უწოდო ხელოვნების ნიმუში და მეტიც - თითოეული ნამუშევარი სამუზეუმო ექსპონატია. მათი ავტორი ფლობდა ინკრუსტაციის ხელოვნებას, რაც ნაკეთობის დეკორირების ერთ-ერთი სახეობაა და ნამუშევრის ზედაპირზე სხვადასხვა მასალის ნატეხების ჩასმას გულისხმობს. ამ ორიგინალური ტექნიკით, სიმბოლოებით დატვირთული და მრავალფეროვანი მასალით იქმნებოდა სამკაული, რომელშიც გამოყენებულია: ხე, ქვა, ლითონი, ტყავი, ბრინჯაო, თითბერი, მელქიორი, სადაფი და ა.შ. ნამუშევარში ხშირად ფიგურირებს ბორჯღალი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული დატვირთვის
მატარებელია, ხოლო ჩვენში უმთავრესად მზის, უკვდავებისა და მარადისობის სიმბოლოდ ითვლება...
მაია მირზიაშვილს ხელოვნებათმცოდნეები ასე მოიხსენიებენ: „პირველი მჭედელი ქალი საქართველოში“. ქალს, რომელიც მძიმე სენის მსხვერპლი გახდა, 6 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა. ამ დღისთვის მისი მეგობრის, რეჟისორ ლელა ჭინჭარაულის ინიციატივითა და მაიას ოჯახისა და სხვა მეგობრების თანადგომით, 300-მდე ექსპონატს ერთ სივრცეში მოუყარეს თავი. „აბრეშუმის გალერეაში“ 6 თებერვალს გაიხსნა და 12 თებერვლამდე გაგრძელდა გამოფენა, სახელწოდებით „ამორძალები“, რომელიც პერფორმანსით დაიწყო.
დადგმის რეჟისორი ლელა ჭინჭარაული გახლდათ, ხოლო გამოფენის კურატორი - ლიკა ხაინდრავა. პერფოrმანსში თეთრ ტილო ჩაცმული, „ჯიბის თეატრის“ პერფორმერები მონაწილეობდნენ, რომლებმაც თავად მოირგეს გამოფენაზე წარმოდგენილი აქსესუარების ნაწილი დამღით „მაია“, შემდეგ კი დამთვალიერებელს მიეცა საშუალება, უშუალოდ მაია მირზიაშვილის შემოქმედება ახლო მანძილიდანაც გაეცნო.
ლია სადაღაშვილი, მხატვარი-ფერმწერი, მაია მირზიაშვილის მეგობარი:
- ჩვენი ნაცნობობა აკადემიაში დაიწყო და სტუდენტობის წლებიდან დავახლოვდით. ის სამხატვრო აკადემიაში ხისა და ლითონის ფაკულტეტზე სწავლობდა, მე - ფერწერაზე. ჯგუფში სულ ბიჭები ჰყავდა და ერთადერთ გოგოს მარგალიტივით უფრთხილდებოდნენ.
მახსოვს, პირველად ჩემი ყურადღება მის ხელზე გაკეთებულმა სამკაულმა მიიქცია. მერე ნელ-ნელა დავახლოვდით, საერთო მეგობრებიც გაგვიჩნდა. ერთი გამორჩეული თვისება ჰქონდა - მის გარშემო ყოველთვის საინტერესო ადამიანები იკრიბებოდნენ და ჩვენს წრეში ვინც შემოდიოდა, მას ყოველთვის მაიკო გვაცნობდა. არ მახსოვს, ვინმეზე ცუდი ეთქვას, პირიქით, ყველას ახასიათებდა, როგორც გამორჩეულს, განსაკუთრებული ნიჭის მქონეს. დროთა განმავლობაში მან უამრავი საინტერესო პროფესიის ადამიანი გაგვაცნო. ნუცუბიძეზე, მე-4 პლატოზე სახელოსნო მქონდა. იქ ჩვენი თავშეყრის ადგილი იყო და ახლა გული ძალიან მწყდება, რომ ის საღამოები და შეკრებები აღარ მეორდება, არადა, მაშინ ვფიქრობდი, სულ ასე იქნებოდა.
- თავად სად ცხოვრობდა და მუშაობდა? როგორც ვიცი, მამამისი მეტყევე-ინჟინერი იყო, ხეზე მუშაობდა და ამ საქმით სწორედ მისი ყურებისას დაინტერესდა.
- დიახ, მამამისი ხეზე კვეთდა და როგორც ვიცი, მაიკო ბავშვობიდან დაინტერესდა ამ საქმით. ფასანაურში პატარა სახელოსნო ჰქონდათ, სადაც ხის დამამუშავებელი დაზგა იდგა. მაიკო იქ დაიბადა, გაიზარდა და ალბათ, მისი ინტერესიც მაშინ გაღვივდა. სტუდენტი რომ გახდა, თბილისში ჩამოვიდნენ. დებთან ერთად ჭავჭავაძის გამზირზე, ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა. ოთხი დედმამიშვილი იყვნენ. მაიკოს ორი და ჰყავს, ხოლო ძმა გარდაცვლილია...
მაიკო სულ ამბობდა, ბავშვობიდან მინდოდა, ისეთი სამკაული მქონოდა, მსოფლიოში არავის რომ არ ექნებოდაო. არა ოქრო, ბრილიანტი და სხვა ძვირფასი მასალით შექმნილი, არამედ რაიმე სხვა და ასეთი ნივთები შექმნა კიდეც. ერთადერთი ბეჭედი ჰქონდა, რომელშიც 2 ფირუზის ქვა იყო გამოყენებული და ამ ნივთს „ორ ცას შუა“ შეარქვა. სხვა შემთხვევაში, სანაპიროზე გამორჩეული ფერისა და ფორმის ქვებსაც აგროვებდა და რამდენიმე ბეჭედში რიყის ქვაც ჰქონდა გამოყენებული.
- მაია მირზიაშვილის ნაკეთობების შესახებ ბევრმა არ იცის და სამწუხაროდ, მათ შორის მეც ვიყავი. არადა, სტუდენტობის წლებიდან იფინებოდა, თუმცა პერსონალური გამოფენა აქამდე არ ჰქონია.
- დიახ, ჯგუფურ გამოფენებში სტუდენტობის წლებიდან მონაწილეობდა. მისი ნამუშევრები შემოსავლის წყაროც გახლდათ. ნაკეთობები სანაპიროზე, მშრალ ხიდზე მიჰქონდა. ნივთებს შორის იყო როგორც სამკაული, ისე ჯვრები. სტუდენტობის წლებში ძირითადად, პატარა ჯვრები იყო. სამაჯურებს, ბეჭდებს და სხვა ნივთებს კი არ ფენდა, შენახული ჰქონდა. გარდა იმისა, რომ მასშტაბური პერსონალური გამოფენა ფინანსებთან არის დაკავშირებული, ის ყოველთვის თვლიდა, რომ საამისოდ მზად არ იყო. ბოლო წლებში, როცა უკვე სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, პერსონალურ გამოფენაზე ფიქრობდა, მაგრამ ეს ვეღარ მოხერხდა. განაგრძეთ კითხვა