ამ ქალბატონმა დიოდურ კაბელს ყაისნაღით შემოაქსოვა და აი, რა მიიღო

ალბათ გაგიკვირდებათ, რა კავშირშია ერთმანეთთან შუქდიოდური კაბელი, ყაისნაღი და ხალიჩა. ვეცდებით, აგიხსნათ. თავად ყაისნაღით ქსოვა არ ვიცი, სამაგიეროდ, ბებია ქსოვს შესანიშნავად. მას შევთავაზე ისეთი ხალიჩის მოქსოვა, რომელიც ღამე გაანათებდა, ავუხსენი, რა უნდა ექნა და ორ დღეში ეს საუცხოო ხალიჩაც გამზადდა.
ასეთი მრგვალი ხალიჩა დაამშვენებს როგორც შემოსასვლელს, ისე საძინებლსა თუ მისაღებს. ხოლო ვისაც უნდა, შეიძლება, ჭაღადაც კი გამოიყენოს. საღამოობით ის ლამაზად გაანათებს და მყუდრო ატმოსფეროს შექმნის თქვენს სახლში.

შუქდიოდური ხალიჩა მოიხმარს ძალიან ცოტა ელექტროენერგიას და აბსოლუტურად უსაფრთხოა. ხალიჩა ძალიან დიდი წარმატებით გაგიწევთ

სანათის მაგივრობას.


როგორ მოვქსოვოთ ხალიჩა
ამისთვის დაგჭირდებათ: შუქდიოდური კაბელი (6მ), მსხვილი ყაისნაღი, ერთი გორგალი ძაფი


დაიწყეთ ქსოვა 8 რიგად და გააკეთეთ რკალი. შემდეგი რიგს მოაქსოვეთ 2 რიგი წინა რიგის ყოველ კვანძში. 
ახლა კონსტრუქციას დაუმატეთ კაბელი.
ხალიჩა შესაძლებელია გაკეთდეს ნებისმიერი ზომის, ეს დამოკიდებულია კაბელის სიგრძეზე.
ეცადეთ ნაქსოვი იყოს თავისუფალი, ამ შემთხვევაში არ დაგჭირდებათ დამატებითი თვლების დამატება. თუ მაინც დაგჭირდებათ თვლების დამატება, ჩააქსოვეთ თითო-თითო წინა რიგში.
როდესაც კაბელი დაგიმთავრდებათ, მიაქსოვეთ წყვილი რიგი უკვე კაბელის გარეშე.
ეს პროცესი ძალიან მარტივია.


ამის შემდეგ მოქსოვეთ ნახევარრიგად (თითო რიგზე ერთი ნახევარრიგი), რათა გაკეთდეს ლამაზი მომრგვალება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები